მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში 4:1 მოუგო „ჰერტას“. გაუჭირდებოდა… შედეგში და ანგარიშშიც არაფერია საკვირველი, მაგრამ ერთი უცნაურობაა, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ გოლი ვერ გაიტანა. ოთხიდან ვერცერთი. ამაზე თანაგუნდელებმა იხუმრეს და აი, მათი კომენტარებიც: იოზუა კიმიხი: „ლევა გასახდელში ცოტა გაბრაზებული იყო“. თომას მიულერი: „როგორც იქნა, ჩავატარეთ მატჩი, რომელშიც გოლი ვერ გაიტანა… მოხარულები ვართ“. ამასობაში გერმანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ატალანტას მეზარბაზნეები აკლია
ბერგამოს „ატალანტას“ ასეთი სერია ბოლო წლებში არ ჰქონია… გუნდი ცნობილია იმით, რომ ბევრი გოლი გააქვს, შარშანწინდელ სეზონში სულაც 98 გოლამდე ავიდა სერია A-ში, აი, ბოლო პერიოდში კი… ამ სიტუაციას ჩვეულებრივი მიზეზი აქვს: შემტევებიდან ზოგი ტრავმირებულია, ზოგს – კორონავირუსი შეჰყრია… ბერგამოელებს ყოველ შეხვედრაში მინიმუმ 7-8 კაცი აკლიათ, უმრავლესობა კი შეტევის ხაზიდან. მოკლედ, მეზარბაზნეები არ ჰყავთ. ამას...
გველი სტადიონზე
ამერიკულ მლს-ში ახლა შესვენებაა და გუნდები შეკრებას გადიან. „ინტერ მაიამი“ ფლორიდაშია, ვარჯიშობს და სანახავად მოულოდნელი სტუმარი მიუვიდათ: გველი… ნახევარმცველი ბრეკ შეი არ შეშინდა, მიუახლოვდა, ფრთხილად აიყვანა და სანაგვე ყუთში გადააგდო. მერე კი, არ ვიცით მისი ბედი. ბრეკ შეი თურმე გაწვრთნილი ყოფილა ასეთ ამბებში: „სახლში გვყავდა გველიც, კუც და სხვა ქვეწარმავლებიც. ხალხის უმრავლესობას მათი ეშინია, მაგრამ...
ჯაკა მამაძაღლია თუ არა?
გრანიტ ჯაკამ 18 დეკემბერს, „არსენალისა“ და „ლიდსის“ შეხვედრაში ჯარიმა იმდენს ხანს არ დაარტყა, რომ მსაჯმა ანდრე მარინერმა ყვითელი ბარათი აჩვენა. ახლა ამბობენ, შესაძლოა ჯაკამ ეს განზრახ გააკეთა, რადგან მავან კლიენტს ერთ-ერთ ტოტალიზატორში 52 000 გირვანქა ჰქონდა დადებული რომ ამ შეხვედრაში ჯაკა ყვითელს მიიღებდა და 250 000 ათასი მოიგო კიდეცო. ის თამაში დამთავრდა 4:1 „არსენალის“ გამარჯვებით....
ფატის ცრემლები
ანსუ ფატი ისევ დაშავდა და ტირილით გავიდა მოედნიდან… ეს მოხდა „ბილბაო” —„ბარსელონას” სათასო მატჩის დროს, რომელიც ბასკებმა 3:2 მოიგეს და კატალონიელები მერვედფინალიდან გამოთიშეს. 19 წლის ფატი მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე, მაგრამ 35 წუთში ტრავმის გამო შეცვალეს. ეს უკვე დამატებით დროში მოხდა. „ბარსელონას“ 10 ნომერს თითქოს არაფერი სჭირდა, კონტაქტიც არ იყო, მაგრამ აჩქარებისას პრობლემა შეექმნა. ზოგადად...
ჯერარდი ვეღარ ჩერდება
სტივენ ჯერარდი „ასტონ ვილაში“ ეტყობა მართლაც რევოლუციას აპირებს. ფილიპე კოუტინიო ხომ გადაიყვანა იჯარით „ბარსელონადან“ და ბრაზილიელმაც პირველივე შეხვედრაში გაუმართლა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სადებიუტო მატჩში (2:2), გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა. კოუტინიოს გარდა ბირმინგემელებმა კიდევ სამი მოთამაშე – შვედი მეკარე რობინ ულსენი (ასევე იჯარით), მარცხენა მცველი, ლუკ დინი და საკუთარი აკადემიიდან ჭაბუკი კერ სმითი დაიმატეს. საუბარია მადრიდის...
ტრაქტორი და ფეხბურთი
ინგლისის მეოთხე დივიზიონში ინციდენტი მოხდა და მოედანზე ტრაქტორი დასჭირდათ. „პორტ ვეილი“ „სოლფორდს“ ეთამაშებოდა. მასპინძელთა ფეხბურთელი კონორ ჰოლი ცდილობდა, გოლისგან გადაერჩინა თავისი გუნდი და ძელს შეასკდა. ეტყობა, ჰოლი იმდენად ძლიერია ფიზიკურად, ან ძელი უხარისხო იყო და გადაიღუნა. მინი-ტრაქტორის საშუალებით გაასწორეს. Things you don't expect to see on a football pitch 🚜 Port Vale's game with Salford...
მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად, ვმღერი ქართულად…
განა ქვეყანა დაიქცა, თუკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავის ბანერზე დაწერს TOGETHER. უარესებიც დაწერილა და კიდევ დაიწერება. განა ქვეყანა აშენდებოდა, ამ ბანერზე ლათინურის ნაცვლად ქართული მოხაზულობით რომ დაეწერათ ერთად. არც იმით დაიქცა და არც ამით აშენდებოდა, თუმცა, ჩვენი სათქმელი საყვარელმა პოეტმა, მურმან ლებანიძემ წლების წინ უკვე თქვა. მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად ვმღერი ქართულად მადლობა ღმერთს ნება...
რონალდუმ, მივდივარო
კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ყოფნით უკმაყოფილოაო. მალე მას 37 წელი უსრულდება, თამაშს 40 წლამდე აპირებს და გამარჯვებულად სურს წასვლა. გასულ ზაფხულს მანჩესტერში იმ იმედით დაბრუნდა, რომ შემადგენლობიდან გამომდინარე, იფიქრა გუნდი დიდი მიზნებითვის იბრძოლებდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ახალი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის მისვლის შემდეგ, შიდავითარება კიდევ უფრო აირია. ახლა „იუნაიტედი“ პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილზეა და თამაშის ხარისხის...
თამაში ფეხებზე მეკიდა
„არსენალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილა საყრდენმა ნახევარმცველმა ალექს სონგმა საინტერესო ამბავი გაიხსენა თავისი კარიერიდან. პირდაპირი კაცი ყოფილა კამერუნელი – თქვა, თამაში კი არა, ფული მაინტერესებდაო… „როცა „ბარსელონას“ შემოთავაზებული კონტრაქტი ვნახე და ციფრებს შევხედე, აღარ მიფიქრია. ვიგრძენი, რომ როცა კარიერას დავასრულებდი, ჩემს ცოლსა და შვილებს კომფორტული მომავალი ელოდათ. …სპორტულმა დირექტორმა მითხრა, რომ შესაძლოა, ბევრი მატჩი არ ჩამეტარებინა...









