კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
ჩანაწერი

დამთხვევა თუ ჯადო?

ხომ გახსოვთ, არცთუ მრავალი წლის წინ აფრიკაში თუ სადღაც უფრო შორს, შამანები, ქურუმები და მსგავსი ტიპები მეტოქე გუნდის მწვრთნელებზე თუ ფეხბურთელებზე რაღაცებს შამანობდნენ, ჯადოქრობდნენ და ათასგვარ ხერხს მიმართავდნენ თავისი სათაყვანებელი გუნდის დასახმარებლად. ანდა აფრიკა და პაპუასები რად გვინდა – ქართულ საფეხბურთო რეალობაშიც იყო მსხვერპლშეწირვის მომენტი, თან ზედ სტადიონის საფეხბურთო კარის ქვეშ… ჰოდა, რად დაგვჭირდა ეს...

ლედესმა, დიდი ადამიანი!
ჩანაწერი

ლედესმა, დიდი ადამიანი!

„კადისისა” და „ბარსელონას” შეხვედრაში, რომელიც კატალონიელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა, ისეთი რამ მოხდა, რაც ფეხბურთის მატჩზე, ანგარიშზე, მოგებასა და წაგებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია. მასპინძელთა ანუ „კადისის” არგენტინელმა მეკარემ ხერემიას, იგივე კონან ლედესმამ მთელი მინდორი გადაკვეთა და გულშემატკივარს, რომელსაც ტრიბუნაზე გულის შეტევა მოუვიდა, დეფიბრილატორი მიურბენინა. ლა ლიგის თამაში „ესტადიო ნუევო მირანდილაზე” თითქმის ერთი საათით შეჩერდა. ამ მომენტისთვის ჩავის...

თანაგუნდელებს სჯობდა და მერე როგორ
ჩანაწერი

თანაგუნდელებს სჯობდა და მერე როგორ

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” სტუმრად 1:2 წააგო „რაიო ვალეკანოსთან”. ქართველმა გოლკიპერმა ძლიერად ითამაშა, რასაც ესპანურ პრესაში მიღებული შეფასებაც მოწმობს. plazadeportiva-მ მამარდაშვილს თანაგუნდელებს შორის ყველაზე მეტი 6,5 ქულა დაუწერა და მაღალ ნიშანს ასეთი ტექსტი დაურთო: „ქართველი მეკარე თანაგუნდელებს ერთი თავით სჯობდა. მან „ვალენსია” „რაიო ვალეკანოსთან” განადგურებისგან იხსნა”. AS-მა კი გიორგის თამაში 8 ქულით შეაფასა: „მამარდაშვილმა ვარსკვლავურად ითამაშა....

თამაში, რომელიც უნდა მოგვეგო
ჩანაწერი

თამაში, რომელიც უნდა მოგვეგო

„სპეციასთან” 1:0 გამარჯვების შემდეგ „ნაპოლის” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ Dazn-ს გაუზიარა თავისი შთაბეჭდილებები. „ჩვენთვის არსებობს მხოლოდ ფუნდამენტური მატჩები, დერბები ან შეხვედრები, რომლებიც ცხრილში მაღალი პოზიციის შესანარჩუნებლად აუცილებლად უნდა მოვიგოთ. „სპეციასთან” შეხვედრა იმ კატეგორიის იყო, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო, რათა ცხრილში მაღალი პოზიცია შეგვენარჩუნებინა. გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა გვქონდა. ჯამში კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. რთული მატჩი...

ინგლისური კლუბები ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ჩაატარებენ
ჩანაწერი

ინგლისური კლუბები ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ჩაატარებენ

დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალების მიუხედავად ინგლისური კლუბები „ჩელსი”, „ლივერპული”, „მანჩესტერ სიტი” და „ტოტენჰემ ჰოთსფური” ჩემპიონთა ლიგის თამაშებს ჩაატარებენ. გაერთიანებული სამეფო გლოვობს მონარქს, რომელიც ისტორიაში ყველაზე მეტ ხანს იჯდა ტახტზე. ამის გამო პრემიერლიგისა და სხვა ლიგების შეხვედრები, რომლებიც ამ დღეებში უნდა გამართულიყო, გადაიდო. ჩემპიონთა ლიგას კი გადადება როგორც ჩანს არ ემუქრება. „ტოტენჰემი” სამშაბათს ლისაბონში...

მამარდაშვილს მარქაფა სჭირდება
ჩანაწერი

მამარდაშვილს მარქაფა სჭირდება

„ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მარქაფა ხაუმე დომენეკი სერიოზულად დაშავდა, ჯვარედინი მყესები გაუწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სეზონში ის გუნდს ვეღარ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში „ღამურებმა” ჰოლანდიურ „ნაიმეგენს” მიჰყიდეს იასპერ სილესენი, რის შემდეგაც თავისთავად ასე დალაგდა: მთავარი მეკარე მამარდაშვილი, მეორე ხაუმე და მესამე კრისტიან რივერო. ხაუმე დომენეკის დაშავების შემდეგ გამოდის, რომ მეორე პოზიციაზე რივეროა, რაც...

ჰოლანდი – 72 გუნდზე უკეთესი
ჩანაწერი

ჰოლანდი – 72 გუნდზე უკეთესი

საინტერესო დაკვირვება გამოაქვეყნა ტვიტერზე Whoscored-მა. „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელმა ახალწვეულმა ერლინგ ჰოლანდმა მიმდინარე პრემიერლიგის 6 მატჩში 10 ბურთი გაიტანა. ეს უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე ტოპ-5 ლიგის (საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია, ესპანეთი) 72 გუნდს ერთად აღებული აქვს. 22 წლის ნორვეგიელი ამ ზაფხულს გადავიდა „სიტიში“ „დორტმუნდიდან“  60 მილიონი ევროს სანაცვლოდ და ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ანრიმ ჰოლანდს მბაპე ამჯობინა
ჩანაწერი

ანრიმ ჰოლანდს მბაპე ამჯობინა

„არსენალის“, „ბარსელონასა“ და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ თვისტომ ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა ერლინგ ჰოლნდსა და კილიან მბაპეზე. საინტერესოა, რომ ფრანგმა ნორვეგიელს ფრანგი ამჯობინა. „მბაპეს მომენტების შექმნაც შეუძლია და დასრულებაც. ჰოლანდი მხოლოდ ასრულებს შეტევებს. მბაპეს ცენტრში, მარჯვნივ და მარცხნივ თამაში შეუძლია, ჰოლანდს მხოლოდ ცენტრში. მბაპე მეტად უნივერსალურია, ამიტომ ამ დუელში უპირატესობას მას მივანიჭებდი“, –...

ვილი ესპანეთში საქმეს შეუდგა
ჩანაწერი

ვილი ესპანეთში საქმეს შეუდგა

ამერიკული გამოცდილების შემდეგ, ვილი ისიანი უკვე ესპანეთშია. ის „კასერესს“ შეუერთდა. ქართველი კალათბურთელის მიმართ სიმპატია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გამოხატა, რომელმაც ჩვენებურს სამიანების სროლა და პარკეტზე გადაადგილება მოუწონა. ვილიმ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა და ხელი ერთ წლიან კონტრაქტსაც მოაწერა. ევროპაში კიდევ ერთი ქართველი ჩვენი კალათბურთისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია… LEB Oro-ში 18 კლუბი მონაწილეობს. პირველადგილოსანი ავტომატურად გადადის უმაღლესში,...

იტალიელებმა გაიგეს: კვარას შეძენა ნაპოლიმდე იუვენტუსს უნდოდა
ჩანაწერი

იტალიელებმა გაიგეს: კვარას შეძენა ნაპოლიმდე იუვენტუსს უნდოდა

რადიო Kiss Kiss Napoli იტალიელ მსმენელს აუწყებს, რომ „ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა „იუვენტუსსაც” უნდოდა. რადიო აგენტ ჯენარო დი ნარდოს სიტყვებს ეყრდნობა, რომელიც კვარასთან დაკავშირებულ ოპერაციაში მონაწილეობდა. დი ნარდო: „ის უნივერსალური ფეხბურთელია, ადაპტაციის დიდებული უნარი აქვს. ყველაფერი კარგად მიდის. „ნაპოლიმ” ნამდვილად იყოჩაღა კვარაცხელია რომ შეიძინა. როდესაც შეამჩნიეს, ის რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა, რუსეთის ლიგა კი...