კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ვინ იკადრა ასეთი რამ?
ჩანაწერი

ვინ იკადრა ასეთი რამ?

„მარკას” რუბრიკიდან „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია” უკვე ორი ისტორია გაგაცანით. ფეხბურთელების ცხოვრების ეს სახალისო ეპიზოდები ესპანურ გაზეთს სხვადასხვა მიზეზის გამო გადანახული ჰქონდა და დღეს, როდესაც მთელი იბერიის ნახევარკუნძული პანდემიამ შინ გამოკეტა, მკითხველის გასახალისებლად გაასაჯაროვა. ამჯერად, გიამბობთ თუ რა შეემთხვა ჰოლანდიელ ფეხბურთელს, ახლა უკვე 36 წლის კლას იან-ჰუნტელაარს, რომელიც „აიაქსში” თამაშობს, 2009 წელს კი „რეალში” იყო....

ლივერპულმა ლივერპული გააღიზიანა
ჩანაწერი

ლივერპულმა ლივერპული გააღიზიანა

ინგლისის „ლივერპულის“ ბოსებმა მეტისმეტად უგუნური ნაბიჯი გადადგეს. მათ იძულებით შვებულებაში გაუშვეს კლუბის თანამშრომელთა ნაწილი. საუბარია ძირითადად მომსახურე და ტექნიკურ პერსონალზე, თუმც ეს ხალხი სრულ ხელფასს შვებულებისასაც მიიღებს. მაშ რაშია საქმე? ბრიტანეთში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც იძულებით შვებულებაში გაშვებულ პირებს ხელფასის 80 პროცენტს სახელმწიფო უხდის, თუ ეს თანხა 2500 გირვანქას არ აღემატება. სწორედ ამ კატეგორიაში გადის...

რეებს იგონებს ანტონიო კასანო?
ჩანაწერი

რეებს იგონებს ანტონიო კასანო?

ადრეც ვახსენეთ, რომ „მარკამ” პანდემიის პერიოდში შემოიღო რუბრიკა:  „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია”. ამ რუბრიკით ესპანური გაზეთი ჰყვება სხვადასხვა, აქამდე უცნობ, ხშირად სახალისო ან უცნაურ ისტორიებს. ამჯერად გთავაზობთ ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელის ანტონიო კასანოს მონაყოლს, რომელიც 2006-07 წლებში „რეალში” თამაშობდა. უცნაური და საინტერესო კი ის არის, რომ „მარკა” კასანოს მონაყოლს ვერ ადასტურებს. ანტონიო კასანო „კორიერე დელო სპორტთან”...

სელინო
ჩანაწერი

სელინო

იტალიური „ბრეშას“ მფლობელმა მასიმო სელინომ, მკაცრად გააკრიტიკა სერა A-ს კლუბები და უეფა. მისი თქმით, სეზონის განახლება არაფრით შეძლება, რადგან ჯერ ერთი, ეს საშიშია ფეხბურთელებისთვის და მეორეც, ეს უპატივცემულობა იქნება ბრეშას იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც კორონავირუსის მიზეზით დაზარალდნენ. სელინო ერთობ გაბრაზებული ჩანს: „იტალია ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსისგან. ამ სეზონის განახლებას აზრი აღარ აქვს. უმაყურებლოდაც რომ ვითამაშოთ,...

ტურ დე კორეა?
ჩანაწერი

ტურ დე კორეა?

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ველორბოლა „ტურ დე ფრანსი“ ისტორიას 1903 წლიდან ითვლის. წლეულს კორონავირუსის პანდემიამ მის ჩატარებას დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა, თუმც ორგანიზატორებს ველორბოლის გადადების ან უმაყურებლოდ გამართვის გაგონებაც არ უნდათ. ფრანგული გამოცემა Le Point იტყობინება, რომ ტურნირის გენდირექტორი კრისტიან პრიუდომი მოლაპარაკებას აწარმოებს სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან შეჯიბრების ამ ქვეყანაში გამართვის თაობაზე. ფრანგული მხარის უმთავრესი მოთხოვნა ველორბოლის...

მამუკა ბოლოში გავიდა…
ჩანაწერი

მამუკა ბოლოში გავიდა…

მსოფლიო რაგბის ვარსკვლავმა მამუკა გორგოძემ კარიერის დასრულება საბოლოოდ გადაწყვიტა. თავის ტელე-ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანმა თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, განახლდება საფრანგეთის ტოპ 14 თუ არა, მას 30 ივნისს „ტულონთან“ კონტრაქტი უმთავრდება რის შემდეგაც ის დაემშვიდობება პროფესიონალი მორაგბის კარიერას. მამუკა გორგოძე 35 წლისაა. მან რაგბის თამაში დღევანდელი საზომებით ძალიან გვიან დაიწყო, რადგან მანამდე კალათბურთს მიჰყვებოდა და...

საბონისმა რა ჰქმნა
ჩანაწერი

საბონისმა რა ჰქმნა

1988 წელს სსრკ-ის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურმა ექვსეულმა თბილისში ითამაშა. კალენდარი ისე იყო შედგენილი, ჩემპიონის ვინაობა ბოლო შეხვედრას უნდა გაერკვია. მოსკოვის ცსკა კაუნასის „ჟალგირისის” წინააღმდეგ! ლიტველებს კურტინაიტისი, ხომიჩუსი, იოვაიშა ჰყავდათ და ეს უკვე ზღაპრული შემადგენლობა იყო, მაგრამ მათთან ერთად თბილისში ჩამოვიდა ერთი ბუმბერაზი კაცი, რომლის ცოცხლად ნახვის შანსსაც ხელიდან ვერ გავუშვებდი. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე სპორტის...

როცა პრეზიდენტი ტუალეტში შედიოდა…
ჩანაწერი

როცა პრეზიდენტი ტუალეტში შედიოდა…

ესპანურ ფეხბურთს კორონავირუსმა უკვე წაართვა ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი. 21 მარტს მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი, 76 წლის ლორენსო სანსი ამ ეპიდემიის მიზეზით გარდაიცვალა. 17 მარტს ის მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს და კორონავირუსი დაუდგინეს. იქამდე მან არ მოისურვა ჰოსპიტალში ყოფნა და რვა დღე შინ თვითიზოლაციაში გაატარა. თუმცა ამან მისი მდგომარეობა უფრო დაამძიმა და ისევ მოხვდა სამედიცინო დაწესებულებაში,...

… ოლიმპიური კომიტეტი დანებდა
ჩანაწერი

… ოლიმპიური კომიტეტი დანებდა

შაბაშ! ოლიმპიური თამაშები გადაიდო. ეს უკვე გადაწყვეტილი საქმეა. აქამდე სულ სამჯერ იყო, ოლიმპიური თამაშები რომ არ გაიმართა (1916, 1940 და 1944 წლებში) და მაშინ მიზეზი მსოფლიო ომები გახდა. კორონავირუსი ამავე კალიბრის კატასტროფების რიგში ჩადგა და, თუმცა ჯერჯერობით საუბარი მხოლოდ ერთი წლით გადატანაზეა, არავინ იცის, როგორი იქნება მსოფლიო 2021 წლის ზაფხულში. პირველი ემოცია? დაახლოებით ისეთი, ძალიან...

ძრავასავით კაცი…
ჩანაწერი

ძრავასავით კაცი…

იურგენ კლოპი რომ ქარიზმატული კაცია და არც იუმორი დაეწუნება, ცნობილი ამბავია. აი, ამას წინათ, კორონავირუსის შესახებ ჰკითხეს, მან კი მიუგო: „ბეისბოლის კეპი მახურავს და წვერგაუპარსავი ვარ, მე რას მეკითხებით, ვისაც მაგისი გაეგება, იმათ ჰკითხეთ.“ ახლა კი, ამ ეპიდემიის გამო პრემიერლიგის გათამაშება შეწყვეტილია და გერმანელიც „ენფილდს“ ინტერვიუსთვის ეწვია. ინტერვიუც ისეთი იყო, თავისუფალი ჩარჩოებისგან. რამდენიმე ციტატა: …...