ნოსტალგია მოეძალა. ვეღარ გაუძლო ოჯახის, სამშობლოს მონატრებას, რაც დიდად არც გაგვკვირვებია. ის ხომ ლეგიონერობას ჩვეული არ იყო, მთელი საფეხბურთო კარიერა „რომაში“ გაატარა და ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტის წასვლის შემდეგ, დედაქალაქელთა კაპიტნის სამკლაურიც დამსახურებულად შეიბა მკლავზე. „რომას“ გარდა, ერთადერთი გუნდი, რომლის მაისურაც მან მოირგო „ბოკა ხუნიორსი“ იყო. ტიტულოვან არგენტინულ კლუბში ის შარშან ზაფხულს გადაბარგდა, თუმცა ფაქტია, რომ...
კატეგორია: დავთარი
ტკბილი იანვარი
აგერ, FA CUP-ის 1/32 ფინალში მერსისაიდული დერბი გაიმართა. თან ეს ხომ იცით როგორი თამაშია? პრემიერლიგაში, ყველაზე მეტი წითელი ბარათი ამ გუნდების შეხვედრებში დაფიქსირებულა. მოკლედ, საუკუნის განმავლობაში „ლივერპულსა“ და „ევერტონს“ შორის ომი იყო, ბოლო ხუთი წელი კი ამ დერბიმ თავისი პეწი დაკარგა. კი, „ევერტონი“ ინგლისში ბოლო იყო, ვინც წინა სეზონში თანაქალაქელებს ქულები დააკარგვინეს (რაც, როგორც საბოლოოდ...
სალუქვაძე და კამიკაძე
არის სპორტის სახეობები, რომლებიც ჩვენში ნაკლებად პოპულარულია, თუმცა ყველა სახეობას ჰყავს გმირები, რომლებიც დროსთან ერთად ლეგენდებად იქცევიან. ამ დღეებში ცენტრალური ევროპის სამთო კურორტებზე „ოთხი ტრამპლინის ტურნე“ გრძელდება, რომელიც მფრინავ მოთხილამურეთათვის საკულტო შეჯიბრებაა. წლეულს პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში ტურნირზე ვერ მოხვდა უბერებელი ნორიაკი კასაი. ხტომის თავხედურ-ხულიგნური მანერის გამო „კამიკაძედ“ მონათლული კასაი უკვე 47 წლისაა. ასაკი...
ტალანტი ტურინში
– მესი თუ რონალდუ? – მესი. – ტოტი თუ დელ პიერო? – ტოტი. როცა 28 დეკემბერს შვედურ ტელეკომპანია SVT-ს ბლიც-ინტერვიუს აძლევდა, თავადაც არ იცოდა, რომ ერთ კვირაში მისგან „დაწუნებული“ რონალდუს და დელ პიეროს „იუვენტუსის“ წევრი გახდებოდა. ინტრიგა გაგვიგრძელდა და დროა უფრო ახლოს გაგაცნოთ… დეიან კულუსევსკი 20 წლის აპრილში გახდება, მაგრამ საფეხბურთო იტალია უკვე აალაპარაკა. „ატალანტას“...
ქველმოქმედი საქართველო
2020 წელს, საჩოგბურთო სამყარო მნიშვნელოვანი სიახლით რომ შეხვდებოდა ეს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაცხადდა. ისიც ვიცოდით, რომ 24 რჩეულ გუნდთან ერთად ამ ნოვაციის ნაწილი საქართველოს ნაკრებიც იქნებოდა. ახლადდაარსებულ ATP-ის თასის გათამაშებაზე ვსაუბრობთ, რომელიც ავსტრალიის 3 ქალაქში – სიდნეიში, ბრისბენში და პერთში ერთდროულად მიმდინარეობს და ისეთი პირი უჩანს, სამეფო სპორტის ტურნირების კალენდარში ღირსეულ ადგილს დაიკავებს....
ორი ბექას ამბავი
საფრანგეთის ტოპ 14-ში რეგულარული ჩემპიონატის მე-12 ტურმა 2019 წელი დახურა. ძალიან სასიამოვნოა, რომ 2020 წელს ფრანგული პირველობის ლიდერის რანგში „ბორდო“ შეხვდება, რომელშიც ქართველები არცთუ მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ. წლის ბოლო მატჩი ფრანგული ღვინის დედაქალაქის სარაგბო გუნდმა პოში გამართა და ერთობ დაძაბულ ბრძოლაში 27:23 იმარჯვა. ბორდოელთა სასტარტო შემადგენლობაში ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე იყო, რომელიც კლუბში, ნაკრებისგან განსხვავებით, 6...
მესი და ლივერპული
სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. ხმათა საერთო რაოდენობის 13,11პროცენტით საუკეთესოს ტიტული „ბარსელონას“ ლიდერმა ლეო მესიმ დაისაკუთრა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა წლეულს მეექვსე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა. მეორე ადგილზე კენიელი მორბენალი ელიუდ კიპჩოგე გავიდა. მას გამოკითხულთა 12,1პროცენტმა მისცა ხმა. მესამე ადგილზეა უბერებელი ესპანელი რაფაელ ნადალი (9,38). მეოთხეზე კიდევ ერთი სუპერფეხბურთელია – კრიშტიანუ რონალდუს პირველობას მწერალ...
თან კი, თან არა!
დრო დროზე სწრაფად გადის, წლები წლებს მიჰყვება და ყველა დარგში, განსაკუთრებით კი სპორტში მოცემულობაც იცვლება, რაშიც მთავარი „დამნაშავე“ დიდი ფულია. 21-ე საუკუნეში, მსოფლიო სპორტში ამა თუ იმ ათლეტთა ჯამაგირის თუ ტურნირების საპრიზო ფონდების მხრივ იმხელა თანხებზეა საუბარი, ძველი დროის უბრალო სპორტსმენები კი არა, ვარსკვლავებიც სიზმრად რომ ვერ ნახავდნენ. ყველაფერი შედარებითია და ბუნებრივია დიფერენციაცია აქაც არსებობს....
კრიკეტი ფეხბურთზე მაღლა
წლის ბოლოა და სპორტულთან ერთად ფინანსური შედეგებიც ჯამდება, დგება რეიტინგები და სახელდებიან გასული წლის გმირები… გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ მსოფლიოში სპორტის ყველა სახეობას შორის ყველაზე მაღალი შემოსავალი ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგას დაუფიქსირდა. ამის მიუხედავად, ყველაზე მაღალი ხელფასები კვლავაც NBA-ში არის – 7,8 მილიონი (ევროზე გადაანგარიშებით). მეორე, არც მეტი და არც ნაკლები, ინდოეთის კრიკეტის ლიგაა. იქ მოკრიკეტის...
დაუფასებელი…
არტურო ვიდალის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა და არა იმიტომ, რომ ვერ თამაშობს, არამედ – საუკეთესო ფორმაშია. ეს ერთგვარად პარადოქსია, თუ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოა, თავად კლუბში დარჩენა უნდა, რატომ უნდა გაუშვან? „ბარსელონას“ შემადგენლობაში ბევრი ვარსკვლავია და სათამაშო დრო ყველას უნდა. ამას თავად ჩილელიც ხედავს, გრძნობს და განიცდის… ვიდალს დიდებული სეზონი აქვს, ლა ლიგაში სულ 524 წუთი...









