საქართველოს ნაკრების მსგავსად, „დინამოზე“ ესპანეთის ნაკრებმაც ივარჯიშა, მათი მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე კი ვარჯიშამდე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. იოლ თამაშს ნამდვილად არ ველით. საქართველოს ნაკრებში კარგი თაობაა, ქართველი ფეხბურთელები ბოლო დროს ევროპის ძლიერ კლუბებში თამაშობენ. თუმცა, გვჯერა, რომ ამ მატჩში სასურველ შედეგს მაინც მივაღწევთ. კვარაცხელიას დონის მოთამაშე ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ვილი სანიოლმა კარგად ორგანიზებული...
კატეგორია: დავთარი
სანიოლი: მთავარია, დავალებები შესრულდეს…
საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან მატჩის წინ „დინამოზე“ ივარჯიშა, მანამდე კი მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა, საქართველოს ნაკრები ურთულესი ჯგუფიდან გავიდა და ეს უკვე დიდ წარმატებად მიმაჩნია. საწყენი იყო ისრაელთან პლეი ოფში წაგება. მთავარია, რომ ახალგაზრდებს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცათ. საზონოვი იტალიაში გადავიდა, კალანდაძე ეროვნულ გუნდში მოვიწვიეთ. შესასრჩევ ციკლის მეოთხე...
ალკარასი და ჯოკოვიჩი ფინალის გამეორებას აპირებენ
ამერიკის ღია პირველობა დასასრულისკენ მიდის და, შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ კაცთა შორის წინა „დიდი მუზარადის“ ფინალი განმეორდეს. ყოველ შემთხვევაში კარლოს ალკარასი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ამასთან ახლოს არიან. მეოთხედფინალში ჯოკოვიჩმა ისევ მარტივად იმარჯვა – სერბმა ჩოგბურთელმა ამერიკელი ტეილორ ფრიტცი 6:1; 6:4; 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში კიდევ ერთ მასპინძელს, ბენ შელტონს გაეჯიბრება, რომელმაც თავის მხრივ თანამემამულე ფრენსის...
ნეტავ, ვინ არის?..
არ მოუხდა „დილას“ ანდრი დემჩენკოს ბათუმში წასვლა. გორელებმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგეს და ორივეში 3-3 გოლი გაუშვეს. ამჯერად „სამტრედიასთან“ – 1:3 დამარცხდნენ. სამტრედიელები გასავარდნ ზონაში არიან თუმცა უკვე მიჯრით მესამე მატჩია აღარ აგებენ. ამასთან, იმერულმა გუნდმა 28 მაისის მერე პირველად გაიმარჯვა. „საბურთალომ“ „გაგრა“ 5:0 გაანადგურა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ყოფილმა სამტრედიელმა, საბუთალოელთა 25 წლის კამერუნელმა, სირილ ჩამბამ....
იგივე და იგივენი
„თელავი,“ რომელსაც სტუმრად მიჯრით სამჯერ გაემარჯვა, „დინამოს“ მასპინძლობდა და სულ ცოტა დააკლდა მორიგ სამ ქულამდე. 92-ე წუთი მიმდინარეობდა და ანგარიში 2:2 გახლდათ, როცა მსაჯმა, გიორგი ყრუაშვილმა სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მაგრამ ჯეფერსონ ჯერალდოს დარტყმული დავით კერესელიძემ მოიგერია… ახლა კახელებს 21 ქულა მოუგროვდათ და უკვე სამი პუნქტით დაშორდნენ ფლეი-აუტის ზონას. „დინამო“ კი ისევ მესამეა. „დილამ“ დროებითი...
სამიც გაირკვა…
კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა და კიდევ სამმა გუნდმა მოიპოვა შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება. ერთ-ერთი სლოვენიაა, რომელმაც საქართველოს 88:67 მოუგო. ჯგუფში მეორე საგზურის ბედი სამ გუნდში უნდა გადაწყდეს, სადაც საქართველოს ყველაზე კარგი შანსი აქვს. მეორე ეტაპზეა ესპანეთის ნაკრებიც, რომელმაც ბრაზილიას 96:78 აჯობა და G ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს. ჯგუფის მეორე საგზურის ბედს...
კარკაძის და შვანგირაძის სუპერსტარტი
ნაკრებს მიღმა დარჩენილმა ქართველმა მორაგბეებმა ახალი სეზონი ძალიან წარმატებულად დაიწყეს. კერძოდ, ცუდი არასასურველი სპორტული ფორმის მიზეზით მსოფლიო თასზე წამსვლელთა შორის ვერმოხვედრილმა ვანო კარკაძემ „მონპელიეში“ თავის სადებიუტო მატჩში ევროპის საკლუბო ჩემპიონი „ლა როშელი“ დაალელოვა, ხოლო ნაკრებს მიღმა მესამეხაზელებში უდიდესი კონკურენციის პირობებში მიღმა დარჩენილმა ბექა შვანგირაძემ თავისი „ორიაკის“ პირველი სეზონური ლელო გაიტანა და გუნდის მიერ „რუანის“ ძლევაში...
ბათუმი გეგუჩაძის გარეშე
22-ე ტურის მთავარი ამბავი ის იყო, რომ გია გეგუჩაძემ „ბათუმი“ დატოვა. ის ადრეც აპირებდა წასლას, „შავი ზღვის მეკობრეების“ ულტიმატუის შემდეგ, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გააჩერა, სეზონს ჩავამთავრებთ და მერე ვნახოთო. მაგრამ გეგუჩაძე მაინც წავიდა, თავისი ნებით. ალბათ ბოლო წვეთი ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ ნათამაშები ფრე იყო. ბათუმელები იმერლებთან აგებდნენ და ლიგის საუკთესო მეგოლემ, ჯოვინო ფლამარიონმა...
22:7 – აშშ რუმინეთზე მაგარი ყოფილა
ამერიკელები რუმინელებზე ბევრად ყოჩაღები გამოდგნენ და საწყენია, რომ მსოფლიო თასზე „სტეჟარები“ ითამაშებენ და არა „არწივები“. ამერიკის შეერთებული შტატების მორაგბეთა ნაკრებმა „მესხზე“ ერთობ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ბორჯღალოსნებს, რომლებსაც კარგი სპარინგი ხომ გამოუვიდათ და გარდა ამისა, ქართველებს 26 აგვისტოს ედინბურგის „მარიფილდზე“ გასამართი ბოლო ტესტის წინ განწყობაც აბსოლუტურად დადებითი შეექმნათ. 22:7 – ასეთი ანგარიშით მოიგეს ლევან მაისაშვილის ბიჭებმა,...
აშშ – ბორჯღალოსანთა გამომცდელი N2
შაბათს, 19 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“ კვლავ დიდი რაგბია – 19 საათზე დაიწყება მატჩი საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებებს შორის. ეს თამაში ბორჯღალოსანთათვის იქნება მსოფლიო თასისთვის გენერალური რეპეტიცია N2. ერთი კვირის წინ ლევან მაისაშვილის გუნდმა რუმინეთის ნაკრებს ისტორიაში ერთ-ერთი უმწარესი მარცხი აგემა – 56:6. რუმინეთი ნაკლებად გვადარდებს, აი, ამერიკის ნაკრებმა კი ორი კვირის წინ იმავე რუმინეთს ბუქარესტში...









