ორიოდ დღის წინათ ვწერდით: თუ „საბურთალო“ საკუთარ თავთან არ დამარცხდა, საჩემპიონო დავაში მისი დამწევი არავინააო. იქვე დავსძინეთ, რომ ამის მთავარი მიზეზი, უშუალო კონკურენტის, „დინამოს“ გამოუცდელობაა. აი, დასტურიც. თბილისელები ქუთაისის „ტორპედოს“ სამი დღის განმავლობაში მეორედ შეხვდნენ. შინ წაგების შემდეგ, ცხადია, კახა კაჭარავას შეგირდებს რევანშის წყურვილი არ ასვენებდათ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი, ქულები იყო, ოქროს ქულები, რომელიც ორივე...
Author: სოლომონ გულისაშვილი
რატომ გახდება საბურთალო ჩემპიონი?
ექვსი ტურიც და ეროვნული ლიგის მორიგი სეზონიც დამთავრდება. მეორე წელიწადია ჩვენი ჩემპიონატი ახალი სისტემით ტარდება (გაზაფხული – შემოდგომა, 10 გუნდი, 4 წრე) და შეიძლება ითქვას, რომ ამართლებს. მთავარი დადებითი ამბავი, ცხადია, გუნდების შემცირებაა. 16-გუნდა ტურნირი საქართველოსთვის ნამდვილად ზედმეტი იყო, მაგრამ თამაშის, ფეხბურთის დონე?! ერთი თვეც და ახალი ჩემპიონის ვინაობასაც შევიტყობთ. რეალური კანდიდატი ორია: „საბურთალო“ და...
ეს დინამო, ის დინამო
გასულ შაბათს „დინამომ“ ის დრო გაგვახსენა, ეროვნული ჩემპიონატის პირველ წლებში რომ მიგვაჩვია. ქინქლაძე-არველაძეების თაობა რამდენიმე თავით მაღლა იდგა მოწინააღმდეგეებზე და ერთ მატჩში 8 თუ 10 გოლი იშვიათობა არ იყო. 12:4-იც გვახსოვს 1993-ში, „დინამომ“ რუსთავის „გორდას“ რომ მოუგო. ეს მატჩი დღემდე ყველაზე უხვგოლიანად ითვლება ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში. „დინამოს“ ოფიციალური ვებ-გვერდი კი გვამცნობს, რომ სტუმრად 8 ბურთი...
პენალტები და დუბლები
„დინამო“ წლეულს „ლოკომოტივს“ შინ ვერ უგებს. მეორე წრეში სულაც 0:1 დამარცხდა. ახლა კი 0:0. არადა, სტუმრად ორივე შეხვედრა მოიგო, თან ორივეში რკინიგზელებს 4-4 გოლი გაუტანა. კვირას სტუმრები უფრო ორგანიზებულნი ჩანდნენ და ცოტა იღბალიც რომ ჰქონოდათ, ვიცე-ჩემპიონს სამ ქულასაც აართმევდნენ. დინამოელებს თითქოს ტერიტორიული უპირატესობა ეპყრათ (განსაკუთრებით ბოლო 15 წუთში), მაგრამ თამაშს ვერ ამწვავებდნენ. ყველაზე სახიფათო მომენტი...
მარტის თვეა ჩვენი…
ქართული ფეხბურთის ისტორიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი დაემატა – 16 ოქტომბერი. ამ დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთა D ლიგის პირველ ჯგუფში სტუმრად ლატვიის ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე, მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. თანაც, ერთი ლიგით მაღლა აინაცვლა და მომავალ გათამაშებაში უკვე C ლიგაში იასპარეზებს, სადაც უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები ეყოლება. მაგალითად: სერბეთი,...
ქართლოსი და თერთმეტი ჯუჯა
კარგი ტურნირია უეფას ერთა ლიგა. იურგენ კლოპმა კი თქვა, სისულელეაო, მაგრამ ვისთვის როგორ. ისინი თავისი ფეხბურთელების ეროვნულ გუნდებში წასვლაზე დარდობენ, ემანდ რამე არ დაიშავონო, მაგრამ ახლა აქეთაც იკითხონ… ამ ტურნირმა საქართველოს ნაკრების ისტორიაში ახალი, სასიამოვნო ფურცელი გადაშალა. ბევრი რამ პირველად მოხდა და ხდება. მაგალითად, „ჯვაროსნებმა“ ოფიციალურ ტურნირში პირველად მოიგეს სამი მატჩი ზედიზედ, თან ისე, რომ...
ბოლო აღმართი
მაშ ასე, 28-ე ტურით ელიგაში მეოთხე წრე დაიწყო. რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონი ბოლოსკენ დაიძრა და ახლა ყოველ მატჩს თუ ქულას განსაკუთრებული ფასი დაედება.. ვითარება ასეთია: ჩემპიონობისთვის „საბურთალო“ და „დინამო“ იბრძვიან. მესამე საპრიზო და ამავდროულად საევროთასო ადგილს კი ერთმანეთს „დილა“, „ჩიხურა“ და „ტორპედო“ ეცილებიან. ცხრილის ქვედა ნაწილში „სიონს“, „სამტრედიასა“ და „კოლხეთს“ შორისაა ელიტაში დასარჩენად პაექრობა...
19 წამი
„დინამოს“ 10 ტური აღარ წაეგო. ბოლოს კახი კაჭარავას გუნდს ლიდერმა „საბურთალომ“ მოუგო 17 ივნისს. და, აი კერკეტმა „დილამ“ უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა ლიდერის უშუალო მდევარს. ერთადერთი ბურთი მიკოლა კოვტალიუკმა გაიტანა 74-ე წუთზე. უკრაინელს ჯამში 15 გოლი მოუგროვდა და მხოლოდ ერთით ჩამორჩება მთავარმეგოლე გიორგი გაბედავას. „დინამოს“ წაფორხილებით ვერც „საბურთალომ“ ისარგებლა და შინ ერთ-ერთ მებოლოვე „სამტრედიას“ დაუზავდა. ამისდაკვალად,...
დუბლები და დუბლები
ეროვნული ლიგის გასულ ტურს ლიდერთა ჯგუფში ცვლილებები არ მოუხდენია. ჩემპიონობის მაძიებელმა ორივე გუნდმა („დინამო“ და „საბურთალო“) მოიგო, ხოლო მესამე ადგილისთვის მებრძოლები („დილა“ და „ჩიხურა“) ორივე დამარცხდა. ამასობაში, „ტორპედომ“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით და დაკარგული ქულებით მესამე ადგილზე აღმოჩნდა. თუმცა, გამოტოვებულ მატჩებს ჯერ მოგება უნდა. ასეთები კი ქუთაისელებს სამი აქვთ: 3 ოქტომბერს „დილას“ უმასპინძლებენ,...
ვითომ კრიზისშია საბურთალო?
სეზონი ბოლოსკენ მიდის და ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტისთვის ზედიზედ ორი წაგება, ერთობ საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს. ეგ კი არა, „დინამოს“ რომ „სიონისთვის“ მოეგო, დაკარგული ქულების გათვალისწინებით პირველ ადგილზე აღმოჩნდებოდა. არადა, საბურთალოელები ჩემპიონატის დაწყებიდან ლიდერობენ. მხოლოდ მერვე ტურში გაუსწრო „დინამომ“ და ისიც ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით. საბურთალოელებს თამაშიც დალაგებული ჰქონდათ და 11 მატჩიანი წაუგებელი სერიაც გამოაცხვეს. ბოლო...









