კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
სამშობლო !!!
ჩანაწერი

სამშობლო !!!

იმ დღეს, რაღაც ვიდეო შემომეყურა ანაზდად. ერთი, გაშტუკატურკებულ-შეღებილ-გაკრახმალებული დიაცი ამბობდა, სამშობლო რა არის არ მესმის, გამოგონილი მცნებააო. შემეცოდა. გულწრფელად. არადა, საკუთარი ფასადით, თვალსაც კი მოსტაცებდა მავან მაჭარივით მოთუხთუხე ყმაწვილკაცს. აფსუს. საინტერესოა, დედაშვილობა კი იცის რა არის? მეეჭვება. დედაშვილობა რა არის თუ იცი, შეუძლებელია არ გესმოდეს რა არის სამშობლო! აი, ამ 60 000 მაყურებელმა იცის რა...

… თუ დინამო არ გავარდა
ჩანაწერი

… თუ დინამო არ გავარდა

მე-8 ტურის შემდეგ ელიგას ისევ „იბერია 1999“ ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ „ბათუმსაც“ 19 ქულა აქვს და თბილისელები ზღვისპირელებს ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით ჯობნიან. „იბერიამ“ ზედიზედ მესამედ იმარჯვა. ამჯერად „გაგრასთან“  3:1. ახლა „იბერია“ პირველზეა, „გაგრა“ – ბოლოზე. მიჯრით მესამედ მოიგო „ტორპედომაც,“ რომელიც „იმერულ დერბიში“ „სამგურალთან“ აგებდა, მაგრამ 3:1 გაიმარჯვა. „თელავმა“ სამტრედიაში უშუალო კონკურენტს სძლია და...

ევროთასები და იო
ჩანაწერი

ევროთასები და იო

გასული კვირის მიწურულს ევროპაში საკლუბო სარაგბო ტურნირების პლეი-ოფი დაიწყო, ხოლო საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში – პრო დ2-ში 25-ე ტური შედგა. ჩემპიონთა თასი მთავარი ევროთასის მერვედფინალის მატჩებში მონაწილეობა მხოლოდ ორმა ქართველმა მიიღო. ლექსო ყაულაშვილის „ბორდომ“ ინგლისურ „სარასენსს“ უმასპინძლა და ყოველგვარი დაძაბვის გარეშე – 45:12 დაამარცხა. ქართველი ბურჯი შეხვედრაში 55-ე წუთზე ჩაერთო და ბოლომდე ითამაშა. აი, ბექა...

ყვითელი დინამო
ჩანაწერი

ყვითელი დინამო

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში, რომელიც სამი დღის განმავლობაში ჩატარდა, ლიდერი სამჯერ შეიცვალა. ჯერ „იბერია“ გაპირველდა, შემდეგ „დილა,“ ბოლოს კი „ბათუმმა“ ცენტრალურ მატჩში „დინამო“ დაამარცხა და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს. „ბათუმისა“ და „დინამოს“ შეხვედრაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ვიხილეთ თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი თბილისის „დინამოში.“ მან 70-ე წუთზე კიდევ ერთი ახალწვეული, ვასლიოს გორდეზიანი შეცვალა. თორნიკე კვიპროსიდან საქართველოს ჩემპიონატში...

საქართველოს ბობოლების ტოლ-სწორია
ჩანაწერი

საქართველოს ბობოლების ტოლ-სწორია

ქართველმა 18-წლამდელებმა იტალიაში გამართულ სარაგბო ფესტივალზე მესამე მატჩი ინგლისელი თანატოლების წინააღმდეგ გამართეს და მოსაგები თამაში ბოლო წუთებზე 19:26 დათმეს. მარცხიცაა და მარცხიც. ეს თამაში აშკარად არ იყო დასათმობი, უფრო მოსაგები იყო, მაგრამ ამ დონეზე თამაშის გამოუცდელობამ, სოლიდური უპირატესობის ვერგამოყენებამ, დასანანმა შეცდომებმა და რეფერის ძალიან საკამათო გადაწყვეტილებებმა ჭაბუკ ბორჯღალოსნებს მორიგი სენსაციის შექმნაში ხელი შეუშალეს. ქართველები ფაქტობრივად...

ალონსოს დარჩენა ყველას არ გაუხარდა
ჩანაწერი

ალონსოს დარჩენა ყველას არ გაუხარდა

ლევერკუზენში ალონსოს დარჩენა ყველას არ გაუხარდა. საინტერესოა, რატომ? „ბედნიერი ვარ, რომ ის აქ ბედნიერია. ცოტა მრცხვენია, რადგან მინდოდა ყველაფერი ცოტა სხვაგვარად განვითარებულიყო. ეს ჩემთვის საოცნებო სცენარი არ ყოფილა,“ – ეს სიტყვები იოზიფ სტანისიჩს ეკუთვნის, რომელიც ჟურნალისტებს „დიუსელდორფთან“ გამარჯვების შემდეგ (4:0) უთხრა. ხორვატი ფეხბურთელი „ლევერკუზენში“ იჯარით თამაშობს, მისი კონტრაქტი კი, 2026 წლამდე, „ბაიერნს“ ეკუთვნის. „ფარმაცევტებს“ მისი...

დედა, რა იყო ეს?!
ჩანაწერი

დედა, რა იყო ეს?!

ეროვნულ ლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა. აქამდე ლიდერ „ბათუმს“ხუთიდან  ხუთივე მატჩი მოეგო. ამჯერად კი „იბერიასთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3. ცოტა უცნაური ანგარიშია. მაგრამ გიორგი მიქაძის შეგირდები უკეთესები იყვნენ. დუბლი მიითვალა გიორგი კოხრეიძემ. ეს მისი მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში. სტუმრებს შეხვედრის ბოლოს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ვლადიმერ მამუჩაშვილმა 11 მეტრიდან ძელს მოარტყა ბურთი. მე-6...

მეშვიდე სეზონური და მეორე ელიტური…
ჩანაწერი

მეშვიდე სეზონური და მეორე ელიტური…

დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის მთავარი სარაგბო ლიგის მორიგ ტურში მეშვიდე სეზონური ლელო მიითვალა, ხოლო მეორე ელიტურ დივიზიონში ზედიზედ მეორე ტური ბადრი ალხაზაშვილის ლელოთი აღინიშნა. ტოპ 14 ამ ლიგაში ლიდერი უცვლელია – „სტად ფრანსემ“ „მონპელიეს“ გასვლით მატჩში უდიდეს ბრძოლაში 12:10 აჯობა და 63 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერობა შეინარჩუნა. ამ გამარჯვებაში ცოტაოდენი წვლილი  გიორგი მელიქიძემაც შეიტანა, რომელმაც გაძევებული...

გაამოთ !!!
ჩანაწერი

გაამოთ !!!

ორთვენახევარიღა დარჩა პირველ თამაშამდე. დორტმუნდში. სადაც თურქეთის ნაკრები გვიმასპინძლებს. დიახ, თავად დორტმუნდში ხომ თურქული დიასპორაა უცხოელთაგან უდიდესი, ამას დორტმუნდის ახლო თუ შორს მდებარე გერმანული ქალაქებიდან და უშუალოდ თურქეთიდან ჩასულებიც დაუმატეთ და ნათელი გახდება, რომ ტრიბუნაზე ძირითადად თურქეთის ნაკრების მხარდამჭერები იქნებიან. სხვათა შორის, ოდნავ ნაკლები მასშტაბით, მაგრამ იგივე სურათს ველი მომდევნო, მეორე მატჩზეც, ჰამბურგში. ჩეხებისთვის გერმანია...

ბათუმი პირველზე მყარად დადგა
ჩანაწერი

ბათუმი პირველზე მყარად დადგა

„ბათუმმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და ჯერჯერობით ეროვნულ ლიგაში 100-პროცენტიანი შედეგი აქვს – 5 მატჩი, 5 მოგება. ამჯერად ბათუმელებს საკმაოდ რთული შეხვედრა გამოუვიდათ „ტორპედოსთან,“ ერთი ხანი აგებდნენ კიდეც, მაგრამ მაინც მოიგეს. გამარჯვების გოლი 97-ე წუთზე გაიტანა ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით. „კოლხეთზე“ დებიუტანტის თქმა ცოტა უხერხულია, მაგრამ ფაქტია, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ელიტაში დაბრუნებულ ზღვისპირელებს პირველი ტურის შემდეგ...