Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
The Sun: გმირი ჯანო
ჩანაწერი

The Sun: გმირი ჯანო

გუშინდელი საქართველო-შვეიცარიის ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის (0:2), 24-ე წუთზე, ერთობ უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა: ჩვენი ჯიმი ტაბიძე საჰაერო ბრძოლაში „ნიუკასლის“ მცველ ფაბიან შერს შეეჯახა. ჩვენიანს გატეხილი თავი შეუხვიეს, შერმა კი რამდენიმე წამით გრძნობა დაკარგა. იქვე მყოფი ჯანო ანანიძე უმალ მიეჭრა და პირში ხელის მტევანი ჩასჩარა, რათა დაზარალებულს ენა არ გადაეყლაპა. საბედნიეროდ, ჯანოს მართლაც სასწრაფო დახმარებამ შედეგი...

უკან, მიწაზე…
ჩანაწერი

უკან, მიწაზე…

თითქოს მოულოდნელი არაფერი ყოფილა. უფრო ძლიერმა შვეიცარიამ შედარებით სუსტ საქართველოს მოუგო. საკუთრივ თამაშის სიუჟეტიც ისეთი იყო, ძალიან, ძალიან  ბევრჯერ რომ გვინახავს. ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ, მაგრამ მეტოქემ პირველ ტაიმში მასპინძლები შეაფასა, შესვენების შემდეგ კი ისეთი დასცხო, მტრისას… თითქოსო – ზემოთ  ვთქვით და, ეს იმიტომ, რომ ამ შესარჩევის დასაწყისი, არც ერთ წინამორბედს ჰგავდა. შარშანდელმა წაუგებელმა წელწადმა...

მოტყუებული სქოულზის ამბავი
ჩანაწერი

მოტყუებული სქოულზის ამბავი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ოდინდელი ვარსკვლავი, პოლ სქოულზი, „ოლდემის“ დამრიგებლად დანიშვნიდან 31 დღეში წამოვიდა გუნდიდან. მომატყუესო – თქვა. „საწყენია, მაგრამ იძულებული ვარ, გაუწყოთ, რომ „ოლდემს“ ვტოვებ. ვიმედოვნებდი, კონტრაქტის ბოლომდე, ანუ 18 თვე გავჩერდებოდი კლუბში, მაგრამ ვითარება შეიცვალა. ხელმძღვანელებმა თავიდან ნათქვამი არ შეასრულეს. არადა, ყველამ: ფეხბურთელებმა, ქომაგებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმაც იცოდნენ, რარიგ ამაყი ვიყავი ამ დანიშვნით.“ –...

ასპროცენტიანი საბურთალო
ჩანაწერი

ასპროცენტიანი საბურთალო

„ტორპედო“ რეკორდს ვერ შესწვდა ტურის პირველ მატჩში, „ტორპედომ“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 0:2 დამარცხდა. რკინიგზელებმა ერთობ ორგანიზებული დაცვა დაუპირისპირეს ქუთათურებს, ორჯერ კი კონტრშტევებზე თავად იხეირეს. „ტორპედოს“ ერთი არწაგება დააკლდა ეროვნული ჩემპიონატების რეკორდამდე. არადა, ძალიან შთამბეჭდავი – 27 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რაც ქართულ რეალობაში იშვიათი მოვლენაა. აქედან, რიონისპირელები ელიგაში 22 შეხვედრა არ დამარცხებულიყვნენ და ხუთი...

ზეიმი ბათუმში, გაურკვევლობა – თბილისში
ჩანაწერი

ზეიმი ბათუმში, გაურკვევლობა – თბილისში

საბურთალოს ზედიზედ მეორე „საბურთალომ“ ჩემპიონურად დაიწყო წლევანდელი ელიგა. ორ ტურში ორივე თამაში მოიგო. მით უმეტეს, გამოსარჩევია მეორე, „ლოკომოტივთან“  მატჩი. თუ პირველ ტაიმში რკინიგზელები კიდევ უწევდნენ წინააღმდეგობას თანაქალაქელებს, შესვენების შემდეგ მინდორზე ერთი გუნდი დარჩა. სამი გოლის გარდა, დიასამიძეს მეკარემ პენალტი აუღო და გიმ ძელს გაარტყა ბურთი. ძალიან აჯობა სტუმარმა მასპინძელს. სხვათა შორის, შარშანდელი საჩემპიონო სეზონი გია...

31 – კრისტალლიგა
ჩანაწერი

31 – კრისტალლიგა

ახალი პარტნიორი 1 მარტს, 19 საათზე, „მიხეილ მესხის“ მთავარ მოედანზე, მსაჯმა, კვირიკაშვილმა ჩასტვინა და საქართველოს რიგით 31-ე ჩემპიონატიც დაიწყო, რომელსაც ამიერიდან “კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ ეწოდება. საქმე ის არის, რომ გაზაფხულის პირველივე დღეს, სფფ-სა და კომპანია კრისტალბეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, სფფ ამ კომპანიისგან 2 მილიონ ლარს მიიღებს. ეროვნული ლიგის მთავარი პარტნიორის  მხარდაჭერით, ახალი საფეხბურთო...

ძველი კაცი
ჩანაწერი

ძველი კაცი

შაბათს, „ვესტ ჰემი“ – „ნიუკასლის“ მატჩის დაწყების წინ, ლონდონის ოლიმპიური სტადიონის აღმოსავლეთ ნაწილში, „ჩაქუჩების“ ლეგენდის, ბილი ბონდსის სტენდი გაიხსნება. ის კლუბის მესამე ფეხბურთელია, ბობი მურისა და სერ ტრევორ ბრუკინგის შემდეგ, ვისაც ასეთი პატივი ერგო. „ბონზო“ (ასეთი მეტსახელი აქვს) „ვესტ ჰემში“ 21 წელიწადს ირჯებოდა, კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი – 799 მატჩი ჩაატარა და კარიერა 41 წლისამ...

შუსტერმა კროოსი დიზელის ტრაქტორს შეადარა
ჩანაწერი

შუსტერმა კროოსი დიზელის ტრაქტორს შეადარა

ბერნდ შუსტერი, მადრიდის „რეალის“ ოდინდელი ვარსკვლავი, კარგა ხანია საფეხბურთო საქმეებს ჩამოშორებულია. თუმცა, კლუბთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია და ხანდახან დირექტორებსა და მწვრთნელებს სასარგებლო რჩევებს ან მოთამაშეებს სთავაზობს ხოლმე. ამჯერად, ის „სამეფო კლუბის“  სამეფო თასზე „ბარსელონასთან“ შერცხვენას აღუშფოთებია და El Transistor-ისთვის მწარ-მწარე სიტყვები უთქვამს. „ამ ნახევარდაცვამ „ჟირონასაც“ ვერაფერი დააკლო და რაზე უნდა ვილაპარაკოთ. კროოსი საერთოდ, დიზელის ტრაქტორს...

როჯერსი მელიებში გაერია
ჩანაწერი

როჯერსი მელიებში გაერია

პრემირლიგის „ლესტერს“ ბრენდან როჯერსი გაწვრთნის. 46 წლის ჩრდილოირლანდიელ სპეციალისტს ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდე გაუფორმეს. ჯამაგირად კი წელიწადში 5,5 მილიონი გირვანქა დაუნიშნეს. ის მუშაობას შემდეგი ტურიდან, „უოტფორდთან“ შეხვედრით დაიწყებს. ამჯერად კი ტრიბუნაზე იჯდა და მომავალ შეგირდებს უცქერდა. მისმა გამოჩენამ „კინგ პაუერის“ სტადიონზე, მასპინძელ ქომაგებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ როჯერსი „ლივერპულიდან“ 2015 წელს დაითხოვეს, ცუდი შედეგების...

პეპ, ეს, პეპ, ის…
ჩანაწერი

პეპ, ეს, პეპ, ის…

20 თებერვალს ლეგენდარულ ვიმ ვან ჰანეგემს 75 წელი შეუსრულდა. ყოჩაღი მოხუცია. გოლფს თამაშობს, მანქანით მოგზაურობს და ნათელ, არაორდინალურ აზროვნებას ინარჩუნებს. მანქანაში რადიოს უსმენს. ეს რადიო BNR-ია, მხოლოდ ახალი ამბების არხი. „მე ახალ ამბებს ვუსმენ და არა ადამიანებს. ჩვენს დროში მავანნი ისე გაიწაფნენ რადიო-ტელევიზორებში საუბარში, რომ ტაქტი სულ დაკარგეს და სხვებს ფიქრს აღარ აცლიან. არ მინდა...