სწორედაც რომ მჭადი და ყველივითაა ეს დალოცვილი ფეხბურთი და გულშემატკივარი,ორივე ძნელად წარმოსადგენია ერთმანეთის გარეშე. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც ხდება. აგერ, ამას წინათ, სეპარატისტულ რელსებზე შემდგარი კატალონიის გამო, ბარსელონა ლას პალმასს უმაყურებლოდ გაუსწორდა. ისიც მართალია, ქართულ მოედნებზე(ან მათ მსგავსზე) უფრო ხშირად პასი მომე, შეჩემა რომ ისმის მაყურებელთა შეძახილების ნაცვლად და ისიც – მჭადი ხანდახან უყველოდაც რომ...
კატეგორია: დავთარი
ძნელი საქმეა ინგლისელობა
ოდესღაც, როდ სტიუარტმა და „როლინგების“ რონ ვუდმა ერთად დაწერეს სიმღერა: Every Picture Tells a Story. და მართლა ასეა, ყველა ფოტო რაღაც ამბავს გვიყვება. იყო და არა იყო რა… ინგლისური „დეილი მეილის“ ავტორმა, მაიკლ უოქერმა კი როკმენების სიტყვებს ლამაზად დასძინა, ფოტო კი არა, ნებისმიერი სურათის პატარა ფრაგმენტიც რაღაცას გვეუბნება, უფრო დიდი ამბის მოყოლას ცდილობს; ისეთის, რომელიც...
რევანში ერევანში
ბოდიშს ვიხდი ამ გენიალური სათაურის ავტორის წინაშე. ასე, 35 წლის წინ „ლელოში“ მოკლე მიმოხილვა დაიწერა „არარატი“ – „დინამოს“ მატჩის შესახებ. ახლა ძნელია ამის აღქმა, მაგრამ მაშინ ერევნისა და თბილისის საფეხბურთო ჯახები არცერთ „ბარსა“ – „რეალს“ ან სხვა კლასიკურ დერბის არ ჩამოუვარდებოდა თავისი ემოციურობით. აი, მოსკოველებთან მოგება ხომ ძაან გულისმომფხანი რამე იყო, კიეველების დაჯაბნა ხომ საკუთარ...
შოთა არველაძე: ფეხბურთელები არ გვყავს – ყველაზე ნაკლებად ამაზე უნდა ვილაპარაკოთ!
საქართველოს ნაკრებში ჯერაც ყველაზე მეტი, 26 გოლის გამტანი შოთა არველაძე ახლა ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელია. შოთას უზბეკეთის დედაქალაქში დავუკავშირდით და იქაური ამბების გარდა, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებზე და ქართულ ფეხბურთზეც ვესაუბრეთ. მოკლედ, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ შოთა ისევ „სარბიელის“ კითხვებს პასუხობს… მწვრთნელობა ევროპაში დაიწყე, ახლა კი აზიაში ხარ – ნაადრევი ხომ არ იყო მანდ მისვლა?...
როჯერ ფედერერმა 110 მილიონს დაუმიზნა
როჯერ ფედერერს შეუძლია გახდეს პირველი მეჩოგნე, ვისაც კარიერის განმავლობაში კორტზე 110 მილიონი დოლარი მოუნაგრავს. ამჟამად ყველაზე დიდი ფულის მშოვნელ კაც მეჩოგნეთა ჩამონათვალში პირველი ადგილი „დიდი მუზარადის“ 12 ტურნირის გამარჯვებულსა და ამქრის ყოფილ პირველოსან სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს უპყრია. 2016 წლის ივნისში ნოვაკმა პირველმა დალაშქრა 100-მილიონიანი თამასა და, იდაყვის ტრავმის გამო იძულებული რომ არ გამხდარიყო, სეზონი უკვე ივლისშივე...
ფრენბურთი საქართველოში ლეგენდების თამაშია
დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა ვებ-გვერდს ვაწყობდით, თბილისის ოლიმპიური სასახლე ფრენბურთელ ქალთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობდა. ბოლო დროს მასშტაბური საერთაშორისო ტურნირები ჩვენთან მრავლად ჩატარადა, მაგრამ სტატუსით ფრენბურთმა მაინც ბევრი დაჩრდილა. ფრენბურთში საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს. ოლიმპიური ოქრო ვაჟა კაჭარავამ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1964 წელს ტოკიოში მოიგო; ფრენბურთში საქართველოს ვიქტორია რავა ჰყავს. მან ფრანგული „კანს“ ორჯერ...
ვექტორები
ათადან და ბაბადან ასე იყო – ყველა საქმეს სწორი მიმართულბა სჭირდებოდა და თუ რამ გულყრა მომხდარა, ყველა არასწორი მიმართულების ან მიმართულების საერთოდ არქონის გამო. პოლიტიკას, მათ შორის, საფეხბურთოსაც, არჩეული ადამიანები წარმართავენ და ვინ როგორ მოირგო პიჯაკი, კაბინეტი და რეგალიები, ცალკე საკითხია, დიდად მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელიც, ოღონდაც, ახლა ამას გვერდი ავუაროთ და მიმართულების ამბები სხვაგვარად მიმოვიხილოთ....
საქართველო – ილიასი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ჩვენებთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გააგრძელა და გუნდს, ახლა უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისკენ წაუძღვება. ილიას ზუროსი საქართველოში ერთი კვირა იმყოფებოდა და თუ კი რამ, სადმე კალათბურთის ბურთი გათამაშებულა, ყველა შეჯიბრს დაესწრო. მისთვის საინტერესო რამდენიმე დეტალი და კალათბურთელის ვინაობა ჩაინიშნა და წუხელ შინ გაფრინდა, ჩვენ კი ამ წერილის...
არჩი და სხვა ამბები
სქოთების ნაკრები მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა და მენჯერმა გორდონ სტრაჩანმა, წავედიო, იქაურმა ფეხბურთის ასოციაციამ კი უკვე დაიწყო ახალი მესაჭის ძებნა. ასეთი რამე ხშირად ხდება ხოლმე და თან ბევრ ქვეყანაში. თვითონ სქოთებიც, აგერ, მეოცე წელიწადი სრულდება მსოფლიო თასზე ვერ მოხვედრილან და ამ დროის განმავლობაში ამ ნაკრებს შვიდი სრულუფლებიანი და ორი დროებითი მენეჯერი წვრთნიდა, ერთიც,...
ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ანუ უძინართა მზე
ხან ბოსკამპს დავაბრალეთ ჩვენი ფიასკო, ხან ჟირესს, ტოპმიოლერს და კუპერს. ახლა ვაისს. ქართველებზე აღარაფერს ვამბობ. საშა ჩივაძეზეც კი, ორჯერ მესამეზე რომ გაგვიყვანა და არც სხვები იყვნენ ხურდა ბიჭები. ჰოო, შუშაკიც იყო, ერთი ისტორიული გამარჯვების გამო ივო…ივო…ივო… მონაგარისაც მადლობლები რომ ვიქნებით, მაგრამ მაინც, ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ფეხბურთელები? მუნდიალის მონაწილე ისლანდიელებს პირისპირის ამბავში ალალად გააბითურებენ!...









