წინასააღდგომო ტური ყველაზე მწირგოლიანი აღმოჩნდა „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მიმდინარე სეზონში. გუნდებმა ერთმანეთს ოდენ 7 გოლი გაუტანეს. მანამდე ანტირეკორდი მე-4 ტურს ეკუთვნოდა (9 გოლი). ლიდერი კვლავ „იბერიაა,“ რომელმაც ამჯერად აუტსაიდერი „სამტრედია“ სტუმრად 3:0 დაამარცხა. გიორგი მიქაძის შეგირდებმა ბოლო 7 მატჩში 6-ჯერ გაიმარჯვეს, თანაც ზედიზედ 4 გასვლითი მატჩი მოიგეს. იბერიელთა ლიდერმა გიორგი კოხრეიძემ სეზონში მე-7 ბურთი გაიტანა...
კატეგორია: დავთარი
საჩუქარი ევროპისთვის!
მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე დიდი ხანია ქართული სპორტის გულშემატკივარია. სარბიელის ტრადიციული გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელისა და ვეტერანისთვის პრიზებსაც ის და თემურ ლომიძე ამზადებენ. ამჯერად კი ლევან ვარდოსანიძეს სხვა მიზეზის გამო ვესტუმრეთ და ვესაუბრეთ. მან ხომ ქართულ ფეხბურთს და ჩვენს ეროვნულ გუნდს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა… – ეს ქანდაკება რამდენიმე წლის წინ მქონდა გამოძერწილი და...
ქართული ლეგიონის 6 ფრანგული
გასულ უქმეებზე საფრანგეთის კლუბებში მოასპარეზე ქართველმა მორაგბეებმა გაილაღეს. ჯამში 6 ქართული ლელო დაფიქსირდა – 3-3 ტოპ 14-სა და პრო დ2-ში. ტოპ 14 „ლიონისა“ და „პოს“ შეხვედრაში ერთბაშად ორმა ბორჯღალოსანმა გამოიჩინა თავი. 32-ე წუთზე დავით ნინიაშვილმა სტუმართა დაცვა ცენტრიდან გაარღვია, ცხადია, ყველას გაექცა და თავის მე-16 სეზონურ მატჩში მე-8 ლელო გაიტანა, რომელიც მის 39-მატჩიან ფრანგულ კარიერაში...
ტაო და 5-გზის აია!
კვირას ავჭალაში დიდი სარაგბო ზეიმი იყო. ჯერ იყო და, თბილისის „არმია“ და ასპინძის „ტაო“ ერთმანეთს დიდი 10-ის საგზურისთვის დაუპირისპირდნენ, მერე კი ქართული სეზონის მთავარი მატჩის დროც დადგა – თბილისის „ლელო-სარასენსი“ ქუთაისის „აიას“ წინააღმდეგ. ტაო – არმია 26:17 „არმია“ საკმაოდ ცნობილი და პოპულარული კლუბია. სხვა თუ არაფერი, ეს გუნდი ათიოდე წლის წინათ ქართული რაგბის ფლაგმანი იყო...
წარუმატებელი ლიდერები
„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მე-11 ტური ლიდერთა ოთხეულისთვის წარუმატებელი გამოდგა: „იბერიამ“ და „ტორპედომ“ ქულები გაიყვეს (3:3), „დილამ“ „სამგურალს“ ვერ აჯობა (1:1), „ბათუმმა“ კი სულაც აუტსაიდერ „გაგრასთან“ წააგო (0:1). „იბერიამ“ მიჯრით ხუთმოგებიანი სერია შეწყვიტა. მე-4 წუთზე უკვე 2:0 იგებდნენ, მაგრამ ტორპედოელებმა ხასიათი გამოავლინეს და უკვე დამატებულ წუთებზე გაათანაბრეს ანგარიში. ბოლო ბურთი ბიორნ იონსენმა გაიტანა, ეს ნორვეგიელის მეშვიდე...
წიქარა პირველში ავიდა…
შაბათს გორის სარაგბო სტადიონზე რეგიონული ლიგის ფინალი გაიმართა – რეგულარული სეზონის მომგები თბილისის „წიქარა“ რუსთავის „რუსთავს“ დაუპირისპირდა. არც ერთი და არც მეორე გუნდი პირველ ლიგაში არასდროს ყოფილა. „წიქარა“ გაცილებით ტრადიციული კლუბია – 2010 წელს შეიქმნა, ხოლო „რუსთავი“ მხოლოდ 3 წლისაა. რეგულარულის მსვლელობისას „წიქარას“ ფინალისტი მეტოქე ორჯერ ჰყავდა დამარცხებული და საერთოდაც, თბილისურმა გუნდმა სეზონის ყველა მატჩი...
წიქარა თუ რუსთავი?
საქართველოს ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში ხვალ დიდი დღეა. ფინალში ერთმანეთს თბილისის „წიქარა“ და „რუსთავი“ ითამაშებენ. გამარჯვებული თავის ისტორიაში პირველად მიიღებს პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლებას. ორივე გუნდმა აქამდე საკმაოდ გრძელი გზა გაიარა. „წიქარამ“ რეგულარულ გათამაშებაში აღმოსავლეთ ზონაში ყველა თამაში მოიგო. თბილისური გუნდის მიერ ძლეულთა შორისაა „რუსთავიც“, რომელსაც „წიქარამ“ორივე თამაში მოუგო. პლეი-ოფში „წიქარამ“ ბათუმის “მეკობრეებს“ ორივე მატჩში იოლად...
ხმელი ფოთოლი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე მშვიდობიანად დაიწყო. მე-10 ტურს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია სატურნირო ცხრილში. ლიდერმა „იბერიამ“ სტუმრად კერკეტი „თელავი“ 3:0 დაამარცხა და კვლავაც ერთპიროვნულ ლიდერდ რჩება. ყოფილმა საბურთალოელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს. „სამგურალმა“ თბილისის „დინამოს“ 3:1 მოუგო, თუმცა თავიდან აგებდა. „დინამოს“ ბოლო 7 შეხვედრაში მხოლოდ ერთი მოგება აქვს. ამ ტურში ორი დერბი გაიმართა და...
ოთხი პენალტი
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა. 22 ქულით ლიდერი „იბერია 1999“-ია. ამდენივე ქულა აქვს „ბათუმს,“ მაგრამ ყოფილი საბურთალოელები ზღვისპირელებს ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით ჯობნიან. სამეულს „დილა“ ასრულებს, რომელმაც ამათზე ორი ქულით ნაკლები მოაგროვა. მე-9 ტურში „იბერიამ“ „სამგურალს“ სტუმრად მოუგო დრამატულ მატჩში (2:3). ანგარიში იბერიელთა 29 წლის ნახევარმცველმა, ბაქარ ქარდავამ გახსნა მე-6 წუთზე. ეს მე-100 გატანილი...
ევროპაში – „კლერმონის“ ამარა
გასული კვირის მიწურულს სარაგბო ევროტურნირებზე მეოთხედფინალი გაიმართა, რომელის შედეგად ჩემპიონთა თასის ნახევარფინალი ქართველი ლეგიონერების გარეშე ჩაივლის, ხოლო ჩელენჯ თასზე უძლიერესთა კვარტეტში მხოლოდ „კლერმონი“ გავიდა, რომლის ღირსებასაც გიორგი ძმანაშვილი იცავს. პარალელურად, საფრანგეთში პრო დ2-ის მორიგი ტური გაიმართა და ბორჯღალოსანმა ბექა შვანგირაძემ თავისი მორიგი ლელო გაიტანა. ჩემპიონთა თასი. ლექსო ყაულაშვილის „ბორდომ“ უდრამატულეს და ძალზე უხვქულიან მატჩში საკუთარ...









