როგორია ქართული ფეხბურთი? იტყვიან, რომ დღეს ცუდია, გუშინ კი კარგი იყო. მაგრამ ამას სულაც არ ვგულისხმობ და ალბათ, კითხვაც ბუნდოვანი გამომივიდა. უკეთესი იქნებოდა მეკითხა, ვინ არის ქართველი ფეხბურთელი დღეს? რა სტატუსის კაცია? რას აძლევს მას ფეხბურთი და რას გაიღებს იგი ამ თამაშისათვის? სტატუსით ქართველი ფეხბურთელი პროფესიონალი არ არის, მაგრამ არც მოყვარულია. დღეს ჩვენს ფეხბურთს შუალედური...
კატეგორია: დავთარი
უეფა, ხარისტიასი, საქართველო…
ქართველებს ხშირად გვჩვევია რაიმეს წინასწარ ზეიმი, მით უფრო თუ საქმე ფეხბურთს ეხება. აგერ, უკვე თითქმის 30 წელია ყველა შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ქულებს ვითვლით. ამას სახლში უეჭველი მოვუგებთ, იმას სტუმრად ფრეს გავუგორებთ და მიზანიც მიღწეული იქნება, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება გულშემატკივართა ოცნებებიც ნაადრევად საპნის ბუშტივით სკდება. შორს რომ არ წავიდეთ, წლევანდელ ევროთასებზე „საბურთალოს“ მაგალითიც გამოდგება, როდესაც...
ჯორდანის უძველესი ვიდეო
მაიკლ ჯორდანი რომ ყველა დროის ყველაზე დიდი კალათბურთელია, მგონი, არავინ დაობს. ამ უძველეს ვიდეოში კი ჩანს, რომ ყმაწვილკაცობაშიც მაგარი ვინმე იყო. როგორც ქართველები ამბობენ, კოჭებში ეტყობოდა, ვინც დადგებოდა.
ტანმაღალი და თავმდაბალი ვარსკვლავი
ფირუზ კანთელაძე უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო, მაგრამ მისმა გარდაცვალებამ ქართული ფეხბურთის მოღვაწეებს და ვეტერანებს პირველ ყოვლისა სიტყვები “უწესიერესი”, “უპატიოსნესი”, “უკეთილშობილესი” გამოათქმევინა და იმ კოლეგა-ჟურნალისტებმაც, ვისაც ფირუზ კანთელაძესთნ ინტერვიუ ჩაუწერიათ, განაცხადეს: საკუთარ სახლში გვეგონა თავი, ისეთი სითბოთი და სიკეთით გვღებულობდაო. მცირე ამბავი როდია, იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის და ორგზის თასის მომგები, ვიცე-ჩემპიონობასა და ბრინჯაოს მედლებზე რომც...
ცეცხლთან თამაში კარის არევით
ყბადაღებული „კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ“ უკვე აღარ მუშაობს. ჩვენების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმაც თქვა მატჩის შემდეგ, თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, შედეგით არაო. რამდენჯერ მოგვისმენია ეს სიტყვები მისგან? არადა, ხარისხი რომ კარგი ყოფილიყო, ხომ არ წავაგებდით? კიდევ ერთი ნაცნობი პრობლემა. ჩვენებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარეს, ვიდრე პირველი. ასეთი რამ თითქმის ყოველთვის ხდება, რომელიმე ტაიმს ქართველები უკეთ თამაშობენ....
ვინ არის მეოთხე?
უკვე 1 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მორიგ გათამაშებაში უმთავრეს კონკურენტთან, რუმინეთის ნაკრებთან საშინაო მატჩით ჩაებმება. ამით ახალი 4-წლიანი ციკლი იწყება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბორჯღალოსნები ამ საპასუხისმგებლო თამაშს თავკაცის გარეშე შეხვდებიან. მოგეხსენებათ, რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს საპრეზიდენტო ვადა ეწურება და ამ ორგანიზაციაში, წესდების თანახმად, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 20 დეკემბრიდან...
… ოღონდ ხელები დაბლა
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს მეშვიდედ დახურავს. ეს 15 ნოემბერს, სენტ-გალენში, შვეიცარიასთან მოხდება და იმედია კარსაც გაიჯახუნებს. ამას რომ ვამბობთ, „ბურთი მრგვალიას“ პრინციპზე ვფიქრობთ, თორემ ვლადიმირ ვაისის გაწრთვნილი გუნდი რომ ძლიერ შვეიცარიასთან აშკარა აუტსაიდერია, მეორე ნომრად ითამაშებს, 90 წუთის მანძილზე უმთავრესად დაცვაში ყოფნა მოუწევს და აქა-იქ კონტრშეტევის იმედად იქნება, ამას წყალი არ გაუვა. მით...
ასე დაიწყო…
დღეს, 14 ნოემბერს, ინგლისის ნაკრები თავის მე-1000 მატჩს ჩაატარებს ისტორიაში. ევრო 2020-ის შესარჩევ შეხვედრაში, „უემბლიზე,“ მათი მეტოქე ჩერნოგორიის ეროვნული გუნდი იქნება. ამ მატჩში „სამი ლომი“ საგანგებო მაისურებით ითამაშებს, რომლებზეც ყოველი მოთამაშისთვის მინიჭებული უნიკალური ნომერია ამოტვიფრული მართლაც შთამბეჭდავი ციფრია. ახლა კი ალბათ საინტერესო იქნება გავიხსენოთ როგორ იწყებოდა ყველაფერი, როგორი იყო სულ პირველი საერთაშორისო მატჩი ფეხბურთში ეროვნულ...
უჯიგრო წესიერი
*** 15 მოგებული ტიტული *** 2010 წელს უიმბლდონის ფინალისტი *** ჰოფმანის თასის ჩემპიონი (2012) *** დევისის თასის გამარჯვებული (2012, 2013) ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიღწევებისა, რასაც ტომაშ ბერდიხმა თავისი საჩოგბურთო კარიერის მანძილზე მიაღწია. ჩეხ მეჩოგნეს აქტივში აუცილებლად უნდა ჩავუთვალოთ სხვადასხვა წლებში ავსტრალიისა და ამერიკის ღია პირველობების ნახევარფინალში გასვლაც. ის სამეფო სპორტის მოყვარულთა გარკვეული ნაწილის თვალში...
ლექსო ლაფანაშვილი: თსუ-ს დიდი პოტენციალი აქვს
საკალათბურთო სუპერლიგის გათამაშება თსუ-მ ახალი მთავარი მწვრთნელით და სამი გამარჯვებით დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს მეტოქეებთან ჰქონდა, კარგი ფიზიკური მომზადება და შეთამაშება გახლდათ. ეს, ცხადია, გუნდის მთავარი და ფიზმომზადების მწვრთნელების დამსახურებაა. წარმატებულ სტარტს თსუ-მ ბოლო 2 ტურში წაგებები მოაყოლა და მთავარ მწვრთნელ ლექსო ლაფანაშვილთან დაგეგმილ ინტერვიუს სხვადასხვა თემებთან ერთად ამ მცირე...









