კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
რას შეცვლის გერმანულ და ზოგადად ევროპულ ფეხბურთში covid 19?
ჩანაწერი

რას შეცვლის გერმანულ და ზოგადად ევროპულ ფეხბურთში covid 19?

ეს იქნება ფეხბურთი, მაგრამ, ჩვენ რომ ვიცნობდით, ის აღარასოდეს დაბრუნდება. ფეხბურთი, სხვა გახდება გულშემატკივრებისთვის, რომელთაც ამიერიდან, 2020 წლის ბოლომდე და ალბათ, ერთხანს მერეც, შინიდან მოუწევთ თამაშების ნახვა. მაგრამ, ის კიდევ უფრო მეტად შეიცვლება მოთამაშეებისა და მწვრთნელებისთვის, პერსონალისთვის, ავტობუსის მძღოლებისა და დაცვის თანამშრომლებისთვისაც კი. პრემიერლიგის შეფებმა პირობა დადეს, რომ როგორც კი ხელისუფლება მწვანეს აუნთებთ, შეწყვეტილ ჩემპიონატს...

შევარდნაძე, გურია, ანშლაგი…
ჩანაწერი

შევარდნაძე, გურია, ანშლაგი…

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას ანალოგი არ ახსოვს: საყვარელი გუნდის საქომაგოდ სტადიონზე ორნახევარჯერ მეტი მაყურებელი დადიოდა, ვიდრე ამ ქალაქის მთელი მოსახლეობა იყო. ამის შემოქმედი წინა საუკუნის 80-იანი წლების ლანჩხუთი და იქაური „გურია“ გახლდათ. 9-ათასიან ლანჩხუთში 22-ათასიან სტადიონზე პირველი ანშლაგი 1987 წლის 14 მარტს დაფიქსირდა, როცა პატარა რაიონული ცენტრის უმაღლეს ლიგაში აღზევებულ გუნდთან სტუმრად მოსკოვის „სპარტაკი“ ჩამოვიდა. და...

ეშმაკი სესკი
ჩანაწერი

ეშმაკი სესკი

„მარკას” რუბრიკიდან „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია” რამდენიმე ისტორია უკვე გაგაცანით. კორონავირუსის პანდემიის გამო შინ გამოკეტილ ხალხს მადრიდული გაზეთი საინტერესო ამბებით ახალისებს, რომელთა მოყოლაც თავის დროზე ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლო ან უბრალოდ თავი აარიდა. დღეს გვინდა სესკ ფაბრეგასის „არსენალიდან” „ბარსელონაში” გადასვლა გავიხსენოთ. შესავალში გაზეთი წერს, რომ „ბარსელონას” ხშირად აბრალებენ, თითქოს ცნობილ(!) ფეხბურთელებთან, რომლებიც კატალონიურმა კლუბმა...

მეტოქეების ანგარიშები არ აინტერესებდა
ჩანაწერი

მეტოქეების ანგარიშები არ აინტერესებდა

ჰოლანდიელი რუუდ ვან ნისტელროი დღეს 43 წლისაა, მაგრამ იყო დრო, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახლდათ. ვან ნისტელროიმ კარიერა 2011/12 წლების სეზონის შემდეგ დაამთავრა. ის ჩინებულად თამაშობდა „რეალში”, „ჰამბურგში”, მაგრამ კარიერის მწვერვალს, რასაკვირველია, „მანჩესტერ იუნაიტედში” მიაღწია. ოღონდ, ერთიცაა, ის ყოველთვის თავისებული კაცი იყო; განსხვავებული ქცევისა და ხასიათის. თავის პოდკასტში „მანჩესტერ იუნაიტედის” 45 წლის ლეგენდამ პოლ...

რატომ შერცხვა რიოს?
ჩანაწერი

რატომ შერცხვა რიოს?

2011 წლის „ბარსელონა“ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული გუბდი იყო. პეპ გვარდიოლას გუნდმა იმ სეზონში ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ძალიან მაგარი ფეხბურთი ითამაშა. უპრესტიჟულესი საკლუბო ჯილდოს ფინალში კატალონიელმა გიგანტებმა არანაკლებ ღირსეული „მანჩესტერ იუნიატედი“ უშანსოდ დატოვეს და 3:1 იმარჯვეს. იმის მიუხედავად, რომ სერ ალექსის გუნდს არც ვარსკვლავი აკლდა, არც ქარიზმა და გამოცდილება, პირველივე წუთებიდან...

შენ ვინღა ხარ?
ჩანაწერი

შენ ვინღა ხარ?

2010 წლის 29 ნოემბერს „ბარსელონამ” „რეალს” 5:0 მოუგო. ეს იყო ჟოზე მოურინიუს პირველი „ელ კლასიკო”, ხოლო იმ დღის ერთ ეპიზოდს რუბრიკაში „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია” ესპანური გაზეთი „მარკა” იგონებს. დაახლოებით 30-ე წუთზე, როდესაც ანგარიში იყო 2:0, ბურთი აუტის ხაზს მიღმა გადავარდა და ის „ბარსას” მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ აიღო. აუტის ჩასაწოდებლად კრიშტიანუ რონალდუ გაიქცა, მაგრამ როდესაც გვარდიოლას...

მანე – ბიჭი ოქროს გულით
ჩანაწერი

მანე – ბიჭი ოქროს გულით

სადიო მანე პირველი სიდიდის ვარსკვლავია მსოფლიო ფეხბურთში და უპირობო ლიდერი სენეგალის ნაკრებში. ექსპერტები პრემიერლიგის წლის საუკეთესოს ტიტულსაც უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ვარსკვლავური იმიჯის შექმნას სულაც არ ცდილობს. „რად მინდა ათი „ფერარი“ ან ბრილიანტებიანი საათების კოლექცია?! რა სიკეთეს მომიტანს ეს ნივთები მე ან ჩემს ახლობლებს?!” – კითხულობს მანე. ამ რიტორიკულ კითხვებზე პასუხი მისსავე ბავშვობაში იმალება. მანე პატარა სენეგალურ...

ძალიან დიდი, უზარმაზარი…
ჩანაწერი

ძალიან დიდი, უზარმაზარი…

ის მჭირს, ერთი შეხედვით ძალიან ადვილი რომაა წერა, მაგრამ არა და არ გამოგდის – ისე არ გამოგდის, როგორც შენი ნაწერის გმირს ეკადრება. განგებამ ინება და ალექსანდრე ჩივაძე პირადად გავიცანი. ტრაბახით წავლეკე უბანი და საძმაკაცო. მას მერე წლები გავიდა, ინტერვიუებიც იყო და არაფორმალურ გარემოში სუფრასთან საუბრებიც, მაგრამ მის სიდიადეს ვერ მოვერიე და გაშინაურება ვერ შევკადრე. ძალიან...

კაცი, რომელიც ჯაშუშებს ეძებდა
ჩანაწერი

კაცი, რომელიც ჯაშუშებს ეძებდა

„მარკას” რუბრიკიდან  „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია” დღეს ჟოზე მოურინიუს ისტორიას გაგაცნობთ. ის იმ დროს ეხება, როდესაც „განსაკუთრებული” „რეალის” მწვრთნელად დანიშნეს და გუნდში დისციპლინის დამყარება დაავალეს. მას „თეთრები” გამარჯვების გზებზე უნდა დაებრუნებინა. პორტუგალიელამდე „რეალს” მანუელ პელეგრინი ედგა სათავეში. პელეგრინიმ გუნდის თავგასული ვარსკვლავები ვერ მოთოკა და ამიტომ მოხსნეს. შემდეგ მოვიდა მოუ, მაგრამ სადავეების ხელში ჩასაგდებად მასაც რთული პერიოდი...

ოვერმარსი: გაიღვიძეთ, უეფა ტრამპია!
ჩანაწერი

ოვერმარსი: გაიღვიძეთ, უეფა ტრამპია!

შესაძლოა, ნიდერლანდები გახდეს ბელგიის შემდეგ მეორე ქვეყანა, სადაც საფეხბურთო პირველობა დასრულებულად, „აიაქსი“ კი ჩემპიონად გამოცხადდება. გარდა თავად ლიდერისა, ამ პოზიციას იზიარებენ „ალკმაარი“ და პსვ. იმავე ბანაკშია კვარტეტი ცხრილის ფსკერიდან – ასეთ ვითარებაში ლიგიდან არავინ გავარდება. ჩემპიონატის გაგრძელების თავგადაკლული მომხრეა დიკ ადვოკაატის `ფეიენოორდი“, რიმელსაც დარჩენილ 9 ტურში ლიდერთან 6-ქულიანი ჩამორჩენის თუ არა, სალიგო ზონაში მოხვედრის იმედი...