კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ფეხბურთის კაცი!
ჩანაწერი

ფეხბურთის კაცი!

თორნიკე ოქრიაშვილი დაიბადა 1992 წლის 12 თებერვალს რუსთავში სიმაღლე: 181 სმ; წონა: 71 კგ ამპლუა: ნახევარმცველი კლუბი: კრასნოდარი (რუსეთი) საკლუბო კარიერა: 2008 ოლიმპი 2009-2010 გაგრა (23 მატჩი, 1 გოლი) 2010 შახტარი 2, უკრაინა (13 მატჩი, 3 გოლი) 2010-2014 ილიჩოვეცი, უკრაინა (57 მატჩი, 4 გოლი) 2014 ჩერნომორეცი, უკრაინა (10 მატჩი, 3 გოლი) 2014-2016 გენკი, ბელგია (34...

ბუნტისთავი
ჩანაწერი

ბუნტისთავი

საინტერესო ჯეელია ბრაზილიელი ნეიმარი. სულ სამი თვეა ბარსელონადან პარიზში გადაბარგდა და მის გარშემო მითქმა-მოთქმა წუთითაც არ წყდება. ხან კარგი ამბებია, ხან ცუდი, მაგრამ ყოველდღე რაღაც არის. ალბათ „ასეთი უნდა იყოს“ თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავი. ჩანს,  „პარი სენ ჟერმენში“ ის საკუთარ კანონებს აწესებს. ჯერ იყო და მისვლისთანავე 10 ნომრიანი მაისურა დაისაკუთრა. მერე გადაწყვიტა რომ ჯარიმები და პენალტები...

მესი – არგენტინის ნაკრებზე, დიბალაზე, აგუეროზე…
ჩანაწერი

მესი – არგენტინის ნაკრებზე, დიბალაზე, აგუეროზე…

ლეო მესის დარი ფეხბურთელების ხშირი ინტერვიუებით განებივრებულები ნამდვილად არ ვართ, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის  დრამატული შესარჩევი კამპანიის შემდეგ პრესასთან უფრო გახსნილები გახდნენ. ლეომ კი TyC Sports-ს მისცა ინტერვიუ, რომლის თარგმანსაც აქვე გთვაზობთ… არგენტინის ნაკრების შესარჩევი ციკლის შესახებ ჩვენ მეტი ვიწვალეთ, ვიდრე საჭირო იყო. ადრე დავიჯერეთ, თითქოს მუნდიალზე უკვე გასულები ვიყავით. ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ შინ პერუს...

ლაშა ტალახაძის ზღაპარი: რეკორდი იყო და არა იყო…
ჩანაწერი

ლაშა ტალახაძის ზღაპარი: რეკორდი იყო და არა იყო…

ორიოდ დღის წინ დუშეთში გამართულ საქართველოს ძალოსანთა ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი კი დაამყარა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს რეკორდი რეკორდად არ ითვლება. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტით, შეჯიბრებას, სადაც რეკორდი დაფიქსირდება, საერთაშორისო არბიტრიც უნდა ესწრებოდეს, დუშეთში კი IWF-დან არავინ ყოფილა… თუმცა, ეგ არაფერი, ქართველი გოლიათი ამბობს, რომ კიდევ დიდი რესურსი აქვს და საერთაშორისოდ აღირებულ რეკორდებს მომავალში...

არმაზიდან კარლაილამდე
ჩანაწერი

არმაზიდან კარლაილამდე

ახალგაზრდა ჟურნალისტებთან ვიკამათე იმ დღეს. კარგ, ნიჭიერ ბიჭებთან, მაგრამ სტადიონზე მხოლოდ ეროვნული ნაკრების ან ევროტურნირების მატჩებზე რომ დადიან… წელიწადში ხუთჯერ გამოსდით. ზიან კომპიუტერთან და “ბარსაზე” გიჟდებიან… „რეალს“ ფანობენ… „ბაიერნზე“ ეკეტებათ… მზა სტატისტიკას და კომენტარს როცა გაწვდის ინტერნეტი, ადვილია… შენ წადი, მცხეთის „არმაზზე“ ნოემბერში ან თებერვალში. წვიმაში და ქარში. გორში წადი… ბოლნისში… ზუგდიდში… სამტრედიაში… საკუთარ თავზე...

ლევან კობიაშვილი: სტანდარტს ფეხბურთში აწესებს გულშემატკივარი
ჩანაწერი

ლევან კობიაშვილი: სტანდარტს ფეხბურთში აწესებს გულშემატკივარი

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ინტერვიუ დისკუსიას ემსგავსება, დაახლოებით ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, როცა  ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ვესტუმრე… ინტერვიუს სტრუქტურა ზოგჯერ არ არის სტანდარტული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებს გავცდით, უბრალოდ, ქართულ ფეხბურთში ბევრი ისეთი საკითხი და ნიუანსია, გულშემატკივარი კარგად რომ არ იცნობს. ვფიქრობ, ამ ინტერვიუში ბევრი რამ საყურადღებოა და...

ინგლისური რევანში და იმედი
ჩანაწერი

ინგლისური რევანში და იმედი

საინტერესო ამბები ხდება ბოლო დროს. ინგლისელებმა, რომელებიც 1966 წლის მერე სანაკრებო დონეზე ვერაფერი შვილები იყვნენ, უცებ ლამის ყველაფერი მოიგეს… წლეულს მაისში 20 წლამდელმა „ახალგაზრდა ლომებმა“ კორეული ტურნირის ფინალში ვენესუელას სძლიეს და ამ ასაკში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. მერე, ივლისში, 19-წლამდელებმა საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იპირველეს. გორულ ფინალში  პორტუგალიელ თანატოლებს სძლიეს. ახლა კი ინდოეთში დასრულებულ ტურნირზე გადამწყვეტ...

მეფე მოკვდა? ყველა მეფე ცოცხალია!
ჩანაწერი

მეფე მოკვდა? ყველა მეფე ცოცხალია!

ჩემს ბავშვობაში, თბილისში, ყველა მეწაღეს და ყველა ტაქსისტს პელეს სურათი ჰქონდა გამოკრული. სად შოულობდნენ არ ვიცი, მაგრამ რომ ჰქონდათ, ფაქტია. პელე ყველას უყვარდა. ყველას უყვარდა ბრაზილია — დიდი, ვავა, ნილტონ და ჯალმა სანტოსები, რასაკვირველია გარინჩა. ჩვენი ხალხი ბრაზილიელებთან რაღაცნაირ კულტურულ, მენტალურ ნათესაობას გრძნობდა: აქაც და იქაც ბიჭები უბრალო ხალხის უბნებიდან; „მეჟდუნოგი“ რომელიც გოლზე ხოშიანია;  ბურთის...

ბეზინგენელი მემკვიდრე
ჩანაწერი

ბეზინგენელი მემკვიდრე

იოზუა კიმიხი „ბაიერნისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან მიმდინარე სეზონში კლუბის 15-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა, თანაც 13-ში თავიდან ბოლომდე ითამაშა. 22 წლის ფეხბურთელი არც გერმანიის ნაკრებში ჩაიკარგა, სეზონის დასაწყისში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ფილიპ ლამის შემცვლელი იყო, ამჟამად კი თავადაა ამ ამპლუის ძირითადი მოთამაშე. ნათელია, რომ კიმიხი დიდ პროგრესს განიცდის. თავის ყოფილ კლუბთან, „ლაიფციგთან“ (25 ოქტომბერს თასის, 28-ში...

და გაზა წოლილა სამ მის მსოფლიოსთან?
ჩანაწერი

და გაზა წოლილა სამ მის მსოფლიოსთან?

ჩრდილოირლანდიელი ვარსკვლავი, 1968 წლის „ოქროს ბურთის“ ლაურეატი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბი, ფინტის, ლოთობის და მექალთანეობის ლეგენდა ჯორჯ ბესტი (1946-2005) გამონათქვამებთაც გამოირჩეოდა. გთავაზობთ „მეხუთე ბიტლის“ რამდენიმე მოსწრებულ ფრაზას.   *** ასარჩევად რომ მქონოდა „ენფილდზე“ ხუთი კაცის მოტყუება და 35 მეტრიდან გოლის გატანა ან მის მსოფლიოსთან წოლა, ძალიან გამიჭირდებოდა. საბედნიეროდ, ორივე გამიკეთებია. *** სმაში, ქალებში და სწრაფ მანქანებში...