ინგლისის ნაკრების მხსნელი ჯუდ ბელინგემი დისკვალიფიკაციას გადაურჩა, ჯარიმა აკმარეს. მას ელ კლასიკომ უშველა. გაირკვა, რომ აპრილში, „რეალისა” და „ბარსელონას” შეხვედრაში „ოქროს ბურთის” კანდიდატს გოლი ისევე აღუნიშნავს, როგორც ევრო 2024-ზე სლოვაკეთთან თამაშის დროს აღნიშნა. დაასკვნეს, რომ ბელინგემს სლოვაკების შეურაცხყოფა გულში არც გაუვლია, რასაც დაემატა ის გარემოება, რომ სლოვაკეთის დელეგაციას უეფაში არ უჩივლია და როგორც გერმანული „ბილდი”...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ქოჩორა ბურთის ამრთმევი
ესპანური პრესა ხაზს უსვამს, რომ „ლევანტეს” ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი მეოთხედფინალამდე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო „ორთაბრძოლების მომგები” ან თუ გნებავთ „ბურთის წამრთმევი” ფეხბურთელი გახდა. ეს ინფორმაცია სპორტული სტატისტიკის კომპანია Sofascore-ზე დაყრდნობით გავრცელდა. ქოჩორამ ოთხ შეხვედრაში 31-ჯერ აართვა მოწინააღმდეგეს ბურთი. მეორე ადგილზე არის ესპანელი ნახევარმცველი ფაბიან რუისი (29), მესამეზე კი გერმანელი ვარსკვლავი ტონი კროოსი (28). ქოჩორაშვილმა თურქეთთან...
კრიშტიანუს ანტირეკორდი
პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ევრო 2024-ის სლოვენიასთან მერვედფინალურ მატჩში პენალტი ვერ გაიტანა. 39 წლის პორტუგალიელის დარტყმა იან ობლაკმა 105-ე წუთზე მოიგერია. რონალდუსთვის ეს გაცუდებული პენალტი პირველი იყო 2022 წლის თებერვლის შემდეგ. თავის მხრივ, ობლაკმა 2022 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოიგერია 11-მეტრიანი. რონალდუ ასევე გახდა პირველი ევროპელი 21-ე საუკუნეში, რომელმაც კონტინენტის პირველობაზე სამი პენალტი გააცუდა....
იამალმა რონალდუ გაიმეორა
თავდამსხმელი ლამინ იამალი პირველი მოზარდია, რომელმაც რამდენიმე საგოლე გადაცემა შეასრულა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიელი ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ. შეგახსენებთ, რომ იამალ საგოლე პასით გამოირჩა ტურნირის მერვედფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებთან (4:1). 16 წლის ფორვარდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროფლეი-ოფის ისტორიაში, რომელმაც საგოლე გადაცემა გააკეთა. ევროპის 2024 წლის მიმდინარე ჩემპიონატზე იამალმა მონაწილეობა მიიღო ოთხ მატჩში, რომელშიც...
ბელინგემის უნიკალური მიღწევა
ევრო 2024-ის მერვედშფინალურ მატჩში ინგლისის ეროვნულმა გუნდმა სლოვაკეთისას დამატებით დროში 2:1 მოუგო (1:1 – ძირითადი დრო). მატჩის ძირითად დროში ინგლისელებისგან გოლი ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა გაიტანა. მან თავი 90+5-ე წუთზე გამოიჩინა, რის წყალობითაც თამაში დამატებით დროში გადავიდა. გოლის მომენტში ტაბლოზე დაფიქსირდა დრო 94:34. ამრიგად, ბელინგემი გახდა ინგლისის ნაკრების ყველაზე გვიანი გოლის ავტორი დიდ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი/ევრო),...
მამარდაშვილი ევროზე მეშვიდე მეკარეც კი არ ყოფილა
რამდენი უცნაური კაცი ჰყავს ამ ქვეყანას გნებავთ საქართველოში და გნებევთ მის ფარგლებს გარეთ. ერთ-ერთი მათგანი მადრიდის „რეალის” ყოფილი მეკარე ფრანსისკო იგივე პაკო ბუიო ყოფილა. ბუიო 66 წლისაა. მან 1986-1997 წლებში „რეალის” შემადგენლობაში 343 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მანამდე „სევილიაში” ჩაატარა 199 შეხვედრა. უფრო ადრე ბუიოს 122 მატჩი აქვს ნათამაშევი „დეპორტივო ლა კორუნიას” შემადგენლობაში და მართალია ესპანეთის...
თურქების ჭარბი ენერგია და ყვითლები
თურქეთმა მორიგ დიდ შედეგს მიაღწია — ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა, მაგრამ ამ დიდ ზეიმს ჩეხებთან თამაშის მიწურულს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან, კერძოდ კი თავდამსხმელ ტომაშ ჩორისთან ჩხუბით ჩრდილი მიადგაო, წერს ესპანური AS. მადრიდულ გამოცემას თურქების ამბავი განსაკუთრებით იმიტომ აინტერესებს, რომ 19 წლის არდა გიულერი „რეალის” ფეხბურთელია. შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე თურქეთთან საქართველოს ნაკრებმაც ითამაშა და 1:3...
კვარას და დი ლორენცოს გამო სტაგნაციაა
იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ალფრედო პედულამ „ნაპოლიში” შექმნილი მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა: „რაფა მარინის შეძენის საკითხი კვლავაც აქტუალურია, სამაგიეროდ ყოვნდება ალესანდრო ბონჯორნოს „ტორინოდან” გადაბირება. ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე არაფერი გაირკვევა. ასევეა ყველა იმ ფეხბურთელთან დაკავშირებით, ვინც ევრო 2024-ში მონაწილეობს”, — თქვა პედულამ. „აძურისთან” დაკავშირებით მან აგრეთვე დასძინა: „რაც შეეხება ბელგიელი ცენტრთავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს ამბავს, მე...
ყავა და მიკროფონი
ხალხს ასეთი რაღაც ართობს: წარსულში ცნობილმა გერმანელმა ვარსკვლვავმა ბასტიან შვაინშტაიგერმა მიკროფონის ნაცვლად პირთან ყავის ჭიქა მიიტანა და მასში ლაპარაკობდა. 39 წლის ვარსკვლავმა, რომელიც კარიერის განმავლობაში „ბაიერნში“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ჩიკაგო ფაიარში“ თამაშობდა ეს უწყინარი შეცდომა გერმანული ტელეარხის ARD-ს ეთერში, გერმანიისა და შვეიცარიის (1:1) თამაშის წინ დაუშვა. შვაინშტაიგერი წამყვან ესთერ ზედლაჩეკთან ერთად იყო ეთერში, როდესაც ჯერ...
ევრო 2024: მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელები
დასრულდა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური და შეგვიძლია გაგაცნოთ ყველა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა: 19/06 ხორვატია-ალბანეთი 2:2 ანდრეი კრამარიჩი 19/06 გერმანია-უნგრეთი 2:0 ილქაი გუინდოგანი 19/06 შოტლანდია-შვეიცარია 1:1 მანუელ აკანჯი 20/06 სლოვენია-სერბეთი 1:1 ჟან კარნიჩნიკი 20/06 დანია-ინგლისი 1:1 პიერ-ემილ ჰოიბერგი 20/06 ესპანეთი-იტალია 1:0 ნიკო უილიამსი 21/06 სლოვაკეთი-უკრაინა 1:2 მიკოლა შაპარენკო 21/06 პოლონეთი-ავსტრია 1:3 კრისტოფ ბაუმგარტნერი ...









