კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ირლანდია ავსტრალიის შემდეგ
ჩანაწერი

ირლანდია ავსტრალიის შემდეგ

სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ხუთშაბათს ახალგაზრდა მორაგბეები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩებს გამართავენ. ლადო კილასონიას მიერ გაწვრთნილი უმცროსი ბორჯღალოსნები სტელენბოსხის „დენიელ ქრეივენ სთედიუმზე“ ირლანდიის 20-წლამდელებს დაუპირისპირდებიან. 20-წლამდელთა ბოლო ექვსი ერის ვიცე-ჩემპიონებმა ტურნირი რიხიანად დაიწყეს – იტალიელ თანატოლებს 55:15 მოუგეს. ქართველებმა კი წარმატებით ავსტრალიელებთან სასტარტო მატჩის მხოლოდ პირველი ნახევარი გამართეს (8:6), მეორე ნახევარი...

კედელი, რომელიც ესპანეთს ელოდება
ჩანაწერი

კედელი, რომელიც ესპანეთს ელოდება

გავლენიანმა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა „მარკამ” საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას” მეკარეს გიორგი მამარდაშვილს წერილი მიუძღვნა. გთავაზობთ ამონარიდებს: „კი მაგრამ ქართველი მეკარით სად გინდა წახვიდე?”, — ეკითხებოდნენ აგენტ ანტონიო ლოპესს, როდესაც მან 2021 წელს კლუბებისთვის გიორგი მამარდაშვილის (თბილისი, 2000) შეთავაზება დაიწყო. დღეს კი „ვალენსიას” მეკარე ევროპის ჩემპიონატის სენსაცია და ის კედელია, რომლის განგრევაც მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს მოუწევს....

ჯიკიჩის 18
ჩანაწერი

ჯიკიჩის 18

საქართველოს ნაკრებმა ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით თბილისური შეკრება დაასრულა. 1-8 ივნისს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიაში ეროვნული გუნდი გაფართოებული შემადგენლობით ვარჯიშობდა მწვრთნელთა შტაბს ის შემადგენლობა რომ შეერჩია, რომლითაც საქართველოს ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში შეკრების მორიგ ეტაპს გაივლის. იტალიაში კი, 11-20 ივნისს ივარჯიშებს, რის შემდეგ ტრევიზოდან ტრენტოში გადაინაცვლებს, სადაც 23 ივნისს იტალიის ეროვნულ გუნდთან სპარინგ-მატჩს გამართავს. ჯიკიჩის გამოძახებული...

ქართული ლეგიონი ფინიშის სწორზეა
ჩანაწერი

ქართული ლეგიონი ფინიშის სწორზეა

საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველ მორაგბეებს ძალზე მნიშვნელოვანი მატჩების გადატანა მოუხდათ: გასულ უქმეებზე ტოპ 14-ში რეგულარული სეზონის ბოლოსწინა ტური გაიმართა, რომელმაც თითქმის ყველა არსებულ კითხვას პასუხი გასცა; პრო დ2-ში პლეი-ოფის ფინალისტების ვინაობა დადგინდა და ამასთან, შედგა პრო დ2-ის ბოლოსწინაადგილოსნისა და ნასიონალ 1-ის ფინალში დამარცხებულის რკენა. ტოპ 14 ევროპის ახალმა საკლუბო ჩემპიონმა „ტულუზმა“ რეგულარულის ჩემპიონობაც დაიბევა –...

დილამ წრე მოიგო
ჩანაწერი

დილამ წრე მოიგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე „დილას“ ლიდერობით დასრულდა. გორელებმა კვირას მე-14 დაუმარცხებელი მატჩი ითამაშეს („კოლხეთთან“ – 1:1) და 4 ქულით უსწრებენ უშუალო მდევარ „ტორპედოს“ (შეგახსენებთ, რომ პირველი წრე „იბერიამ“ მოიგო). ამჯერად გორელებმა შინ უმაყურებლოდ ითამაშეს. ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა („დინამოსთან“ მატჩში „დილას“ გულშემატკივარის მიერ მოედნის მიმართულებით ნასროლი საგანი მატჩის მომსახურე არბიტრს მოხვდა), მათ ორი შეხვედრის...

დორტმუნდში შეკრებისა და გართობის ადგილი
ჩანაწერი

დორტმუნდში შეკრებისა და გართობის ადგილი

ქართველი გულშემატკივრებისთვის თამაშის დღეს შეკრების ადგილი გამოყოფილია Westpark-ში! დიდი, ლამაზი პარკი, სადაც შევძლებთ ერთმანეთის ნახვას, თამაშამდე დროის გაყვანას და განწყობის შექმნას! ტევადობა 10-17 000 ადამიანი. რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 15 წუთი ტრანსპორტით. ახლომდებარე მეტროს სადგურები: „Mollerbrucke” და “Unionstrasse”. პარკში შეიძენთ საკვებსაც და ალკოჰოლსაც. იქნება მუსიკა. შეკრება დაიწყება 11:00 საათიდან. 15:00 საათზე კი დაიწყება ფანების მსვლელობა სტადიონისკენ...

… გერმანიაში ვინც იქნება
ჩანაწერი

… გერმანიაში ვინც იქნება

უკვე 16 წელია ფუნქციონირებს ევროპის ფეხბურთის გულშემატკივართა კავშირი (FSE- Football Supporters of Europe). ამ ორგანიზაციის მიზანია ფანებს შორის დისკრიმინაციის და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, გულშემატკივართა შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი დახმარება. FSE ამ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს უეფა-სთან და მასთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს.   FSE-ს ერთ-ერთი მიმართულებაა ფან საელჩოების ორგანიზება დიდ ტურნირებზე. რადგან საქართველო პირველად...

შეკრება ევრომდე
ჩანაწერი

შეკრება ევრომდე

საქართელოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. პირველ ვარჯიშში, რომელიც გაინბერგის სტადიონზე გაიმართა, 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე. ეროვნულ ნაკრებს სხვა ლეგიონერები მომდევნო დღეებში შეუერთდებიან. 9 ივნისს, „ჯვაროსნები“ პოდგორიცაში...

საოცარი გაგრა
ჩანაწერი

საოცარი გაგრა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-17 ტურში  გორის „დილამ“ ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა და ახლა უშუალო მდევარ „ტორპედოს“ 6 ქულით უსწრებს. გორელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „ბათუმთან“ (2:0), თანაც სტუმრად. დუბლი მიითვალა „დილას“ ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა. ეს ტაირელის მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში. ამგვარად, „დილა“ არ დამარხებულა ზედიზედ 14 მატჩში. ბათუმელებს კი ერთგვარი კრიზისი აქვთ. ანდრი...

ლომთაძე და ქართველები
ჩანაწერი

ლომთაძე და ქართველები

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ 48 წლის ბათუმელმა ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ, ვინც „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში 581 ადგილზაე და ვისი ქონებაც 5.7 მილიარდი დოლარით არის შეფასებული, ინგლისის პირველი ლიგის „უიკომ უონდერესის“ აქციათა 90 პროცენტი შეიძინა. „უიკომბმი“ დიდი კლუბი არასდროს ყოფილა და დაარსების (1887) დღიდან ინგლისის დაბალი ლიგების ბინადარია. კლუბს ერთხელ აქვს მოგებული ქვეყნის ლიგის და...