Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
ჭა
ჩანაწერი

ჭა

აზერბაიჯანის ფორმულა 1-ის წლევანდელი ეტაპი ინცინდენტით დაიწყო. ბაქოს ტრასაზე პირველი თავისუფალი ტესტისას, „უილიამსის“ ბრიტანელმა პილოტმა ჯორჯ რასელმა, ცუდად მიმაგრებულ სადრენაჟო ჭის თავსახურს გადაუარა და ბოლიდის ძირი მნიშვნელოვნად დააზიანა. ვიდეოგამეორებაზე კარგად ჩანს, რომ მანქანას კინაღამ ცეცხლი მოედო. პირველი ტესტი ამით შეწყდა. ორგანიზატორებმა უსაფრთხოების მიზნით, ვარჯიშის გადადება გადაწყვიტეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლუქი რასელის წინ მრბოლავი „ფერარის“ პილოტის,...

სად არის აზარი?
ჩანაწერი

სად არის აზარი?

ყოველგვარი გამოკიხთვა ერთგვარად სიმბოლურ ხასიათს ატარებს და სათავეშივეა ჩადებული გარკვეული უსამართლობის ელემენტი. ასე არ არის? როგორ შეიძლება ერთი ადამიანი იმდენად სჯობდეს სხვებს, რომ ულაპარაკოდ საუკეთესოდ დაასახელო. ეს იგივეა, ერთი საყვარელი წიგნის, ფილმის ან სიმღერის ამორჩევა რომ გთხოვოთ ვინმემ. აი, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის სიმბოლური ნაკრების სია გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე საკამათო კანდიდატია....

აღდგომას ბათუმი პირველია
ჩანაწერი

აღდგომას ბათუმი პირველია

ზღაპარი ბათუმში ბათუმში, ქართული რეალობისთვის უცნაური თამაში გაიმართა. ბათუმის „დინამომ“ ლიდერ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. თუმცა, მე-18 წუთისთვის 0:2 აგებდა. ნაღდი თრილერი გამოვიდა. და ტრიბუნებზეც ისეთი ამბავი იყო, კაცს თავი ზღაპარში გეგონებოდა. უყვართ ბათუმში ფეხბურთი და ახალი, ლამაზი სტადიონიც ალალი იქნება მათზე. მაშ ასე, მეორე წრე საინტერესოდ დაიწყო. ლიდერი შეიცვალა – პირველ ადგილზე „ბათუმია“....

რეტრო – ლივერპული
ჩანაწერი

რეტრო – ლივერპული

ინგლისურ ტაბლოიდებში „ლივერპულის“ საგაისო ახალი ფორმის ფოტოები გამოჩნდა. მართალია, „წითლების“ ქომაგები ამჟამად პრემიერლიგის გამალებულ საჩემპიონო რბოლაში ჩაფლულან, მაგრამ სიახლე არც მათთვის დარჩენილა შეუმჩნეველი. ფორმის დიზაინი რეტრო სტილშია გადაწყვეტილი და ძალიან ჰგავს 1984 წლის ანალოგს, როცა ლეგენდარულმა დალგლიშმა და კომპანიამ ფინალში „რომა“ დაამარცხეს (4:2 პენალტებით) და მეოთხედ აღმართეს ჩემპიონთა თასი. საქმე ის არის, რომ მომავალი სეზონი...

შარშანდელივით კონტური…
ჩანაწერი

შარშანდელივით კონტური…

ვითარება იკვეთება ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლოსწინა ტურში, სიტუაცია მოულოდნელად დაიძაბა. ეს ამბავი „საბურთალოს“ საშინაო მარცხს მოჰყვა „ჩიხურასთან“ (2:3). ჩემპიონებმა მეორე შეხვედრა წააგეს მიმდინარე სეზონში და ვინაიდან კონკურენტებმა უდანაკარგოდ ითამაშეს, ახლა ლიდერი უშუალო მდევრებს მხოლოდ ორი ქულით უსწრებს. სხვათა შორის, შარშანდელ დავთარს ჩავხედე და მე-8 ტურის შემდეგ, საბურთალოელებს ანალოგიური შედეგი ჰქონდათ და „დინამოსთან“ ერთად პირველ-მეორე...

ქონდრისკაცი და ცოტაც სხვა…
ჩანაწერი

ქონდრისკაცი და ცოტაც სხვა…

ნავალოვსკის პირველი ბათუმური ელიტაში დაბრუნებულმა ზღვისპირელებმა საწყისი ორი მარცხის შემდეგ, ვითარება გამოასწორეს. ბოლო ხუთ ტურში ოთხჯერ მოიგეს და ახლა თბილისელ თანაკლუბელებთან და „ტორპედოსთან“ ერთად, 2-5 ადგილებს იყოფენ. ბათუმელთა რიგებში სადებიუტო მატჩი ითამაშა საქართველოს ნაკრების 32 წლის ტრავმამოშუშებულმა მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ, რომელსაც ბოლოს ეროვნულ ჩემპიონატში 2015 წლის 7 დეკემბერს ეთამაშა გორის „დილას“ შემადგენლობაში. შენგელიას მეორე...

ანტიტური
ჩანაწერი

ანტიტური

ამ ფორმატით ეროვნული ლიგის გათამაშება 2017 წლიდან ტარდება და ასე ცოტა გოლი ერთ ტურში (6), არცერთ წინამორბედში გასულა. შარშანაც, სხვათა შორის, მე-6 ტურში, 7 გოლი გავიდა. შარშანწინ პირველ ტურშიც მხოლოდ შვიდჯერ დალაშქრეს მეტოქეებმა ერთმანეთის კარი. ამჯერად კი ანტირეკორდი დამყარდა. მთავარი შეხვედრა სამტრედიაში გაიმართა, სადაც „ტორპედომ“ ქართულ დერბიში „დინამოს“ უმასპინძლა. მართალია, გოლები არ გასულა, მაგრამ ტემპი...

რატომ ითამაშა შერიმ?
ჩანაწერი

რატომ ითამაშა შერიმ?

საქართველოს ნაკრების მიერ მარტში ჩატარებული ორი მატჩიდან, ყველაზე მძაფრი ემოცია, ალბათ შვეიცარიასთან შეხვედრაში განვიცადეთ, როცა ჯიმი ტაბიძე და შვეიცარიელი ფაბიან შერი შეეჯახნენ ერთმანეთს. „ნიუკასლის“ მცველმა გონება დაკარგა, იქვე მყოფმა ჯანო ანანიძემ კი ენა დაუჭირა და გადაარჩინა. ევროპულმა მედიამ, შემდეგ ქართველი გმირად შერაცხა. თუმცა, შეხვედრა მაინც ჩაამთავრა. ხოლო ტაბიძე მოგვიანებით შეცვალეს, მას თავი შეუხვიეს და ტრავმიდან...

სანაკრებო პაუზამ საბურთალო დააპაუზა
ჩანაწერი

სანაკრებო პაუზამ საბურთალო დააპაუზა

პირველი ჰეთ თრიქი კვირა საღამოს ტურის მთავარი მატჩი გაიმართა. „დინამომ“ ლიდერ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. მოხდენიათ დინამოელებს სანაკრებო პაუზა, აი, საბურთალოელებს კი აღებული ტემპი გაუცუდდათ, მათ ხომ აქამდე ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდათ მიმდინარე ჩემპიონატში. შეხვედრა კი ერთობ საინტერესო გამოდგა. სტუმარი საბურთალოელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ დინამოელებმა მაინც გამონახეს ძალები და მოიგეს. სამი გოლი გაიტანა ზაფხულში „ტორპედოდან“...

მამლის ცრემლი
ჩანაწერი

მამლის ცრემლი

როგორც იქნა, საშველი დაადგა „ტოტენჰემის“ ახალი სტადიონის გახსნას. ოფიციალურად გამოცხადდა: 1 მილიარდიან, 62 ათასადგილიან სარბიელზე პირველი მატჩი 3 აპრილს გაიმართება. პრემიერლიგის მორიგ ტურში ტოტენჰემი“ თანაქალაქელ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს. ამ მეგაპროექტის შესახებ ჯერ კიდევ თერთმეტი წლის წინათ საუბრობდნენ. თუმცა მისი განხორციელება მხოლოდ 2017 წელს დაიწყო. მერე სამუშაო პროცესი გაიწელა, ხან უსაფრთხოების, ხანაც ტექნიკური პრობლემების გამო. საბოლოოდ,...