კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ნინიაშვილმა დაიწყო, გორგაძემ დაასრულა
ჩანაწერი

ნინიაშვილმა დაიწყო, გორგაძემ დაასრულა

ევროპის უძლიერეს სარაგბო ჩემპიონატად აღიარებულ ტოპ 14-ში რეგულარული სეზონის  მე-8 ტური გაიმართა, რომელშიც ქართველ ლეგიონერთა უჩვეულოდ მცირე რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. მხოლოდ 8 ჩვენებურმა ითამაშა გასულ უქმეებზე, მაგრამ ნათქვამია, ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია და ეს ჭეშმარიტება ამ ჯერზეც დადასტურდა. რაგბის ქართველ ქომაგთათვის ყველაზე საინტერესო მატჩად „ლიონისა“ და „პოს“ შეხვედა იყო მიჩნეული და მოლოდინი გამართლდა – ორმა ბორჯღალოსანმა...

ისევ 2 ქულა
ჩანაწერი

ისევ 2 ქულა

ეროვნული ლიგის 32-ე ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვილებები არ შეუტანია. ტიტულის მთავარმა მაძიებლებმა ისევ გაიმარჯვეს და მათ შორის სხვაობა ისევ 2 ქულაა. „დინამომ“ თანაქალაქელ „საბურთალოს“ მოუგო შინ 3:1 და სტუმრებს ევროსაგზურისთვის ბრძოლა გაურთულა. დუბლი მიითვალა მასპინძელთა გვინეელმა უსმანე კამარამ. განსაკუთრებით ლამაზი მეორე გოლი გახლდათ, როცა საჯარიმოს გარედან პირდაპირ ცხრიაში ჩაჭედა ბურთი. ერთიც გიორგი მოისწრაფიშვილმა შეაგდო....

ნაპოლის ხვიჩასთან ახალ კონტრაქტზე არც ულაპარაკია
ჩანაწერი

ნაპოლის ხვიჩასთან ახალ კონტრაქტზე არც ულაპარაკია

“როდესაც სტადიონზე შეკრებილი ქომაგი ერთხმად სკანდირებს შენს გვარს, განსაკუთრებული ემოციაა. ყოველთვის მჯეროდა, ხვიჩას წარმატების, მან ყველას დაანახა რა შეუძლია. “ნაპოლისთან” ახალი კონტრაქტი? ამ საკითხე მასთან არავის ულაპარაკია, ხვიჩა ამ საკითხზე არც ფიქრობს. ის მხოლოდ ფეხბურთის თამაშზეა კონცენტრირებული, მის გარეშო აგორებულ სატრანსფერო ჭორება ყურადღებას არ აქცევს” – ხვიჩა კვარაცხელიას მამის ბადრი კვარაცხელიას სიტყვებს Football Italia აქვეყნებს....

21 ვერ იკმარეს
ჩანაწერი

21 ვერ იკმარეს

საფრანგეთის პრო დ2-ის მე-8 ტური ქართველი ლეგიონერებისთვის უჩვეულოდ შედეგიანი გამოდგა. უფრო ზუსტად რომ ითქვას, ეს შედეგიანობა ორ კაცზე მოდის. ორმა ქუთაისელმა, ორმა ბორჯღალოსანმა – ოთარ გიორგაძემ და თედო აბჟანდაძემ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარეს, ჯამში თავის „მონტობანს“ 21 ქულა შესძინეს, მაგრამ გუნდმა „გრენობლთან“ საშინაო მატჩი მაინც დათმო – 33:34, მცირე სხვაობით მარცხისთვის სანუგეშო ბონუსი მიიღო და...

ტიტები !!!
ჩანაწერი

ტიტები !!!

საკალათბურთო კლუბი „ტიტები“ 2016 წელს დაარსდა. მომდევნო წელს გუნდი უკვე საქართველის კალათბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებში იღებს მონაწილეობას. 2019 წელს ტიტები სუპერლიგაშია. იმავე წელს კი საქართველოს თასი მოიგო. გუნდი კიდევ ერთი ტიტულით ამაყობს – დუდუ დადიანის მემორიალზე გამარჯვებით. ეს 2021 წელს მოხდა. წლეულს ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილ გუნდს თვალი ჩემპიონობაზე დაუდგამს, თუმცა, თავად მთავარი მწვრთნელი სეზონის...

ბითაძემ ორმაგი დაისხა
ჩანაწერი

ბითაძემ ორმაგი დაისხა

ესეც პირველი ორმაგი. NBA-ს წლევანდელი სეზონის მესამე მატჩში ბითაძემ 14 ქულა და 15 მოხსნა მოინაგრა, ხოლო „ინდიანა პეისერსმა“ შინ „დეტროიტ პისტონსი“ 124:115 დაამარცხა. ბითაძემ პარკეტზე 25.23 წუთი გაატარა. ჩვენებურმა სამწამიანი ზონიდან 6-ჯერ შეუტია ფარს და ყველა ჩააგდო, ხოლო სამქულიანი სამჯერ ისროლა და ერთხელ იხეირა. გოგა ოთხჯერ საჯარიმო ხაზზე დადგა და საიდანაც ერთი გამოიყენა. აღსანიშნავია ისიც,...

ხელი აწიეთ, ვინც მის შესახებ იცოდით და არ იყიდეთ
ჩანაწერი

ხელი აწიეთ, ვინც მის შესახებ იცოდით და არ იყიდეთ

სპორტულო დირექტორებო, მწვრთნელებო, შუამავლებო, რომელთათვისაც კვარაცხელიას ფენომენი უცხო არ იყო, ხელი აწიეთ. განა დე ლაურენტისმა, ჯიუნტოლიმ და მათმა პარტნიორებმა წლის გადატრიალება არ მოახდინეს? ძაკარდო, საკვანძო ფიგურა გახდა, არადა, ოპერაციაში გვიან ჩაერთო. კითხვა კი ასეთია: თუკი კვარაცხელია თქვენთვის უცნობი ფიგურა არ იყო, რატომ ჩამოვიდა იტალიაში მხოლოდ სამი თვის წინ? ანჩელოტიმ აღიარა, რომ „აძურიში” მუშაობის დროს მასზე...

სარდალას პირველი ოქრო
ჩანაწერი

სარდალას პირველი ოქრო

გიორგი სარდალაშვილმა აბუ დაბის „გრანდ სლემზე“ ოქროს მედალი მოიგო. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად მებრძოლმა სარდალაშვილმა კარიერის პირველი ტიტულისთვის ბრძოლაში, ჩინეთის ტაიპეის წარმომადგენელ იუნგ ვეის ლამაზი გდებით ვაზარი აართვა და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე შედგა. ფინალამდე სარდალაშვილმა ისრაელი წარმომადგენელი მათან კოკოლაიევი, ფრანგი მაქსიმ მერლინი, თურქი საჰილ ილდიზი და აზერბაიჯანელი ბალაბაი აგშაევი იპონებით დაამარცხა. იუნგ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა
ჩანაწერი

ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში იყო ბრალდებული, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა მისი ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი.

შოთას კვიპროსში იწვევენ…
ჩანაწერი

შოთას კვიპროსში იწვევენ…

შოთა არველაძემ ცოტა ხნის ინგლისური “ჰალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ქართველი მწვრთნელი, შესაძლოა, უმუშევარი დიდხანს არ დარჩეს და კარიერა კვიპროსში განაგრძოს. კვიპროსული კლუბი ცოტა ხნის წინ მთავარ მწვრთნელ ნილ ლენონს დაემშვიდობა და მის შემცვლელს ეძებს, ამ პოსტზე კი შოთას კანდიდატურას განიხილავს. არველაძის გარდა, კვიპროსელები ბელგიელი იანიკ ფერერას კანდიდატურაზეც ფიქრობენ. დღეის მდგომარეობით კვიპროსის ჩემპიონატში “ომონია” მეშვიდე...