ფრანგულ footmercato-ს მიაჩნია, რომ ბოლო დღეებში მსოფლიოს ჩემპიონატი უფრო დიპლომატიური კრიზისის და დაძაბულობის კერა იყო, ვიდრე კარს მომდგარი ფესტივალი. ბევრმა დელეგაციამ აშშ-ში შესვლის პროცედურა გააპროტესტა. ზოგს მათთვის გამოყოფილი ბაზები არ მოეწონა. სომალელი მსაჯი ომარ არტანი საზღვრიდან უკან გააბრუნეს. ერაყელი თავდამსხმელი აიმენ ჰუსეინი ჩიკაგოში რამდენიმე საათით დააკავეს, მისი გუნდის ფოტოგრაფი კი ქვეყანაში უბრალოდ არ შეუშვეს. სენეგალის,...
კატეგორია: მთავარი ამბავი
იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
„ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავმა ლამინ იამალმა იუთუბზე დადო ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ 2025 წელს „ოქროს ბურთის“ მოგებაში ეჭვი არ ეპარებოდა და იმ ფაქტმა, რომ ჯილდო სხვას ერგო ის როგორც პიროვნება გააძლიერა. მოგეხსენებათ, „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვით გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელი „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ოსმან დემბელე გახდა. „გულწრფელად გეტყვით, იმ დღეს „ოქროს ბურთის“ მოგებაზე...
ფლორენტინო: წინ ბევრი ისტორიული მოვლენაა!
ფლორენტინო პერესი კვლავ „რეალის“ პრეზიდენტია. მან კვირას, 7 ივნისს, მის მიერვე გამოცხადებულ ვადამდელ არჩევნებში დაამარცხა კონკურენტი ენრიკე რიკელმე და 2030 წლამდე უხელმძღვანელებს „ლოს ბლანკოსს“. არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ „რეალის“ გულშემატკივართა შორის ბოლო წლებისთვის უჩვეულო აზრთა სხვადასხვაობაა. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხმათა 65%-ი 35%-ის წინააღმდეგ დიდი უპირატესობაა, მაგრამ თუ წინა არჩევნებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ სურათი მნიშვნელოვნად...
ზვერევის პირველი სლემი
„როლან გაროსის“ კაცთა ფინალი ხანგრძლივი და ხუთსეტიანი გამოდგა. გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა იტალიელი ფლავიო კობოლი 6:1; 4:6; 6:4; 6:7; 6:1 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირი პირველად მოიგო. მატჩი 4 საათსა და 19 წუთს გაგრძელდა. ზვერევი სეტებში მუდმივად წინ იყო. იტალიელმა ორჯერ გაათანაბრა, მაგრამ გადამწყვეტი სეტი ისევ ზვერევმა აიღო. გერმანელი აქამდე ორ ფინალში იყო – 2020 წელს ამერიკაში...
ერიქსენი სიკვდილს მოედანზე ეთამაშება
კრისტიან ერიქსენი ისევ გადარჩა… დანიისა და უკრაინის ამხანაგური მატჩისას ის ცუდად გახდა და მოედანზე უგონოდ დავარდა. საზარელი ინციდენტი იყო. ერიქსენს პირველადი სამედიცინო დახმარება იქვე აღმოუჩინეს და ითქვა, რომ ის გონზე მოვიდა. ცხადია, დანიელი ფეხბურთელი მაშინვე ქალაქ ოდენსეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მატჩის ორგანიზატორებმა, ორივე ნაკრების წარმომადგენლებმა და მსაჯთა ბრიგადის გადაწყვეტილებით მატცი ჩაიშალა. ჯერჯერობით სულ ესაა, ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობის...
როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
„როლან გაროსის“ ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მირა ანდრეევამ პოლონელი მაია ხვალინსკა 6:3; 6:2 დაამარცხა. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ანდრეევამ მარტივად მოიგო. თუ რეიტინგებს გადავხედავთ, ეს მოსალოდნელიც იყო – მირა მერვე ჩოგანია, ხოლო ხვილინსკა – 114-ე. თუმცა, პოლონელს „როლან გაროსზე“ ჩინებული გამოსვლა გამოუვიდა: საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ფინალში გავიდა. ერთია, გადამწყვეტ მატჩში მეტოქე ბევრად უკეთესი იყო. მატჩი...
საქართველომ ვარჯიში მოიგო
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ფანჯრის პერიოდში მეორე ამხანაგური მატჩი ითამაშა და ბაჰრეინს 2:0 მოუგო. რუმინეთისგან განსხვავებით ვილი სანიოლმა სხვა შემადგენლობა ათამაშა. შერეული შემადგენლობით ფრანგმა სპეციალიტმა ის ფეხბურთელები მოსინჯა, ვისაც დრო იშვითად ეძლევა. ფაქტობრივად, ვივარჯიშეთ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ კარგად ვითამაშეთ. ფაქტი ერთია – მარტივად მოვიგეთ. გასაკვირიც არ იყო – სუსტი მეტოქე გვყავდა. უგოლო და უინტერესო პირველი...
ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
„მანჩესტერ სიტის“ პატრონმა ხალდუნ ალ-მუბარაქმა განაცხადა, რომ კლუბში გატარებული 10 წლის განმავლობაში მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, როდესაც რამით უკმაყოფილო იყო, რეგულარულად იმუქრებოდა გუნდიდან წასვლით. „არ ვიცი, აღიარებს თუ არა ამას პეპი, მაგრამ ზოგჯერ მისთვის ფსიქიატრის როლს ვასრულებდი. ამის გაკეთება მარტივია კარგი პერიოდის დროს, თუმცა მძიმე მომენტებიც გვქონია. და იმ მომენტებში, როდესაც გვარდიოლას რაღაც არ გამოსდიოდა, ამ...
ფავორიტები გავარდნენ
„როლან გაროსზე“ ამბები ხდება, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. კაცთა შორის ხომ უამრავი სენსაცია დაფიქსირდა, მაგრამ არც ქალები ჩამორჩნენ. დანილ მედვედევის, იანიკ სინერისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის შემდეგ ბულონის ტყიდან აბარგება ქალთა შორის პირველ ჩოგანს, არინა საბალენკასაც მოუწია. ბელარუსი მეოთხედფინალში რუს დიანა შნაიდერთან 6:3; 5:7; 0:6 დამარცხდა. წაგებაც არის და წაგებაც – საბალენკას პირველი სეტი მოგებული ჰქონდა, მეორეშიც 5:3...
ვინ რამდენ ფეხბურთელს აგზავნის მსოფლიოს ჩემპიონატზე?
მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ლიგა 1 უფრო მეტი ფეხბურთელით იქნება წარმოდგენილი ვიდრე იტალიური სერია A. ამის მიზეზი რასაკვირველია „სკუადრა აძურას“ ჩავარდნაა ― იტალიის ნაკრები მუნდიალზე ვერ მოხვდა. პირველ ადგილზე უკონკურენტოდ არის ინგლისის პრემიერლიგა ― 163 მონაწილე. გერმანულ ბუნდესლიგას მუნდიალზე 100 ფეხბურთელი ეყოლება, ესპანურ ლა ლიგას ― 81. მათ 79 წარმომადგენლით მოსდევს საფრანგეთი. რაც შეეხება სერია A-ს...









