კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
გიორგი ჩაკვეტაძე: ველოდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი
ჩანაწერი

გიორგი ჩაკვეტაძე: ველოდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი

გიორგი ჩაკვეტაძე მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ ერთი დიდი საქმე უკვე გააკეთა: ვერის (კიროვყოფილი) პარკში, ბუკიას ბაღის საჭადრაკო მაგიდებთან, თბილისური ეზოების და სოფლის ბირჟებზე წლების წინ მინავლულ დისკუსიებს ქართული ფეხბურთის შესახებ დიდი ცეცხლი შეუნთო. მორიდებული სახის და მანერების ახალგაზრდამ ისევ დააბრუნა საქართველოში იმ ფეხბურთზე საუბრის ხალისი, რომელსაც პაიჭაძე, ბასა, მესხი, ყიფიანი და სხვები თამაშობდნენ. ჩაკვეტაძის დრიბლინგებმა,...

რა თქმა უნდა, ჩაკვე!
ჩანაწერი

რა თქმა უნდა, ჩაკვე!

„სარბიელის“ ტრადიციული, რიგით მე-18 გამოკითხვის შედეგების გამოცხადება წლეულს უჩვეულოდ გვიან, ახლაღა გვიხდება, თუმც მიზეზიც ობიექტურია – გამარჯვებული საქართველოში არ იმყოფებოდა… შარშანდელივით, წლეულსაც ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, ლიდერი კომპანია  ინტერნეტსივრცეში. შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენა გახლავთ, შარშან, „სარბიელთან“ ერთად 10-წლიანი პაუზის შემდეგ აღვდგინეთ. „სარბიელისა“ და „ლიდერბეთის“ წლევანდელ გამოკითხვაში...

ლეგენდა პარკეტზე
ჩანაწერი

ლეგენდა პარკეტზე

ბრიტანული “მირორის” ცნობით, გასაოგნებელი ამბავი მოხდა კალიფორმიაში, სადაც კრივის ლეგენდა ფლოიდ მეივეზერი კარიერაში პირველად წაიქცა. 50 ელიტარული ბრძოლის მომგებმა ამერიკელმა როგორც იქნა იგემა დაცემის სიმწარე, მერე რა რომ კალათბურთის თამაშისას… ასეთი ამბავი იყო: მეივეზერმა საკალათბურთო ქველმოქმედება მოინდომა და კალიფორნიის მავან ქალაქში კომიკოს ნიკ ქენონთან, რეალითი-შოუს ვარსკვლავ კოლტონ ანდერვუდთან და კრივის საერთაშორისო ფედერაციის მეორე ქვესაშუალო წონის...

ლივერპული იწყებს
ჩანაწერი

ლივერპული იწყებს

ჩემპიონთა ლიგის მომგები „ლივერპული,“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. გასულ კვირას მათ პირველად ივარჯიშეს „მელვუდის“ საწვრთნელ ბაზაზე. იურგენ კლოპის განკარგულებაში ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელები იყვნენ, 17 წლის ჰოლანდიელი ახალწვეულის, სეპ ვან დენ ბერგის ჩათვლით, რომელიც მერსისაიდელებს „ზვოლედან“ შეუერთდა ორიოდ კვირის წინ. გამოცდილთაგან ივარჯიშა ჯეიმს მილნერმა. აქტიურები იყვნენ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და ადამ ლალანა, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას ცდილობენ....

ტიტეს ხუთოსნები
ჩანაწერი

ტიტეს ხუთოსნები

ბრაზილიის ნაკრებმა 12-წლიანი პაუზის შემდეგ დიდი ტიტული მოიგო. ისტორიაში მეცხრედ, „სელესაომ“ წარმატებას „კოპა ამერიკაზე“ მიაღწია, თანაც საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. პერუსთან ფინალურ შეხვედრაში 3:1 გამარჯვების შედეგად, ბრაზილიამ საკუთარი მიღწევა ხელუხლებელი დატოვა და იმ ოთხეულში ადგილი შეინარჩუნა, სამშობლოში ჩატარებული სამხრეთ ამერიკის ყველა ჩემპიონატი რომ მოუგიათ, თანაც მეხუთედ. პერუელებს პირველი ბურთი ევერტონმა შეუგდო, მან გაბრიელ ჟეზუსის პასით ისარგებლა....

გადახტდნენ და გადაახტდნენ
ჩანაწერი

გადახტდნენ და გადაახტდნენ

„მსოფლიო ჩემპიონები რომ გავხდეთ მე არ წავალ იმ დაწყევლილ თეთრ სახლში,“ – ეს სიტყვები ამას წინათ მეგან რაპინოს ბაგედან გამოიცრა. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ რაპინო ახლა სწორედ მსოფლიო ჩემპიონია. საფრანგეთში დასრულებულ ქალთა მონდიალზე მოგახსენებთ, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი ყველა მეტოქეზე თითქმის ერთი თავით მაღლა იდგა და უძლიერესის წოდებაც დამსახურებულად მოიპოვა. ამერიკელმა მანდილოსანმა მობურთალებმა...

ქართველები ტოპში
ჩანაწერი

ქართველები ტოპში

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას რამდენიმე დღეში შეუდგება, მანამდე კი მისი კანდიდატები და სხვა ქართველი მორაგბეები შვებულებაში არიან, ისვენებენ და საკლუბო საქმეებს აგვარებენ. ამასობაში უამრავი ტრანსფერი გაკეთდა, რომელთაგან ერთ-ერთი აშკარად გამოირჩევა. ბექა გიგაშვილის ფრანგული კარიერა კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება. რუსეთის ჩემპიონატიდან საფრანგეთის ფედერალ 1-ში გადასულმა არცთუ ნორჩმა ბურჯმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და პრო D2-ის „გრენობლს“...

კორი კორტნის
ჩანაწერი

კორი კორტნის

14 წლის ასაკში ახალგაზრდებს შორის „როლან გაროსი“ მოიგო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა გოგონებს შორის, რომელმაც ამის გაკეთება შეძლო. ეს 2018 წელს მოხდა. მანამდე, 2017 წელს კი იყო ამერიკის ღია პირველობა ახალგაზრდებში, სადაც ის ფინალში გავიდა და ამ მხრივაც გამოირჩა. ასეთ ადრეულ ასაკში, თუნდაც ახალგაზრდულ  US Open-ზე ფინალამდე არავის გაუღწევია. უიმბლდონზე კი კორი გაუფისთვის ახალი თავგადასავალი...

პრემიერლიგის დიდი რვიანი 
ჩანაწერი

პრემიერლიგის დიდი რვიანი 

დიდი ლონდონური დაბრუნება. კლუბის ლეგენდა, საუკეთესო ბომბარდირი და თილისმა ფრენკ ლამპარდი „ჩელსის“ მესაჭე გახდა. ლამპარდი ფრენკ რაიკარდს, პეპ გვარდიოლას, ზინედინ ზიდანს და იმ სხვა ლეგენდებს შეუერთდა, რომლებმაც ის გუნდი ჩაიბარეს, სადაც ფეხბურთელობისას განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს. ვნახოთ, გაიმეორებს თუ არა იგივეს მწვრთნელის რანგში, თუმცა 40 წლის ინგლისელი…. ლამპარდს „არისტოკრატები“ ჯამაგირის სახით წელიწადში 5 მილიონ ევროს ჩაუჯიბავენ,...

რატომ კლავთ?!
ჩანაწერი

რატომ კლავთ?!

გული მწყდება ხოლმე. ეგ არის და ეგ, თორემ ყველა თავადაა საკუთარი ბედის პატრონი. ნუ, თუ მთლად თავად არა, უნიჭო მენეჯერი მამა ან ბიძა, ან ძალიან ნიჭიერი აგენტი, რომელიც სერიოზულ ფულს აკეთებს, მაგრამ მისი კლიენტები კალინინგრადს, ვერ გასცდნენ. გვარები ჩამოვთვალოთ, რამდენი სუპერტალანტი დაღუპეს დღევანდელ კვერცხზე დახარბებულმა ოჯახის წევრებმა?! რით ვერ გაძეხით, ხალხო?! მიეცით ამ ბიჭებს დიდი...