სადაცაა სერია A-ს ჩემპიონატი დაისვენებს. კარს მსოფლიოს ჩემპიონატი მოგვადგა. „სპალეტის კარიერაში ბევრი საუცხოო სტარტი ჰქონია, მაგრამ შემდეგ მარცხდება”; „სპალეტის გუნდებს ზამთრობით ჩავარდნა აქვთ”; „ეს იქნება ანომალიური ჩემპიონატი” — რამდენჯერ მოვისმინეთ ბოლო კვირების მანძილზე ამ ტიპის მოსაზრება? ალბათ, ძალიან ბევრჯერ. და მაინც, ჩვენ შეგვიძლია ეს გამონათქვამები შევკრიბოთ, მათზე დაყრდნობით კი საყურადღებო დასკვნები გავაკეთოთ. ფაქტია, ჩერტალდოელ მწვრთნელს...
კატეგორია: დავთარი
ლოკო გავიდა და რუხაძემ 400 შესარულა
ლოკო გავარდა თბილისის „ლოკომოტივი“ ლიგა 1-ს ოფიციალურად დაემშვიდობა. ჩემპიონატის დამთავრებამდე 6 ტური დარჩა და „რკინიგზელები“ უშუალო კონკურენტ „გაგრას“ 22 ქულით ჩამორჩებიან. ეს ამბავი მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. სეზონის წინ გუნდი ფინანსური პრობლემების გამო ლამის დაიშალა. აქცენტი ახალგაზრდა, გამოუცდელ ფეხბურთელებზე გაკეთდა და პირველი გამარჯვება მე-17 ტურში მოიპოვეს. მანამდე თექვსმეტივე თამაში წაეგოთ… მიმდინარე სოზოში გიორგი მინაშვილი მათი მეოთხე...
ჭელიძის ლელო, ვასკას – 100
გასულ უქმეებზე ევროპული საკლუბო რაგბის ტოპ-ლიგებში 31-მა ქართველმა ითამაშა, თუმცა მათი ჯამური ინდივიდუალური მონაგარი ოდენ ლუკა ჭელიძის ლელოს მოიცავს. გარდა ამისა, ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ თავისი ფრანგული „ბრივის“ კვართი მეასედ მოირგო, რაც მისი ასაკის (ვასკა სვეტიცხოვლობა-დღეს 26 წლის გახდა) კვალობაზე მეტად სოლიდური მიღწევაა. თუმცა, ლობჟანიძის საიუბილეო შეხვედრაში მისი გუნდი შინ ლიდერ „ტულუზთან“ სასტიკად დამარცხდა...
ხვიჩას ნაპოლი ბოლონიასთან შეხვედრის წინ
კვირას სერია A-ს მე-10 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” „ბოლონიას” მასპინძლობს. „ნაპოლი” მოგეხსენებათ პირველ ადგილზეა, „ბოლონია” კი მეჩვიდმეტეზე. ქვემოთ გთავაზობთ მატჩის წინა სტატისტიკას. „ნაპოლიმ” „ბოლონიას” სერია A-ს ბოლო ოთხი თამაში მოუგო. წინა სამ შეხვედრაში კი ორჯერ „ბოლონიამ” გაიმარჯვა და ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ნეაპოლში გამართული ბოლო 9 შეხვედრიდან 7 მოიგო „ნაპოლიმ”, ხოლო „ბოლონიამ” — 2. ფრედ...
დაუფასებელი გენიოსი
ლუჩანო სპალეტის უწოდეს დაუფასებელი გენიოსი, რომელმაც „ნაპოლი” ააღორძინა. ცნობამ ტოსკანელი მწვრთნელის წარმატების შესახებ ლა მანშს გადაღმაც დაიქუხა. ყველამ შეიტყო, რომ სპალეტის „ნაპოლი” იტალიასა და ევროპაში შოუებს დგამს. ბრიტანულმა მაუწყებელმა BBC-მ საგანგებო ყურადღება დაუთმო ნეაპოლელთა თავკაცს და გაიხსენა, რომ ის კამპანიელ გულშემატკივარს არ უყვარდა. მანქანაც კი მოპარეს და შეუთვალეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგიბრუნებთ, თუ ჩვენი გუნდის...
ეს ბიჭი მსოფლიომ შეიყვარა, ასეთი რამ კი ისტორიაში სულ რამდენჯერმე მოხდა
„ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე მერვედფინალში გასვლა გაინაღდა, მაგრამ მარტო ეს არ არის მთავარი. მან ევროპულ ფეხბურთთან საზღვარი გაავლო. მან ყველგან ყოველმხრივ კარგი ფეხბურთი ითამაშა და ყველას, ვინც კვარაცხელიას ვერ ამჩნევდა, იდიოტები ხართო, დაუძახა. შეიცვალა, სტადიონი, გარემოება და ცხრილში გუნდების ადგილმდებარეობა; არ შეცვლილა მხოლოდ „ნაპოლის” შედეგი — მან ერთ კვირაში მეორედ...
ასპინძელის პარიზული დუბლი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ბურჯმა გიორგი მელიქიძემ ზედიზედ მეორე მატჩში მოახერხა ლელოს გატანა, თანაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასპინძის სარაგბო სკოლაში აღზრდილმა მოთამაშემ, ვისაც მეგობრები „ასპინძას“ უწოდებენ, ერთბაშად ორჯერ დაალელოვა მეტოქე გუნდი. მისმა „სტად ფრანსემ“ „პერპინიანს“ უმასპინძლა და სასტიკი მარცხიც აგემა – 52:3. მელიქიძემ პარიზელთა მეორე და მესამე ლელოები შესაბამისად მე-10 და მე-19 წუთებზე გაიტანა და ამით...
პირველად ვარ-ი და დინამო
29-ე ტურში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ: ფიფას ეგიდით, საქართველოს ჩემპიონატში პირველად გამოიყენეს ვიდეოასისტენტრეფერის სერვისი – VAR. ვარ-მა ლიდერთა მატჩში („დინამო“ – „ბათუმი“) იმუშავა და შეხვედრის მსვლელობაზეც მოახდინა გავლენა. 79-ე წუთზე, მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა, განელი ოსეი ბარნსი სწორედ ჩვენთვის ახალი ტექნოლოგიის გამოყენების შემდეგ გააძევა. ლიდერი დინამო ლიდერთა მატჩში...
ჯალაღონიასა და ალანიას სუპერლელოები
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის დივიზიონ პრო დ2-ის მე-6 ტურმა 2 ქართული ლელო მოგვიტანა. ორივე ბორჯღალოსნების ანგარიშზეა და ორივე მეტად ეფექტური გამოვიდა. საქართველოს ნაკრებისა და „ბიარიცის“ მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ სეზონში თავისი პირველი ლელო „მონტობანთან“ გასვლაზე 46:32 მოგებულ მატჩში გაიტანა. შეხვედრის 23-ე წუთზე თორნიკემ ბურთი შერკინებიდან გამოიტანა და 8 ნომრის საუკეთესო ტრადიციებში რამდენიმე მეტოქის ბოჭვებს თავი ცრუმოძრაობებითა და...
ფრანკფურტში საქართველო მეტოქეებს გაიგებს…
9 ოქტომბერს, თბილისის დროით 14 საათზე, ფრანკფურტში „ფესტჰალის“ ცენტრში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გამართება და გაირკვევა საქართველოს ნაკრების მეტოქეები. წილისყრაში მონაწილეობას 53 ევროპული ნაკრები მიიღებს, გერმანია ტურნირის მასპინძელია და შესარჩევში არ მონაწილეობს. რუსეთის ნაკრები ტურნირიდან მოხსნილია. წილისყრის შედეგად შეიქმნება 10 შესარჩევი ჯგუფი – 7 ხუთგუნდიანი და 3 ექვსგუნდიანი. ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გასული ოთხი...









