ინგლისური კლუბები ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ჩაატარებენ

Home აქეთურ-იქითური ინგლისური კლუბები ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ჩაატარებენ
ინგლისური კლუბები ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ჩაატარებენ

დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალების მიუხედავად ინგლისური კლუბები „ჩელსი”, „ლივერპული”, „მანჩესტერ სიტი” და „ტოტენჰემ ჰოთსფური” ჩემპიონთა ლიგის თამაშებს ჩაატარებენ.

გაერთიანებული სამეფო გლოვობს მონარქს, რომელიც ისტორიაში ყველაზე მეტ ხანს იჯდა ტახტზე. ამის გამო პრემიერლიგისა და სხვა ლიგების შეხვედრები, რომლებიც ამ დღეებში უნდა გამართულიყო, გადაიდო.

ჩემპიონთა ლიგას კი გადადება როგორც ჩანს არ ემუქრება. „ტოტენჰემი” სამშაბათს ლისაბონში მიემგზავრება „სპორტინგთან” შესახვედრად. „ლივერპული”, რომელიც პირველ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან” 1:4 დამარცხდა, „აიაქსს” მასპინძლობს.

ოთხშაბათს „ჩელსი” მასპინძლობს „ლაიფციგს”, ხოლო „მანჩესტერ სიტი” „დორტმუნდს”.

Wembley pays tribute to Her Majesty Elizabeth II