პარასკევს, 19 ივლისს, სამხრეთ აფრიკის ქალაქ ქეიფთაუნის „ეთლონ სთედიუმზე“ 14:30-ზე საქართველოს 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით მატჩს დაიწყებს. უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე მე-9 ადგილისთვის შეხვედრაში იტალიის U20 იქნება, რომელსაც ლადო კილასონიას გუნდმა ჯგუფური ეტაპის ფინიშზე 28:17 მოუგო. იტალიის ახალგაზრდული ნაკრები ალბათ თავ-ბედს იწყევლის – ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველებს ორჯერ გადაეყარა და ორივეჯერ წააგო –...
კატეგორია: დავთარი
ამ ფიჯის კი უნდა მოვერიოთ
კვირას, 14 ივლისს საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე მატჩს გამართავს. მე-9-მე-12 ადგილებისთვის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლადო კილასონიას გუნდი ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით ტურნირის უსუსტეს ნაკრებს – ფიჯის დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:30-ზე დაიწყება. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამ გუნდების ერთადერთიშეხვედრა შედგა – ანალოგიური სტადიის მატჩში ქართველები 62-ე წუთამდე 0:8 მარცხდებოდნენ, მაგრამ...
მეშვიდედ – მამაც საკურებთან
შაბათს, 13 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის სერიის მეორე ტესტ-მატჩს გამართავს. 14:05-ზე იაპონიის ქალაქ სენდაიში დაიწყება ბორჯღალოსნებისა და ადგილობრივი „მამაცი საკურების“ რიგით მე-7 შეხვედრა. უნდა ითქვას, რომ ფიჯის დარად იაპონიაც ერთ-ერთი უხერხული მეტოქეა ჩვენი გუნდისთვის. 2006 წლიდან მოყოლებული 2018-მდე ეს ნაკრებები ერთმანეთს 6-ჯერ დაპირისპირებიან და ბორჯღალოსნებმა ერთადერთხელ იმარჯვეს – 2014 წელს „მიხეილ მესხზე“ 35:24...
34 კაცით იაპონიასა და ავსტრალიაში
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თავკაცმა რიჩარდ კოკერილმა 34-კაციანი სია გამოაქვეყნა. ეს იმ 34 მორაგბის ჩამონათვალია, ვინც იაპონიასა და ავსტრალიაში ტესტ-მატჩებისთვის მოემზადება. გაფართოებულ რაზმში სერიოზული სიახლეებია. კოკერილმა 6 ისეთ მორაგბეს უხმო, ვისაც ნაკრების ბორჯღალიანი კვართი არასდროს მოურგია. ესენი არიან ბურჯი ლუკა გოგინავა და ახალგაზრდების მთელი წყება – მეორეხაზელი გურამ ეფრემიძე, მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი, შუამარბი გიორგი შველიძე...
იტალიის დასამარცხებლად
უმცროსი ბორჯღალოსნები სამშაბათს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს დაასრულებენ. 18:30-ზე სტელენბოსხის „დენი ქრეივენზე“ დაიწყება ქართველ და იტალიელ 20-წლამდელთა დაპირისპირება, რომელიც ორივე გუნდის შემდგომ ბედს გადაწყვეტს. სხვათა შორის, გასულ ტურში ავსტრალიელების ძლევით იტალიელებმა ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების მიზერულ იმედი კი შეინარჩუნეს, მაგრამ რეალურად მათი მთავარი ამოცანა მეხუთე-მერვე ადგილებზე დარჩენაა. ლადო კილასონიას გუნდი კი ავსტრალიასთან და განსაკუთრებით ირლანდიასთან...
გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
ამ ევრომ ერთი ძველი ინტერვიუ გამახსენა, 18 წლის წინანდელი. საერთოდ, ხომ იცით, როგორც არის ხოლმე, წლების გასვლასთან ერთად, უამრავი რამ გავიწყდება და მხოლოდ ისეთი რამ შემორჩება ხოლმე მახსოვრობას, მეტისმეტად ღრმად რაც ჩაგებეჭდება ხოლმე. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოგახსენებთ. 18 წელი გამოხდა მას მერე და რა საკვირველია, რომ უმეტესი ამბები, მით უფრო ვიღაცის კომენტარები აღარ მახსოვდეს....
დრამა სტელენბოსხში
20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯობრო დღემ რაგბის ქართველი ქომაგის გულში არაერთგვაროვანი ემოცია დატოვა. უმცროსი ბორჯღალოსნები ირლანდიელ თანატოლებს უკვე გაწითლებულ დროშიც კი 16:15 ამარცხებდნენ, მაგრამ ახალგაზრდა „სამყურების“ ბოლო შეტევის უკუგდება ვერ მოახერხეს და 83-ე წუთზე ლელო-გარდასახვაც მიიღეს – 16:22. ირლანდია 20-წლამდელთა ბოლო ექვსი ერის ვიცე-ჩემპიონია, თუმცა ლადო კილასონიას რაზმმა მრისხანე მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო და მეტი...
ფიჯელებმა ბათუმშიც გადაგვიფრინეს
სამწუხაროდ, ფიჯის ნაკრები საქართველოს ბორჯღალოსნებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ბათუმში გამართული ტესტ-მატჩის შემდეგაც დარჩა. რიჩარდ კოკერილის დამოძღვრილმა ქართველებმა „მფრინავ ფიჯელებს“ ურთიერთშეხვედრათა 8 მატჩიან ისტორიაში მე-6 გამარჯვება დაუთმეს – 12:21. უმცროსი ბორჯღალოსნების ირლანდიელებთან წინა დღის მარცხი და ბათუმში ეროვნული ნაკრების ფიჯისთან წაგება ერთიდაიგივე კატეგორიის იყო – უამრავი შესაძლებლობა, ეპიზოდების მთელ რიგში დომინაცია და შესაბამისად, ხილული უპირატესობაც,...
ფიჯისთან დებიუტანტით და ახალი კაპიტნით
პარასკევს, 5 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯელებთან შეხვედრით ზაფხულის ტესტებს გახსნის. ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი ბათუმის სტადიონზე საღამოს 8 საათზე დაიწყება და ეს იქნება ბათუმში გამართული მეორე სარაგბო დაპირისპირება იტალიასთან 2022-ის ზაფხულში ეპოქალური გამარჯვების შემდეგ. „მფრინავი ფიჯელები“ ბორჯღალოსნებისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეებად მიიჩნევიან. 2012 წლიდან მოყოლებული ფიჯი და საქართველო ერთმანეთს 7-ჯერ დაუპირისპირდნენ და ბორჯღალოსნების...
შავი ლომი და ახალი ჩელენჯ თასი
პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი მომავალი სეზონის ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაებმება. ჩვენი ნაკრების საბაზო გუნდს ჯგუფურ ეტაპზე სამი ძველი და ორი ახალი მეტოქე ეყოლება. „შავი ლომი“ შარშანდელივით მესამე ჯგუფში მოხვდა და შარშანდელის მსგავსად აქვე იქნებიან უელსური „სკარლეტსი“, რომელსაც ქართველებმა მოუგეს, ინგლისური „გლოსტერი“, რომელთანაც ბონუს-ქულა მოიპოვეს, და შოტლანდიური „ედინბურგი“, რომელთანაც არ უთამაშიათ. მოგეხსენებათ, თითოეული გუნდი 5...









