კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
U18-ის სტარტი – 3:20 აფრიკასთან
ჩანაწერი

U18-ის სტარტი – 3:20 აფრიკასთან

საქართველოს 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო სერიის პირველი მატჩი წააგო. მასპინძელთა 18-წლამდელთა A ნაკრებმა ზურაბ ამონაშვილის მიერ გაწვრთნილ პატარა ბორჯღალოსნებს 20:3 მოუგო, არადა ანგარიში ქართველებმა გახსნეს და მასპინძელმა ჭაბუკებმა მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს შეძლეს ჯერ გათანაბრება, შემდეგ კი წინ გასვლა. ცხადია, ტაიმის სამივე შედეგიანი მოქმედება ზუსტი საჯარიმო დარტყმა იყო და ჩვენი მხრიდან...

საქართველო პარიზში – საუკეთესო ისტორიაში
ჩანაწერი

საქართველო პარიზში – საუკეთესო ისტორიაში

ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები უკვე ისტორიის კუთვნილებაა. პარიზში გამართული თამაშები ისტორიული გამოდგა ქართული დელეგაციისთვის: ჩვენებმა 3-3 ოქროსა და ვერცხლის, ასევე 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველო 206 ქვეყანას შორის 24-ე ადგილზე გავიდა, რაც საუკეთესო შედეგია ისტორიაში. აქამდე თავს 28-ე ადგილით ვიწონებდით – ეს შედეგი 2008 წელს პეკინში ვაჩვენეთ. მართალია, მედლების რაოდენობით (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1...

მე-4 სუპერთასისთვის
ჩანაწერი

მე-4 სუპერთასისთვის

„რაგბი ევროპის“ სუპერთასის გათამაშებას „შავი ლომი“ ტურნირის სამგზის და ერთადერთი ჩემპიონის რანგში ხვდება. პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი ახალ გათამაშებას ტურნირის ზედა ეშელონში – „ს“ პულში შეუდგება ტიტულის დაცვას, ოღონდ განსხვავება ის იქნება, რომ ამ ჯერზე შეჯიბრში მონაწილეობას ისრაელის „თელ ავივ ჰითი“, როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ საიტე წერია, „სხვადასხვა ლოგისტიკური პრობლემების“, სინამდვილეში კი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სრულმასშტაბიანი...

ორი თვის შემდეგ
ჩანაწერი

ორი თვის შემდეგ

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ სეზონი ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. მესამე წრე დაიწყო და მე-19 ტურში გოლების ანტირეკორდიც დამყარდა. მეტოქეებმა ერთურთს მხოლოდ 6 გოლი გაუტანეს, რაც ყველზე დაბალი მაჩვენებელია წლევანდელ სეზონში (მანამდე ასეთი მე-12 ტური გახლდათ – 7 გოლი). ლიდერმა „დილამ“ ქულები დაკაგა, შინ „გაგრას“ ვერ მოუგო (0:0), თუმცა ჯამში 16-მატჩიანი წაუგებელი სერია გააგრძელა და უშუალო მდევარ...

უმედლობა გრძელდება
ჩანაწერი

უმედლობა გრძელდება

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული უმედლობა გრძელდება. უკვე მესამე დღე მიილია და ჩვენი დელეგაციის მონაგარში ისევ ნულები წერია. ერთადერთი, ვინც ჯერ გაგვახარა მოკრივე ლაშა გურულია (63,5 კგ.), ვინაც მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი უშანსოდ დატოვა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა – 5:0. გურული მეოთხედფინალში გავიდა და მეტოქეს ელოდება, რომელიც მოგვიანებით გაირკვევა. მეოთხედფინალში გამარჯვებით, ლაშა ოლიმპიურ მედალს გაინაღდებს....

37 ქართველი გასულ სეზონში
ჩანაწერი

37 ქართველი გასულ სეზონში

2023/2024 წლების სეზონი ქართველი მორაგბეებისთვის საბოლოო ჯამში წარუმატებელი აღმოჩნდა: ტოპ 14-ში „ვანი“ აღზევდა, რომლის შემადგენლობაში ქართველს უკვე მრავალი წელია არ უთამაშია. აღზევების შანსი ქართველებით სავსე „გრენობლსაც“ ჰქონდა, მაგრამ ალპელებმა ჯერ „ვანთან“ წააგეს ლიგის ფინალი, შემდეგ კი ტოპ 14-ის ბოლოსწინაადგილოსან „მონპელიესთან“ დათმეს გადასასვლელი პლეი-ოფი. ამასთან, ნასიონალ 1-ში სოსო ბეკოშვილისა და ლუკა აზარიაშვილის „რუანი“ დაქვეითდა და მის...

ცუდი დასაწყისი პარიზში
ჩანაწერი

ცუდი დასაწყისი პარიზში

ქართველების სტარტის დღეც დადგა. თუმცა, ოთხი ჩვენებური სპორტსმენიდან მედალს ვერც ერთი შეწვდა… არადა, ამის იმედი ნამდვილად გვქონდა. მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ოლიმპიადას ისევ სკანდალურად ემშვიდობება. თითქმის ანალოგიური სიტუაცია განმეორდა, რაც წინა, ტოკიოს თამაშებზე. ერთია, თუ მაშინ ქართველს ნახევარფინალში წააგებინეს, ამჯერად იგივე მერვედფინალში მოხდა. ბაზაძემ ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 წააგო და მედლის გარეშე დარჩა. გადამწყვეტ მომენტში, როდესაც...

ხვალ იხსნება, ზეგ ვიწყებთ
ჩანაწერი

ხვალ იხსნება, ზეგ ვიწყებთ

26 ივლისს, პარიზში XXXIII-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება. ცხადია, მსოფლიოს უმაღლესი სპორტული ფორუმი ქართველების გარეშე არ ჩაივლის და ჩვენგან საფრანგეთის დედაქალაქში 28 სპორტსმენი ჩავიდა. პირველად ქართველმა სპორტსმენებმა 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეს და დღემდე 41 ოქროს, 35 ვერცხლის და 57 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. რეკორდსმენი სამმხტომელი ვიქტორ სანეევია – 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი....

ხოხავს, სულს ღაფავს, ხრიალებს…
ჩანაწერი

ხოხავს, სულს ღაფავს, ხრიალებს…

„თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან“… ამბობდნენ, 1981 წლის გამარჯვებით ნუ ცხოვრობთ, ეგ დრო წავიდა, საქართველოში ფეხბურთი მოკვდაო. დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გვყავს. გვყავს შემტევი, რომელზეც ანტონიო კონტე გუნდის აშენებას აპირებს, პსჟ კი ყველაფერს აკეთებს, რომ გადაიბიროს. „მკვდრისთვის“ მეტისმეტად ამბიციური განაცხადია. ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად ვითამაშეთ, ჯგუფიდან გავედით და მომავალ ჩემპიონებთან დავმარცხდით. თქმა არ...

საკურების მერე იქნებ ვოლაბებიც?
ჩანაწერი

საკურების მერე იქნებ ვოლაბებიც?

შაბათს დილაადრიან ბორჯღალოსნები ზაფხულის ტესტების დასკვნით მატჩს დაიწყებენ – სიდნეის „ფუტბოლ სთედიუმზე“, იგივე „ალიანც სთედიუმზე“, ავსტრალიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა შედგება. დასაწყისი – 9:45-ზე. მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფი ავსტრალია ისტორიაში მესამედ დაუპირისპირდება კლასიფიკაციაში მე-12 საფეხურზე მდგომ საქართველოს. „ვოლაბებისა“ და ბორჯღალოსნების პირველი შეხვედრა 2019-ში, იაპონიის მსოფლიო თასზე შედგა და სამხრეთელებმა დასკვნით 20 წუთშიღა გაარღვიეს ჩვენი...