„ბარსელონას“ პრეზიდენტის, ჟოზეპ ბარტომეუს მრჩეველმა კარლეს რექსაჩმა მოჭრილად თქვა: „ვთვლი, რომ დღევანდელ ვითარებაში ნეიმარის დაბრუნება გამორიცხულია. ვფიქრობ, მიხვდა, რამდენს ნიშნავდა მისთვის „ბარსელონა“. ინფორმაცია ნეიმარის თითოეული გოლის შესახებ რამდენჯერმე შემოუფრენდა ხოლმე დედამიწას, პარიზში გატანილი გოლები კი ნაკლებად ჩანს“. რექსაჩმა, წერტილი დაუსვა იმ დამალობანასაც, რომელსაც პრეზიდენტი ბარტომეუ ლეო მესის ორი წელია ეთამაშება. მესიმ შარშან გაზაფხულზე სთხოვა ბარტომეუს...
კატეგორია: დავთარი
როგორ დამეგობრდნენ ლივერპული და მანჩესტერი
იცით ვინ არის „ლივერპულის“ ყველაზე დიდი მტერი? თანაქალაქელი „ევერტონი“? არა – ეს „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლავთ. იგივეა საპირისპირო მხარესაც – „მანჩესტერისთვის“ თანაქალაქელი „სიტი“ არ ითვლება ყველაზე დიდ მოძულედ. მანჩესტერში „ლივერპულის“ ატანა არ აქვთ. თუმცა, 105 წლის წინ, 1915 წელს „ლივერპულმა“ და „მანჩესტერმა“ ერთმანეთში მოლაპარაკებული მატჩი გამართეს, რაც ისტორიაში შესულია როგორც The Good Friday Scandal. ომი ახლოვდებოდა....
ასე ვერ მოვიგებთ!
„ბარსელონას” კაპიტანმა ლეო მესიმ თქვა, რომ covid 19-ის გამო შინ ჯდომა გაუჭირდა, მაგრამ ახლა ენთუზიაზმით არის სავსე. მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო მოთამაშე ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც შინ ეზო აქვს და ეს მას ფორმის შენარჩუნებაში ძალიან დაეხმარა. „ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, — თქვა მან კატალონიურ გამოცემებთან, „სპორტთან” და „მუნდო დეპორტივოსთან” ინტერვუში, — მთელი კარანტინის განმავლობაში ეზოში...
ძმები და გიტარა
„დიდი მუზარადის“ 16-გზის ჩემპიონები წყვილთა შორის ბობ და მაიკ ბრაინები ტყუპები არიან. 42 წლის ძმებმა, მხოლოდ ახლახანს გაარკვიეს, რომელია მათ შორის უფროსი. „ბობი უფროსია. ეს რამდენიმე თვის წინ გავიგეთ. დეკემბერში, ჩემი ქორწილის წინ მომიხდა ჩემი ძველი დაბადების დღის მოწმობის აღება, სადაც ეწერა, რომ ტყუპებიდან მეორე ვარ. დავინტერესდი, დამატებით 25 დოლარი გადავიხადე, რომ ბობის საბუთებიც მენახა...
13.05.1981
13 მაისი, ვისთვის თარსი რიცხვი და ქართველებისთვის კი ყველა ჭრილობის სალბუნი. 1981 წლის 13 მაისის გახსენება ბოლო ათწლეულების ომებით, ტერაქტებით, სეკვესტრებით, ბანკის ვალებით, სპორტული უიღბლობით და ათასი სხვა მიზეზით შეკრულ ქართველის შუბლზე ნაოჭებს ასწორებს. ათი წლის იყავი მაშინ, ოცის თუ ორმოცდაათის, თერთმეტსართულიანის ბოლო სართულზე უჭიჭინებდი ტელევიზორს, თუ ბაბუაშენის ნაშენებ ოდა-სახლში, გიყვარდა ფეხბურთი თუ ისე რა...
ადგილი სულისთვის
ამ ორიოდ კვირის წინ ლონდონში, ერთ პატარა სტადიონზე თამაში იყო. შაბათ-კვირა თამაშების დღეებია ინგლისში და, ერთი რომ, უქმეებს დანატრული ხალხი დილიდანვე უბერავს საუბნო მინდვრებზე და მეორეც, მთელი ინგლისის ოთხივე პროფესიული ლიგა და უთვალავი სამოყვარულოც სწორედ უქმეებზე თამაშობენ – შაბათ დილიდან რომ გახურდება, კვირა საღამოს გათავდება. თუ გინდა, რომ ფეხბურთით იცოცხლო, სწორედაც რომ გამოწერილი დრო და...
როგორ იცვლებოდა ლიგა…
მსოფლიო პანდემიის გამო ეროვნული ლიგა მარტში, 2 ტურის შემდეგ შეწყდა. როდის განახლდება, ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმულია. საამისოდ, საგანგებო დებულება იქნება გაწერილი. კობიაშვილის თქმით, 1-2 კვირაში ინდივიდუალური ვარჯიშები დაიწყება, 14 დღის შემდეგ მდგომარეობა გადამოწმდება და თუ ყველაფერი კარგად იქნება, კლუბები ეტაპობრივად გადავლენ გუნდურ ვარჯიშებზე....
ლოვჩევმა და თბილისის დინამომ სსრკ-ში წესები შეცვალეს
მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ევგენი ლოვჩევმა სსრკ ჩემპიონატის ორი მატჩი გაიხსენა, რომელიც შეთანხმებული იყო. ერთი თბილისის „დინამოს“ მონაწილეობით, მეორე – ანზორ კავაზაშვილის. „სპარტაკისა“ და „დინამოს“ შეხვედრამ იმ დროისთვის არსებული აბსურდული წესი შეცვალა, ამიტომაც ფეხბურთელებს მოლაპარაკებებში ბრალს ვერ დავდებთ. საქმე ის არის, რომ 1973 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის რეგლამენტში დაამატეს პუნქტი, თუ მატჩი ფრედ დასრულებოდა, გამარჯვებულის...
საფეხბურთო ევროპას იტალია ანელებს
საფეხბურთო სამყარო შეჩერებულია. თითქმის მთელი პლანეტა მოუთმენლად ელის მის განახლებას. ამის გაკეთებაში ხელს მხოლოდ იტალიელები უშლიან. როგორც მოგეხსენაბთ, გერმანიაში ფეხბურთი 16 მაისს იწყება – ტური დაგეგმილია და საბუქმეიქერო კანტორებმა უკვე კოეფიციენტებიც გამოიტანეს. ესპანეთი განახლებას 20 ივნისისთვის გეგმავს, ინგლისი ფიქრობს და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებს. ფიქრობდა იტალიაც, სადაც გუნდებმა ვარჯიშებიც კი განაახლეს, მაგრამ… იტალიური მედიის ცნობით,...
მკვლელები
ვისაც 1992 წლის ოლიმპიური თამაშები ახსოვს, ალბათ არასდროს დაავიწყდება ამერიკის საკალათბურთო ნაკრები. ეს იყო დაუვიწყარი გუნდი – ალბათ, ყველა დროის საუკეთესო… მართლაც რომ „დრიმ თიმი“… ეს იყო მაგარი ბიჭების გუნდი, რომელიც ნებისმიერ მოწინააღმდეგეს არ ახარებდა, მოედანზევე კლავდა. პირველმა „დრიმ თიმმა“ 8 თამაში გამართა, ცხადია, ყველა მოიგო. საშუალოდ 43,8 ქულის სხვაობით: ყველაზე დიდი სხვაობა ანგოლასთან დაფიქსირდა...









