ბევრი დიდი ფეხბურთელი კარიერას სამშობლოში ამთავრებს, მაგრამ ისეთებიც არიან, საპენსიო ასაკში ყატარს, ჩინეთს ან ამერიკას რომ არჩევენ. არჩევანში ვერავინ ჩაერევა, მაგრამ თხოვნა ხომ შეიძლება: ფლეშმობი მოაწყონ ქართველმა ფეხბურთელებმა და დათქვან, რომ კარიერის ბოლო სეზონს საქართველოში გაატარებენ. განსაკუთრებულს არაფერს მოგთხოვთ. თქვენი გამოცდილება გადაეცით კარიერის სტარტზე მყოფ ბიჭებს, ეგებ მოთამაშე-მწვრთნელობაც შეძლოთ. დიდ ფულს ვერ იშოვით, მაგრამ ვალის...
კატეგორია: დავთარი
ქუთაისური ამბავი დინამოზე
ძველი ამბავი კი არის, მაგრამ მაინც კარგად მახსოვს. იურგენ კლინსმანს რომელიღაც გერმანულმა გამოცემამ ჩამოართვა ინტერვიუ და ასეთი კითხვაც კი დაუსვა: თბილისის „დინამოში“ გადასვლას ხომ არ აპირებთო. ეს მაშინ იყო, კლინსმანმა „შტუტგარტის“ შემდეგ მილანის „ინტერში“, „მონაკოში“ და „ტოტენჰემში“ რომ ითამაშა, ქვეყნის ჩემპიონი ვერც გერმანიაში გახდა და ვერც იტალია-საფრანგეთ-ინგლისში, „დინამო“ კი იმ დროისთვის საქართველოს უცვლელი ჩემპიონი გახლდათ....
სად, ვის, რას…
გასულ კვირას „ოქროს მატჩზე“ მისული ხალხი გაკვირვებული დარჩა – საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ახალი ჯილდო ძალიან წააგავდა გერმანული ბუნდესლიგის „ვერცხლის სასალათეს“. მალევე გავიგეთ, რომ ეს ახალი ნაკეთობა ჩემპიონის ფარი ყოფილა, რომელიც ძველი ხევსურული ფარის დეტალებს იმეორებს. ეროვნული ლიგის ვებ-გვერდის ცნობით, ხევსურული ფარი გარდა დაცვისა, შეტევაშიც იმავე წარმატებით გამოიყენებოდა. ამ ფუნქციით ის ძალიან წააგავს ფეხბურთს და ზოგადად...
გოლი, რომელიც მატჩის დაწყებამდე ვნახე
ჯაბა კანკავა ყაზახეთში წავიდა სათამაშოდ… დამენანა… იქამდე ვაკო ყაზაიშვილი დამენანა ამერიკისთვის… „შალკეს“ მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ზურა ხიზანიშვილს ალბანეთში რომ ჩამოაკითხა, ჩვენიანი იგლი ტარესთან ვერაფერს გახდა, რანგნიკი კი მეორე ტაიმს არ დაელოდა, მაშინაც გული დამწყდა… ბოლოს და ბოლოს, კობიაშვილი რომ ული ჰიონესმა შინ მიიწვია და „ბაიერნი“ შესთავაზა, ამან კი ვერ გარისკა, გული შემიწუხდა… ხშირად ერთი არასწორი...
შოკოლადები ლეო მესისთვის
„მარკა“ მადრიდული გაზეთია. ითვლება, რომ ის „რეალის“ მხარდამჭერია, მაგრამ „ბარსელონას“ ვარსკვლავმა, ლეო მესიმ, „ოქროს ბუცის“ დაჯილდოვების ცერემონიალზე მას ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ, ამ საუბრის გადმოქართულებულ ვარიანტს. — თქვენ ბარსელონაში 13 წლისა, ენთუზიაზმით აღსავსე ჩამოხვედით. დღეს რა დარჩა იმ ბავშვისგან? — ცხადია, მას მერე დიდი დრო გავიდა და როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა უამრავი რამ მოხდა, მაგრამ...
ვინ ფიქრობს კანკავაზე?
ჯაბა კანკავა რამდენიმე თვის წინ სანაკრებო კარიერას ამთავრებდა. გადაიფიქრა თუ გადააფიქრებინეს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ის ვიცით, რომ ამთავრებდა და სხვათაშორის, ამის შესახებ ლევან კობიაშვილმაც თქვა. ამასობაში კი კანკავა ყაზახეთის „ტობოლში“ გადავიდა. მოგვწონს ეს, ან ეკადრება თუ არა ჯაბას კოსტანაის კლუბი, სხვა ამბავია. ჩვენს მოწონებაზე მეტად, ეს თვითონ ფეხბურთელს უნდა მოეწონოს და რადგან იქ...
ბიჭი ნაგავსაყრელიდან — ნეიმარის ისტორია
ინგლისური “სანის” წერილი ნეიმარის შესახებ ასეთი სიტყვებით იწყება: “ჩვენ ნულიდან არ დაგვიწყია, ჩვენ… მინუს ხუთიდან დავიწყეთ”. უფროსი ნეიმარი ვაჟს ისეთ სიღარიბეში ზრდიდა, რომ იმ ცხოვრების რამენაირად დაკავშირება უმცროსი ნეიმარის დღევანდელ პარიზულ ყოფასთან საოცარ ფანტაზიას მოითხოვს. ნუთუ ეს ერთი და იგივე ხალხია? არადა, ფაქტია, რომ ასეა: ბრაზილიელი “პარი სენ ჟერმენმა” “ბარსელონასგან” 220 მილიონ ევროდ იყიდა და...
ლოტკინიდან ატლეტიკოს კარამდე
ინტერნეტში ქექვა სპორტული ჟურნალისტის სამუშაოს ნაწილია და რამდენად სასიამოვნოა, როცა სადმე უცხოეთში მოღვაწე შენიანის შესახებ ინფორმაციას გადააწყდები. მერე ეს სიხარული გააორმაგეთ, რადგან საქმე მადრიდის „რეალის“ ფარმკლუბში მოთამაშე ქართველ ბიჭს ეხება. თბილისი პატარაა და ცოტა ხანში მინიმალურად საკმარი ინფორმაცია-კონტაქტიც მზად იყო. ლოტკინზე გაზრდილმა ბიჭმა გზა მადრიდამდე გაიკვალა და დანარჩენი თვითონ გიო სირაძემ თქვას: – ფეხბურთის თამაში...
წართმეული ოლიმპიადა და გრძელი მოსახვევი
მაია აზარაშვილის ტალანტი ადრიდანვე შენიშნეს. 18 წლის გოგონა სსრკ-ის უსწრაფეს მორბენლებთან ერთად ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, თუმც პოლიტიკამ სპორტს აჯობა და ვერ წავიდა. მერე მაინც იყო ოლიმპიური კვარცხლბეკი და სხვა ბევრი დიდებული გარბენი – ბევრი მოსახვევი, რომელიც მაია აზარაშვილმა ღირსეულად გაიარა, დღეს კი ჩვენი სტუმარია და ძველ ამბებთან ერთად, ერთი ახალი ამბავიც გვითხრა… – ქალბატონო მაია,...
როგორ აჯობა უელსში საქართველომ საქართველოს
მესამე ტაიმი იციან რაგბიში – მეტოქე გუნდების მოთამაშეები, ერთმანეთის დამჩეჩქვავი ბიჭები ერთად სხდებიან, ჭამენ, სვამენ და მხიარულობენ. ეგრე იქნებოდა უელსშიც, შაბათის თამაშის მერე. ჩვენი, ტელევიზორების აქეთ მხარეს მიმჯდარი ხალხის მესამე ტაიმი კი ინტერნეტში გაგრძელდა. სანამ 6 ერის კარზე ვაკაკუნებთ, იქამდე ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება დანარჩენი სამყაროს აზრს ქართულ რაგბიზე. ჰოდა, გადავქექეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ, გული მოვიოხეთ...









