აი, კაცს რომ პრეზიდენტად აირჩევენ, მაგრამ ჯერ ოფისში არ შესულა და ხალხში გამოჩნდება ხოლმე, ასე უწოდებენ – ფრეზიდენთ-ელექთ, ანუ არჩეული პრეზიდენტიო. ჰოდა, ინგლსური მედიაც ამ შობას უკვე ასე უწოდებს „ლივერპულს“ – ჩემპიონ-ელექთ. გუნდმა გასულ კვირაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონობა მოიგო, ხუთშაბათს ღამით კი ოთხი მშრალი ბურთით მოუგო უახლოეს მადევარს და ქულათა სხვაობა ორთა შორის ცამეტამდე გაზარდა....
კატეგორია: დავთარი
დიდი ჩინური საფეხბურთო კედელი
როგორც ჩანს, ჩინეთმა დაკარგა იდეალური წინასაპენსიო ქვეყნის სტატუსი, რაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს ასე იზიდავდა. ჩინურმა კლუბებმა უცხოელებს ფანტასტიური პირობები შესთავაზეს და ამ რბოლაში მათი უმეტესობა წამგებიანი გახდა. ჩინეთის საფეხბურთო ასოციაცია იძულებული იყო, გადამჭრელი ზომები მიეღო. აბა რა ექნათ, როცა „ზენიტიდან“ 55,8 მილიონ ევროდ წაყვანილ ჰალკს ხელფასად 22,5 მილიონი დაუთქვეს, „ჩელსიდან“ 60 მილიონად ნაყიდ ოსკარს კი...
915 მილიონი 4 საათში
ჟურნალი „ფორბსი“ ყოველწლიურად ასახელებს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების ათეულს. ამჯერად ჟურნალმა გასული ათწლეულის ათეული დაასახელა. პირველ საფეხურზე მოკრივე ფლოიდ მეივეზერია, რომელმაც 2009-2019 წლებში 915 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მხოლოდ მენი პაკიაოსა და კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ გამართულ 22 რაუნდში ფლოიდს ჰონორარის და ტრანსლაციებიდან ბონუსების სახით 575 მილიონი ერგო. ის შემოსავალს ძირითადად ამ ორი წყაროდან იღებს და არა სპონსორებისგან...
თავისუფლება ფედეს…
2019-20 წლების სეზონში რეალის გულშემატკივრები ფედე ვალვერდეს „დეპორტივოდან“ დაბრუნებას ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. ძირითადად იმიტომ, რომ არ ენდობოდნენ. მადრიდისტებმა მისი მთავარი პრობლემა კარგად იცოდნენ – პოზიციური თამაში. ახალგაზრდა ურუგვაელს, მოედანზე თითქოს თავისი თავის პოვნა უჭირდა. ზიდანის ხელში მას მეორე სუნთქვა გაეხსნა და დღეს ძირითადი შემადგენლობა მის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. ის ბიჭი, რომელსაც მოედანზე პოზიციური თამაში ნაკლებად...
დინამოს ახალი მწვრთნელი: ვიჩქარებთ ნელა!
თბილისის „დინამოს“ მწვრთნელად ქუთაისელი კახა ჩხეტიანის მწვრთნელად დანიშვნაზე ლაპარაკი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. საქმე თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმც ეს ყველაფერი ოფიციალურად მხოლოდ 23 დეკემბერს, კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გამოაცხადა. „დინამომ“ და „ტორპედოში“ წარმატებულმა კახა ჩხეტიანმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს „დინამო არენას“ საკონფერენციო დარბაზში შეკრებილთ ეს გვითხრეს: რომან ფიფია, დინამოს პრეზიდენტი კახა ჩხეტიანის აქ ყოფნით ძალიან ბედნიერები...
თქმის ვალდებულება
ვთქვით და საქართველოს უდიდესი ჩოგბურთელი გაგვიბრაზდა… ადრე არ გვითქვამს? ერთხელ, მეორედ, მესამედ … მეათედ… საჩოგბურთო ელიტაში ნიკა ბასილაშვილის ელვისებური წინსვლით აღვფრთოვანებულვართ და აღფრთოვანებისას ხშირად ზომასაც გადავსულვართ – ქართველები ვართ, სპორტულ ბედნიერებას მოწყურებულნი და როცა იგი გვეწვევა, ჟურნალისტებშიც ზოგჯერ ემოცია გადასძალავს პროფესიული ანალიზის უნარს. თქმა ჩვენი ვალია – ავისაც და კარგისაც – ამიტომ ვთქვით, რაც შევიტყვეთ,...
სოფიაში რომ წააგეო…
საჩოგბურთო სეზონი თვეზე მეტია დასრულდა და ვიდრე სპორტსმენები 2020 წლისთვის და მორიგი ბატალიებისთვის ემზადებიან, სამეფო სპორტში მორიგი სკანდალი აგორდა, რომელიც ჩაწყობილ მატჩებს უკავშირდება. სომხურ მაფიის მიერ შემუშავებულ კრიმინალურ სქემაზე, რომელშიც 135 მოთამაშე მონაწილეობდა ინფორმაცია სხვადასხვა პოპულარულმა უცხოურმა სააგენტოებმა ელვის სისწრაფით გაავრცელეს, ჩვენთვის საყურადღებო და ამავდროულად გულდასაწყვეტი კი ამ ამბავში ის იყო, რომ ერთერთ ეჭვმიტანილად ნიკოლოზ...
ნიკა, თქვი…
ნიკოლოზ ბასილაშვილზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს გასაკვირი არ არის – ცნობას გულგრილად რომ შევხვედროდით, უცნაური ის იქნებოდა. ამბავი კი ის არის, რომ ევროპულ მედიაში გაჩნდა ცნობა ჩოგბურთში მასშტაბური გარიგებების სქემის შესახებ და ამ საქმესთან კავშირში სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილიც არის ნახსენები. სავსებით ბუნებრივია, რომ ევროპულ მედიაში გამოქვეყნებული ეს ცნობა, ჩვენს მკითხველსაც გავაცანით და რა...
ჩვენი სუპერპარასკევი
გუშინდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ევროპულ კლუბებში მოთამაშე ქართველი მორაგბეებისთვის. ჩვენი ბიჭების აქტივში 3 ლელო, 3 გარდასახვა და 1 საჯარიმო დარტყმაა. თავიდანვე ვიტყვით, რომ ამ ქართული ნადავლის ლომის წილი ბრიველ ახალგაზრდებზე მოდის. თუმცა, იყო ნეგატიური მომენტებიც – ქართველთა გაძევებები და მათი გუნდების მარცხები. საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონში თავი უბერებელმა შალვა სუთიაშვილმა ისახელა. 35 წლის ბორჯღალოსანმა...
ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად
ნიჭი ისეთი რამეა, ადამიანი რა სფეროშიც არ უნდა წავიდეს, ის მუდამ შეაწუხებს და საშუალებას არ მისცემს თავი არ გამოავლინოს. ტალანტით დაჯილდოვებული კაცი კიდევ სხვაა, მარტივად, ლამაზად, ლაზათიანად გამოსდის ყველაფერი. შრომასაც შეუძლია დიდი წარმატება მოგიტანოს, ღმერთების გვერდზეც დაგაყენოს, თუმცა ოლიმპოზე უფრო სტუმრად მიგიღებენ, ვიდრე იქ დაბადებულსა და მკვიდრს. აი, შევხედოთ კალათბურთს. დავის საგანიც არ არის, რომ...









