საწოლში მტერთან

Home დავთარი საწოლში მტერთან
საწოლში მტერთან

თავისთავად, ერთობლივი წვრთნები ცუდი არ არის. ერთმანეთისგან რაღაცას სწავლობთ. აი, მაგალითად, ნატოს სამხედრო წვრთნა, როდესაც მოკავშირეები პოტენციურ მტერთან ერთიანი ძალით გასამკლავებლად ვარჯიშობენ.

სხვა ვარიანტებიც გვხვდება. სპორტშიც, მათ შორის. ქართველ მორაგბეთა ერთობლივი წვრთნაც გვახსოვს, მაგალითად ინგლისელებთან ან სამხრეთ აფრიკელებთან. ესეც, გულწრფელად ვთქვათ, კარგია. მონდომებული სპორსტმენი უამრავ სასარგებლო რამეს აითვისებს.

მაგრამ რა ვუწოდოთ იმას, რაც ამ წერილშია ნათქვამი.

„რუსეთი ჩვენი კონკურენტია და ძალიან გამოგვადგება მათთან ერთად შეკრების გავლა და მათთან თამაში“

როგორ ჟღერს იცით „შეკრება კონკურენტთან“… ერთი ძველი ფილმია, 90-იანი წლებიდან, „საწოლში მტერთან“ ჰქვია. ფილმის შინაარსს ნუ ჩავუღრმავდებით, მაგრამ სათაური როგორ მაგონებს იმას, რაც ამ ერთობლივი შეკრების უკან დგას.

ავტორის პროფილი

გიორგი დარჯანია
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.