ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოვლენების ამგვარ განვითარებას ვერავინ წარმოიდგენდა. ახალი კორონავირუსი უსწრაფესად გავრცელდა ევროპაში და სპორტულ ღონისძიებებს ვინ დაეძებს, პლანეტაზე გლობალური დღის წესრიგი შეიცვალა, თუმცა ჩემი პროფილი რაგბია და ამ სფეროზე ვისაუბრებ. ჯერ იყო და ექვსი ერის მესვეურებმა გადაწყვიტეს ტურნირის შეჩერება, შემდეგ – „რაგბი ევროპამ“ და ამათ ფაქტობრივად ყველა ტურნირი მიჰყვა. ერთადერთი, სუპერ რაგბის...
კატეგორია: დავთარი
ლიგაც, ევროპის ლიგაც, სოკ-ი დგას…
ევროპის ჩემპიონატის კვალად უეფას გადაწყვეტილებით წლის უმთავრესი მატჩებიც გადაიდო. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ბელარუსთან ერთა ლიგის ფლეი ოფი სავარაუდოდ ივნისში შედგება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით ქომაგი 26 მარტის უკვე გადადებული მატჩის ბილეთს იმ დღეს გამოიყენებს, როცა მატჩი ჩატარდება, ხოლო დაბრუნების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ TKT.GE-ს. ცხადია, გადაიდო ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის შეხვედრები. მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის ჩატარების თარიღი...
ალან შირერის ბლოგი
სეზონის არ-დამთავრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი სხვა გზა აღარ იქნება. მანამდე კი საჭიროა საკითხი განვიხილოთ ყოველი კუთხით, უნდა გადავხედოთ ყველა შესაძლო სცენარს, თუნდაც ისეთს, რომელიც შემდეგი სეზონის დაწყების გვარიანად გადაწევას გულისხმობს. დღეს არსებობს უამრავი აზრი, ვარაუდი. და გასაგებია, რომ ამწუთას გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია წინა პლანზე, მაგრამ თუ (და ეს ძალიან დიდი „თუ”-ა) სეზონს ვერ...
მეკარეს მეკარისა…
მადრიდული მატჩის შემდეგ იურგენ კლოპი და ვირჯილ ვან დაიკი მეტოქეს „ენფილდის“ ატმოსფეროთი ემუქრებოდნენ. ლივერპულელთა საშინაო არენას და გიჟურ ფანობას არაერთი დიდი გუნდი გაუტარებია ქარცეცხლში და წუხელაც, პრინციპში, ყველაფერი იყო – „ლივერპულმა“ „ატლეტიკოს“ ვეინალდუმის გოლით ანგარიში კი გაუთანაბრა და ოდნავ მაინც რომ გამართლებოდა ძირითად დროშივე მოემთავრებდა საქმეს, მაგრამ… ამ „მაგრამს“ ოთხშაბათს იან ობლაკი ერქვა. მადრიდელთა მეკარე...
ტოჩი იწყებს. გაგამარუ არ წასულა
8 მარტს იაპონიაში საგაზაფხულო, ანუ ჰარო-ბაშო აიღებს სტარტს. სუმოს ასოციაციამ გამოაქვეყნა პირველი ორი დღის საშეჯიბრო განრიგი. პირველ დღეს ტოჩინოშინის მეტოქე სიდანოუმი იქნება, 9 მარტს კი ლევან გორგაძე ტიოტაირიუს დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, იაპონია კორონოვირუსის გავრცელების ერთ-ერთი სახიფათო ზონაა და ორგანიზატორებმა თადარიგი დაიჭირეს და უმკაცრესი პირობები დათქვეს – ტურნირი დახურულ დარბაზში, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაივლის. თითოეულ სუმოისტს, მწვრთნელს...
უელსის ყველაფერი
ევრო 2020-ის გათამაშებაში გიგზის გეგმა მარტივია, მოედანზე ბეილთან ერთად კიდევ 10 სხვა ფეხბურთელი უნდა გაიყვანოს. ეს ფორმულა აქამდე წარმატებით მუშაობდა და, მიუხედავად იმისა, რომ „რეალის“ ვარსკვლავს კლუბში ხშირი სათამაშო დრო არ ეძლევა, მწვრთნელი ნაცადი ტაქტიკის შეცვლას არც ახლა აპირებს „ის როცა ჩვენთან არის, ყველა შეხვედრაში თამაშობს და მოედანზე ბოლომდე იხარჯება. ვერ გეტყვით მომავალში რა მოხდება, მაგრამ...
პარიზში, მგლებთან…
7 მარტს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პარიზში მატჩს გამართავს, რომელმაც შესაძლოა ტურნირის ჩემპიონის ვინაობა ვადაზე ადრე გამოავლინოს. ბორჯღალოსანთა მეტოქე პორტუგალიის ნაკრები, „ლობუში“ (მგლები) იქნება, ეს გუნდი კი დამაჯერებლად დაწინაურებული ქართველების უახლოესი მდევარია. პორტუგალია ევროპის რაგბის ჩემპიონატში ახლაღა, 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და საქმეს ეგრევე შეუდგა: ჯერ ბელგიას შინ 23:17 მოუგო, შემდეგ კი რუმინეთს უმასპონძლა და...
ტრადიცია, ღირსება და ძალა
„ზაარბრუკენმა“ საფეხბურთო სამყაროს თავი კიდევ ერთხელ შეახსენა. გერმანიის თასის 1/4 ფინალში, ამ მეოთხელიგელმა გუნდმა, „დიუსელდორფი“ პენალტების სერიაში (7:6) დაამარცხა და პირველი კლუბი გახდა, რომელიც ასეთი დაბალი ლიგიდან ნახევარფინალში გავიდა. და რა გაუკეთებია ამ გუნდს აქამდე ისეთი, ფეხბურთის ქომაგის ყურადღება რომ მიიპყროს? მაგალითისთვის, შორეულ 1951 წელს უნდა მივაკითხოთ, როდესაც ეს გუნდი, საერთაშორისო რანგის შეხვედრაში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“...
ბატონო ვაის, თქვენი ყისმათი, ჩვენი ნიჭი…
ბედი მომეციო და… არავინ თქვას, რომ სპორტში მხოლოდ ოსტატობა და მომზადება იმარჯვებს. იღბალი, ანუ ჩვენებურად ყისმათიც უდიდეს როლს თამაშობს და ხშირად ერთწამიან გამართლებას (ან პირიქით) ისტორიის გადაწერა შეუძლია. მარტივი მაგალითი? რობი რენსენბრინკი დიდებული იყო და მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის ფინალის ბოლო წუთზე ის ბურთი ძელს რომ არ მოხვედროდა, კაცმა არ იცის, ვინ იქნებოდა ჰოლანდიაში საუკუნის...
მჭედლიძემ ნავსი გატეხა
თაზო მჭედლიძემ ნავსი გატეხა და პირადი მშრალი სერია დასრულა. მისი „რუანი“ პრო დ2-ის ერთ-ერთ მოწინავე გუნდს, ბასკურ „პერპინიანს“ სტუმრობდა და მიმდინარეობდა პირველი ნახევრის ბოლო წუთი, როცა მასპინძელთა ლელოში რუანელთა მძლავრი მოლი შევარდა ხოლო ბურთის დამიწება ქართველმა შუამარბმა ითავა. მჭედლიძის ლელომ ჩამორჩენა რამდენადმე შეამცირა, თუმცა საბოლოოდ „რუანმა“ მაინც გამანადგურებელი მარცხი განიცადა 12:57 – და ცხრილის ბოლოსწინა...









