Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
ლიგაში VAR იწყება
ჩანაწერი

ლიგაში VAR იწყება

12 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის საგაზაფხულო ეტაპი მერვედფინალური მატჩებით გაიხსნება. „რომა“ „პორტუს“ უმასპინძლებს, „მანჩესტერი“ – პსჟ-ს. უეფას ოფიციალური გვერდის ცნობით, ვიდეოარბიტრის სისტემამ (VAR) წარმატებით გაიარა ტექნიკური ტესტირება, მსაჯებმა საჭირო განსწავლულობა მიიღეს და ამიერიდან, ისტორიაში პირველად, მერვედფინალური ეტაპიდან დაწყებული, მას ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში გამოიყენებენ. VAR-ი უკვე მუშაობს რამდენიმე ეროვნულ ჩემპიონატსა და საერთაშორისო ტურნირზე. ჩემპიონთა ლიგაში კი ასე...

ჩანაწერი

ამის დღეობა, იმის – კონტრაქტი

ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ რომ განსაკუთრებული ადამიანები არიან საფეხბურთო სამყაროში, ეს დიდი ხანია ვიცით. გემოვნებაზე არ დაობენო, ნათქვამია და ზოგს პელე ურჩევნია, ზოგს მარადონა და ზოგსაც კრუიფი… ახლახან, WorldFootball-მაFinancial Times-ის თანამშრომელმა, ჯონ ბერნ-მერდოკმა ამ ორი ჯადოქრის მთლიანი სტატისტიკა შეაგროვეს და 1980-იანი წლებისას შეადარეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მესი და რონალდუ არავის ჰგვანან. „ბარსელონას“ კაპიტანს...

ჩანაწერი

ყოჩი #2

ორი კვირის წინათ, ირლანდიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ ო’ნილმა „ნოტინგემ ფორესტი“ ჩაიბარა და როგორც ბრიტანული მედია გვამცნობს – ოცნება აისრულა. საქმე ის არის, რომ ო’ნილი იმ ლეგენდარული „ფორესტის“ ფეხბურთელი იყო, რომელმაც ბრაიან კლაფის თავკაცობით, ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი (1979, 1980). ახლა კლუბის ბერძნული წარმოშობის მფლობელს, ევანგელოს მარინაკისს, კლუბისთვის ძველი დიდების დაბრუნება ჩაუფიქრებია და...

ჩანაწერი

დამღლელი

ერთი შეხედვით, მადრიდის „ატლეტიკო“ ჩვეულ პოზიციაზეა. პრიმერას ცხრილში მეორე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც გავიდა, სადაც ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდება. დეკემბერში შვიდი წელიწადი გახდა, რაც დიეგო სიმეონე „ატლეტიკოს“ თავკაცობს. ამ ხნის განმავლობაში გუნდმა დიდ წარმატებებს მიაღწია და ევროპული ფეხბურთის ელიტაში შევიდა. მაგრამ ბოლო ორი წელიწადია, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს არგენტინელ სპეციალისტს იდეები შემოელია და გუნდი წინ...

ჩანაწერი

ძაღლების სასეირნოდ გამყვანი მსოფლიო ჩემპიონები

ვერ აეწყო ჯერჯერობით ტიერი ანრი „მონაკოში.“ გუნდი კვლვლავ ბოლოსწინა ადგილზეა საფრანგეთის ჩემპიონატში და დიდი პერსპექტივაც არ უჩანს. ამბობს, ჩემი იდეები ამ მოკლე ხანში ფეხბურთელებამდე ვერ მივიტანეო. აი, რამდენიმე დღის წინ, საკლუბო ანტირეკორდიც დაამყარა. „მონაკომ“ შინ, საშინაო პირველობის მე-17 ტურის გადატანილ მატჩში „ნიცას“ ვერაფერი მოუხერხა (1:1) და აღმოჩნდა, რომ ისტორიაში პირველად, მონაკოელებმა სეზონის პირველი 10 საშინაო...

ჩანაწერი

სად არიან დიდები?!

„ფენერბაჰჩე“ – თურქეთის 19-გზის ჩემპიონი, სუპერლიგის ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. არც ტრადიციული ბობოლები „ბეშიქთაში“ და „გალათასარაი“ არიან პირველ სამეულში… სამაგიეროდ, ლიდერი „ბაშაკშეჰირია,“ მეორე – „ტრაბზონსფორი,“ მესამე კი „მალათასფორი“… უცნაური განლაგებაა არა? მაგრამ სწორედ ეს განლაგებაა იმის მაჩვენებელი, რომ თურქულ სუპერლიგას – თავსართი „სუპერ,“ უკვე ზედმეტად მოუჩანს. შეიძლება ჩემპიონი ისევ რომელიმე ბობოლა გახდეს, მაგრამ ეს სურათს...

ჩანაწერი

კარგი ჩემპიონი

საქართველოს ჩემპიონი „საბურთალო“ გახდა და ეს კარგი ამბავია… კარგია, იმის მიუხედავად, გულშემატკივრობთ თუ არა ამ გუნდს… კარგია, იმიტომ, რომ გაიმარჯვა გუნდმა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი გარჯისა და ოფლისღვრის ფასად მივიდა ტრიუმფამდე. ბავშვთა ფეხბურთით დაწყებული ისტორია, ქვეყნის ჩემპიონობით დამთავრდა და გვგონია, რომ ეს ქართულ ფეხბურთში კიდევ რაღაც ახლის დასაწყისია. ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში ბევრი ერთი-ორწლიანი გუნდები გვინახავს, რომლებიც...

ჩანაწერი

საბურთალო ავიდა, ბათუმი მოვიდა, ფოთი წავიდა

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში მხოლოდ ერთი რამ იყო გასარკვევი: ვინ მოიპოვებდა ევროპა ლიგის მესამე საგზურს – „ჩიხურა“ თუ „დილა.“ ორივემ გაიმარჯვა და რადგან ჯამში საჩხერელებს ქულით მეტი მოუგროვდათ, ევროსარბიელზეც ისინი ითამაშებენ. მაშ ასე: ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს პირველად წარადგენს „საბურთალო,“ რომელიც პირველად ავიდა საჩემპიონო კვარცხლბეკზე, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი „დინამო,“ „ტორპედო“ და...

პოკერი და დერეფანი
ჩანაწერი

პოკერი და დერეფანი

გასულმა ტურმა ცხრილის ქვედა ნაწილში თითქმის გაარკვია სიტუაცია. „კოლხეთი“ ოფიციალურად დაემშვიდობა ელიტას, „სამტრედიას“ კი პლეი აუტის თამაში მოუწევს ლიგა 2-ის წარმომადგენელთან. პლეი აუტის მეორე მონაწილე ქვემოქართლურ „სიონსა“ და „რუსთავს“ შორის გაირკვევა. ამ მხრივ, რუსთაველებს თოთქოს უკეთესი შანსი უჩანთ, დარჩენილ ორ ტურში ისინი უკვე უმოტივაციო „სამტრედიასა“ და „ლოკომოტივს“ ეთამაშებიან. მაშინ, როცა „სიონს“ მესამე ადგილის მოცილეებთან –...

საბურთალო მეცხრეა, მეცხრე ცაზეა
ჩანაწერი

საბურთალო მეცხრეა, მეცხრე ცაზეა

ორშაბათს, 26 ნოემბერს, „მიხეილ მესხზე,“ ლიდემა „საბურთალომ“ უშუალო კონკურენტ „დინამოს“ 2:1 მოუგო და ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე, მეტოქეთათვის მიუღწეველი გახდა. ანგარიში მე-14 წუთზე დინამოელმა ბუდუ ზივზივაძემ გახსნა. თუმცა, მასპინძლები გონს მალევე მოეგნენ და ჯერ გიორგი კოხრეიძემ მე-20 წუთზე გაათანაბრა პენალტით, ოთხ წუთში კი ბრაზილიელმა ვაგნერ გონსალვეშმა მეორედ დააწყებინა სტუმრებს ცენტრიდან თამაში. სიუჟეტიც უფრო ფერადი...