კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ყველაზე სწრაფი და მე-200
ჩანაწერი

ყველაზე სწრაფი და მე-200

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ლიდერმა „დილამ“ აუტსაიდერ „სამტრედიას“ ვერ მოუგო (0:0), თუმცა ამით უშუალო მდევარმა „იბერიამ“ ვერ ისარგებლა და სულაც შინ წააგო „კოლხეთთან“ (0:2). მართალია „კოლხეთი“ ზოგადად სახელიანი კლუბია, თუმცა დებიუტანტის კვალობაზე  ჩვენს თვალწინ საკმაოდ კარგი გუნდი ყალიბდება. მათმა ახალმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კი ამ თანამდებობაზე პირველად გაიმარჯვა. ნახევარმცველმა, გიორგი მელქაძემ კი ხუთწუთიან მონაკვეთში...

6-გზის ტულუზი და პირველი აფრიკელი
ჩანაწერი

6-გზის ტულუზი და პირველი აფრიკელი

ლონდონის „ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმზე“ ევროპული საკლუბო სარაგბო სეზონის კულმინაცია გათამაშდა. ჩემპიონთა თასი ისტორიაში სარეკორდოდ, მეექვსედ ფრანგულმა „ტულუზმა“ დაისაკუთრა, ხოლო რანგით მეორე, ჩელენჯ თასზე ისტორია სხვა მიმართულებით წავიდა და ევროპული თასი პირველად წავა კონტინენტის საზღვრებს მიღმა – სამხრეთაფრიკული დურბანის „შარქსმა“ გამარჯვების წერტილი დაუსვა 2023/24 წლების გათამაშებას. ჩემპიონთა თასი ლენსტერი (ირლანდია) – ტულუზი (საფრანგეთი) 22:31 დ.დ. (...

რატომ (არ) წავიდა ჯაბა?
ჩანაწერი

რატომ (არ) წავიდა ჯაბა?

ჯაბა კანკავამ განცხადება გაავრცელა – ევრო 2024-ზე არ წავალო. მარტში კაპიტანი ნაკრებს დაუბრუნდა, მაშინ როცა ისტორიული საქმე იყო გასაკეთებელი, გუნდი ევროპაზე უნდა გასულიყო. მან მინდორზე მეტი გასახდელში გააკეთა. იმ თამაშების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი ის იყო – ცვლილებაზე შესულ კანკავას გურამ კაშიამ სამკლავური მინდორზევე რომ დაუბრუნა. და რატომ თქვა ჯაბამ ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე უარი? მით...

ევროპული მონაგარი
ჩანაწერი

ევროპული მონაგარი

2023-2024 წლების საფეხბურთო საკლუბო სეზონი თითქმის ევროპის ყველა ქვეყანაში დასრულდა. ახლა ჩვენი ლეგიონერები ცოტას შეისვენებენ და 27 მაისიდან სანაკრებო შეკრებაზე გადავლენ, თანაც როგორზე… წინ ევრო 2024-ის ფინალური, ჩვენთვის ისტორიული  ეტაპია. ახლა თვალი გადავავლოთ ჩვენი მონაკრებე ლეგიონერების მონაგარს. სულ ახალი ამბავი ავსტრიიდან მოვიდა, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ ქვეყნის თასს ჩემპიონობაც დაუმატა. ჩვენებური კი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად...

ყველაზე უხვი
ჩანაწერი

ყველაზე უხვი

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-15 ტური ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა მიმდინარე სეზონში, გუნდებმა ერთმანეთს 21 გოლი გაუტანეს (მანამდე ასეთი მე-2 ტური გახლდათ – 16 გოლი). ლიდერმა „დილამ“ შინ „დინამო“ დრამატულ მატჩში დაამარცხა. სტუმრებმა ნიკოლოზ უგრეხელიძის გოლით პირველი ტაიმი მოიგეს. შესვენების შემდეგ კი გორელებმა იძალეს და ორი ბურთი გაიტანეს. გამარჯვების გოლი 90+3-ე წუთზე სენეგალელმა იბრაჰიმა დრამემ შეაგდო. „დინამომ“...

გოგინავას ლელოს ამარა
ჩანაწერი

გოგინავას ლელოს ამარა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორ წამყვან ლიგაში ბევრი რამ გაირკვა. პრო დ2-ში რეგულარული სეზონი დასრულდა, გამოვლინდა ტოპ 14-ში ასვლისთვის მებრძოლი ექვსეული, ნასიონალ 1-ში დასაქვეითებელი კლუბიც და ნასიონალის ფინალში დამარცხებულთან პლეი-ოფის მონაწილეც. ცხადია, ნასიონალის ჩემპიონის ვინაობაც გამოვლინდა. ტოპ 14-ში კი ის ვიცით, რომ „ტულუზი“ და „სტად ფრანსე“ პლეი-ოფის მონაწილეები აუცილებლად იქნებიან, ხოლო „მონპელიე“ და „ოიონაქსი“ აუტსაიდერებად დარჩებიან....

ეროვნულში ლიდერი შეიცვალა
ჩანაწერი

ეროვნულში ლიდერი შეიცვალა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის„ მე-14 ტურში ლიდერი შეიცვალა, თანაც როგორ: გორის „დილამ“ თბილისში „იბერია“ 4:1 დაამარცხა და რიხით დადგა პირველ ადგილზე. ვინც გორელების თამაშებს  უცქერს დაგვეთანხმება, რომ პორტუგალიელი რუი მოტას შეგირდები მატჩიდან მატჩამდე უმატებენ. საქართველოს კვალობაზე საკმაოდ კარგი ლეგიონერები ჰყავთ (თუმცა ეს ყოველთვის ასე იყო), მაგალითად ნიდერლანდელი ტაირელ ვოუტერი, რომელმაც „იბერიასთან“ დუბლი მიითვალა, ჯამში კი სეზონში...

ლეგიონის უქმეები: 38 ქულა
ჩანაწერი

ლეგიონის უქმეები: 38 ქულა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორ მთავარ ლიგაში რეგულარული სეზონი იწურება და ეს სწორედ ის დრო ყოფილა, როცა ქართველი ლეგიონერები ძალიან პროდუქტიულები გახდნენ. უკვე მერამდენე უქმეებია, ჩვენი ბიჭები მრავალ ლელოს დებენ და თავიანთი კლუბების შედეგებს განსაზღვრავენ. გასულ უიქ-ენდზე ტოპ 14-სა და პრო დ2-ში ჯამურად 5 ქართული ლელო, 2 გარდასახვა და 3 ჯარიმა გავიდა, რამაც სათაურში გამოტანილი 38...

არაფერი ახალი
ჩანაწერი

არაფერი ახალი

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-13 ტურში ლიდერთა ოთხეულმა ამჯერადაც ვერ გაიმარჯვა: „იბერიამ“ თბილისურ დერბიში „დინამოსთან“ წააგო, „დილამ“ და ტორპედომ“ ერთმანეთთან 1:1 ითამაშეს, „ბათუმი“ კი „თელავს“ დაუზავდა. სატურნირო განლაგებაც არ შეცვლილა. „ტორპედომ“ ზედიზედ მეხუთე ფრე ითამაშა. „თელავი“ 64-ე წუთამდე უგებდა „ბათუმს“ მაკსიმ მაიროვიჩის ადრეული გოლით, შემდეგ პაატა ღუდუშაურმა  გაათანაბრა. თელაველთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა სომეხ სპეციალისტს,...

ფინალები ქართველების გარეშე
ჩანაწერი

ფინალები ქართველების გარეშე

ევროპის ორივე სარაგბო საკლუბო ტურნირის ფინალი ქართველთა მონაწილეობის გარეშე ჩაივლის, არადა ბოლო წლებში ჩვენი ბიჭები არათუ ფინალისტები იყვნენ, არამედ თასების მფლობელებიც გამხდარან. თუმცა, სამართლიანობა იმის თქმას მოითხოვს, რომ როგორც ჩემპიონთა, ისე ჩელენჯ თასზე ფინალური წყვილები ყველაზე ღირსეულებმა შეადგინეს. ჩემპიონთა თასი 25 მაისს, ლონდონში, „თოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმზე“ „ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის“ ჩემპიონთა თასის ფინალში ერთმანეთს ირლანდიური...