თამაშზე მეტად ჩხუბმა მიიპყრო ყურადღება
ჩანაწერი

თამაშზე მეტად ჩხუბმა მიიპყრო ყურადღება

„რეალის’’ მწვრთნელი ჩაბი ალონსო ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა, არადა „ლოს ბლანკოსმა’’ თანაქალაქელ „ატლეტიკოს’’ 2:1 მოუგო. სხვა საქმეა, რომ ხალხის ყურადღება საკუთრივ შეხვედრის დეტალებზე მეტად ვინისიუსსა და დიეგო სიმეონეს შორის კონფლიქტმა მიიპყრო. როგორც ესპანური პრესა წერს არგენტინელმა ძალიან მოინდომა ბრაზილიელი წყობიდან რომ გამოეყვანა. მან ფეხბურთელს დაუძახა, რომ „რეალის’’ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მის...

კვარა მინუს 1
ჩანაწერი

კვარა მინუს 1

„სარბიელის’’ ტრადიციული, ყველაზე პოპულარული და ავტორიტეტიანი გამოკითხვის შედეგების გამოცხადება წლეულს ობიექტური მიზეზების გამო დაგვიგვიანდა, თუმც არა უშავს, საუკეთესოები ხომ არსად იკარგებიან… შეგახსენებთ, „სარბიელის’’ გამოკითხვა 1992-1993 წლების სეზონიდან ტარდება. 2008 წლამდე ქარლთველი ჟურნალისტები თავიანთ რჩეულს დაბრკოლების გარეშე, რეგულარულად ასახელებდნენ, შემდეგ კი რიგ გარემოებათა გამო იყო სამწუხარო 10-წლიანი წყვეტა, რომელიც 2018 წელს „ლიდერბეთის’’ ხელშეწყობით აღდგა. თანამშრომლობა მყარი...

ქოჩორაშვილი დაბრუნდა
ჩანაწერი

ქოჩორაშვილი დაბრუნდა

ორთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეში“ ივარჯიშა. „ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „ლევანტე“ „ანდორასთან“ მატჩისთვის ემზადება. მთავარი სიახლე გიორგი ქოჩორაშვილის დაბრუნებაა, ვინც მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა მოირჩინა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა“, – ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა. ქოჩორაშვილმა ტრავმა დეკემბერში მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი მოედანზე იანვარში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესი გაუჭიანურდა, ახლა...

მშვიდობით, ზაალ!
ჩანაწერი

მშვიდობით, ზაალ!

„სარბიელის“ დიდ ოჯახს კიდევ ერთი გამორჩეული წევრი გამოაკლდა – 60 წლის ასაკში გარდაიცვალა ზაალ გიგინეიშვილი. ზაალი ძირძველი სარბიელელი იყო, ჩვენი გაზეთის სტაჟიან მკითხველს უთუოდ ემახსოვრება მის მიერ შექმნილი რუბრიკა „უცხო ხილი“ და გამოგონილი პერსონაჟი ყაფლან ჯანდიერი. თავად ყოფილი მორაგბე, სპორტის ამ სახეობის უდიდესი მოამაგე და პოპულარიზატორი გახლდათ. უიშვიათესი ერუდიტი და პოლიგლოტი არაერთი წიგნის ავტორი იყო...

სარბიელი 31 წლის არის
ჩანაწერი

სარბიელი 31 წლის არის

28 დეკემბერი „სარბიელის“ დაბადების დღეა. 31 წლის გახდა. თუმცა ალბათ სჯობს, ასე ვთქვათ: 31 წლის გავხდით. ბევრია ეს თუ ცოტა? არ არის იოლი კითხვა, მით უფრო, ჩვენს სრულიად არასტაბილურ დროში. დაბადების დღე საჩუქარსაც მოითხოვს. აი, ისიც: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/358165?fbclid=IwAR3FK6iMJLEZscFB1UyfM6Ftso8oSQcvZA_J6XScxUyi4gLJov39Tz9-pRc XXI საუკუნის 20-იან წლებში, როცა გაზეთი კი არა, ცხოვრებაც ციფრულ სამყაროში გვაქვს გადატანილი, გვსურს გაგაცნოთ და შემოგთავაზოთ, „სარბიელის“...

კვარა!
ჩანაწერი

კვარა!

„სარბიელის“ ტრადიციული, რიგით მე-19 გამოკითხვის შედეგების გამოცხადება ცოტა კი დაგვიგვიანდა, თუმც მიზეზიც ობიექტურია  – კოვიდ პანდემია, რის გამო, შარშანდელი გამოკითხვაც ჩავარდა… წლეულს, ისე როგორც წინა ორ ჯერზე, ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, ლიდერი კომპანია ინტერნეტსივრცეში. შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენა გახლავთ, 2017 წელს, „ლიდერბეთთან“ ერთად...

ქართულმა ოლიმპიზმმა მემატიანე დაკარგა
ჩანაწერი

ქართულმა ოლიმპიზმმა მემატიანე დაკარგა

“ლელოს” და “სარბიელის” ჟურნალისტი, ქართული ოლიმპიური მოძრაობის უდიდესი მემატიანე, კავკასიისა და ჰიმალაის მწვერვალებთან მებრძოლი და ბოლოს, უშესანიშნავესი ადამიანი – ავთანდილ გურასაშვილი ჩვენთან აღარ არის. ბატონ ავთოს თვალსაწიერი, ქართული სპორტის სიყვარული, შრომისმოყვარეობა სამაგალითო იყო თითოეული “სარბიელელისთვის”. მისი მრავალრიცხოვანი წიგნები ქართულ ოლიმპიზმსა თუ მთამსვლელობაზე უნიკალურობას არასდროს დაკარგავს, ხოლო ავთანდილ გურასაშვილის ფოტოკამერის ობიექტივში მოხვედრილი გამოსახულებებს ვერცერთი ფოტორეპორტიორი ვერ...

კახა!
ჩანაწერი

კახა!

კახა შალამბერიძე გარდაიცვალა… ბოღმის ცრემლები გვახრჩობს და სიტყვა ვერ ამოგვითქვამს – კახა აღარ გვყავს, 39 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც სპორტულ ჟურნალისტიკასა და ზოგადად ქართულ სპორტულ სივრცეში უამრავი მოასწრო და კიდევ მეტი უნდა მოესწრო. ის „სარბიელში“ საუკუნეთა გასაყარზე, სრულიად ახალგაზრდა მოვიდა და რედაქციის ვიწრო, გრძელი დერეფანი ერთხელ ბოლომდე გაიარა თუ არა, მაშინვე მივხვდით: ამ ბიჭს წლები...

მედლები თვლით ანუ გილოცავთ ახალ წელს!
ჩანაწერი

მედლები თვლით ანუ გილოცავთ ახალ წელს!

ცხოვრებას უცნაურობები ახასიათებს და ერთ უცნაურობაზე აქ ვთქვათ: 2019 წელი –  ქვეყნისთვის ძალიან მძიმე და რყევებით სავსე – საოცრად წარმატებული გამოდგა ჩვენი სპორტისთვის. თითქოს ქვეყანა სხვა გზით მიდიოდა და სპორტი – თავისით. მედლები თვლითაა და მოდი, დავითვალოთ. 2019 წელს საქართველოს 6 მსოფლიო ჩემპიონი შეემატა ოლიმპიურ სახეობებში და ეს სარეკორდო მაჩვენებელია ქართული სპორტის ისტორიაში! წელს მსოფლიო...

ინტერვიუ მაია ჩიბურდანიძესთან
ჩანაწერი

ინტერვიუ მაია ჩიბურდანიძესთან

მაია ჩიბურდანიძე მქუხარე სახელის და მოკრძალებული ხასიათის ადამიანია. დაფაზე ბობოქარს ცხოვრებაში თავმდაბალ ადამიანად იცნობენ, რომელსაც თავისი დიდებული საჭადრაკო წარსულის შესახებ ბევრი საუბარი არ უყვარს, მით უფრო მასმედიასთან. “სარბიელმა” მოახერხა ქართველი ლეგენდის “გატეხვა” და ინებეთ ვრცელი ინტერვიუ მაიასთან, უამრავ საინტერესო თემაზე, რომელიც ჩვენი ქომაგის გონებას გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე აფორიაქებს…