Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
ინტრიგა დაბრუნდა
ჩანაწერი

ინტრიგა დაბრუნდა

„დინამომ“ ნავსი გატეხა, თანაც როგორ შეხვედრაში, მატჩში, რომელიც, შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს წლევანდელ სეზონში. „საბურთალოს“ ორჯერ მოეგო წლეულს „დინამოსთვის“, აპრილში სტუმრად და ივნისში შინ, ორივეჯერ მინიმალური ანგარიშით. ამჯერადაც იგებდნენ გაგი მარგველაშვილის გოლით, მაგრამ მეორე ტაიმში ჯერ გიორგი რეხვიაშვილმა ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში (ეს მე-13 ავტოგილი გახლდათ სეზონში), მესამე დამატებულ წუთზე კი ლევან შენგელიამ ულამაზესი გამარჯვების გოლი...

პენალტი და ჩვენი ადგილი…
ჩანაწერი

პენალტი და ჩვენი ადგილი…

… ამოიგმინა სტადიონმა, როცა ბერძენმა არბიტრმა ანასტასიოს პაპაპეტრუმ საფინალოდ ჩასტვინა. მაგრად მოგვაწვნენ ლატვიელები ბოლო წუთებში, რაღაც  შტურმივითაც მოგვიწყვეს და ვითარება ძალიან დაიძაბა, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. 1:0 მოვიგეთ. საქართველოს ნაკრებმა  ერთა ლიგა შესანიშნავი შედეგით დაიწყო: 2 თამაში, 2 მოგება, 3 გატანილი გოლი, არცერთი მიღებული და მაქსიმალური 6 ქულა. ჯგუფის ფავორიტებიც გავხდით. მოკლედ,  მადლობა უეფას...

მგლები თბილისში
ჩანაწერი

მგლები თბილისში

9 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის ერთა ლიგაში. „დინამო არენაზე“ ლატვიელებს ვმასპინძლობთ, გუნდს, რომელთანაც არაერთგვაროვანი ისტორია გვაკავშირებს. ლატვიელებს სულ 8-ჯერ შევხვედრივართ. შედეგი  – 3 მოგება, ამდენივე წაგება და 2 ფრე. (ბურთები 14:10). საინტერესოა, რომ დღემდე მათთვის ოფიციალური მატჩი არ მოგვიგია. ბალტიისპირელები ორჯერ მოხვდნენ ჩვენთან შესარჩევ ჯგუფებში და ორივეჯერ გვაჯობეს. პირველად ევრო 2000-ის...

სანე ნაკრებიდან ისევ წავიდა
ჩანაწერი

სანე ნაკრებიდან ისევ წავიდა

„სიტის“ ნახევარმცველმა ლეროი სანემ გუშინ საფრანგეთთან ერთა ლიგის მატჩის შემდეგ ბუნდესნაკრების ბანაკი დატოვა. მიზეზი? გერმანიის ნაკრების ოფიციალური ტვიტერი გვამცნობს, რომ სანე მწვრთნელ იოაჰიმ ლიოვს ესაუბრა და 9 სექტემბერს პერუსთან ამხანაგური მატჩიდან გათავისუფლება სთხოვა. მიზეზი კი სანეს მეგობარი გოგონა ყოფილა, რომელმაც უახლოეს დღეებში უნდა იმშობიაროს. “კიკერი” ადასტურებს, რომ სანეს და ლიოვს კონფლიქტი არ აქვთ, მიუხედავად იმისა,...

ახალი მარადონული…
ჩანაწერი

ახალი მარადონული…

დიეგო მარადონას ჩიტირეკიობის ამბავი არახალია. ადრე გვეგონა, რომ თავისი სიგიჟეები ფეხბურთელობისას მოილია, მაგრამ თურმე სად ვიყავით… მარტო წლეულს იმდენი უცნაურობები აკეთა, სხვა მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ ვერ მოახერხებდა. ჯერ საემიროების მეორე დივიზიონის „ფუჯაირას“ ავარჯიშებდა. ბურთი გააგორა ყაზახ უფეხო ბიჭუნა ალი ამირთან.. „თავისებურად“ ქომაგობდა არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე, შუა თითის ჩვენებებით და გულის წასვლებით… მეგობარ ქალბატონზე...

სუფთა ფურცელი
ჩანაწერი

სუფთა ფურცელი

6 სექტემბერს საქართველოს ნაკრებისთვის განსხვავებული, საინტერესო დროება იწყება. უეფას ახალი ტურნირის, ერთა ლიგის წყალობით, „ჯვაროსნებს“ ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის უნიკალური შანსი გაუჩნდათ და ახლა ყველაფერი მათ ხელშია. დღეს ჩვენი ნაკრები ევროპული ფეხბურთის ისტორიაშიც შევა. რატომ? იმიტომ, რომ ყაზახეთთან მატჩი ტურნირის პირველი და ისტორიული შეხვედრაა. 6 სექტემბერს კიდევ რვა თამაშია, მაგრამ გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ყველაზე...

ტორპედო ჩემპიონატს დაუბრუნდა…
ჩანაწერი

ტორპედო ჩემპიონატს დაუბრუნდა…

სანაკრებო პაუზისწინა ტურს ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. ეგ არის, „დილამ“ „ჩიხურას“ გადაუსწრო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა, „ტორპედო“ კი ეროვნულ ლიგაში თითქმის ორთვიანი „ევრომივლინების“ შემდეგ დაბრუნდა. მივყვეთ თანმიმდევრულად. ტურის პირველი მატჩი პარასკევს გაიმართა ივანწმინდაში. „ჩიხურა“ „დინამოს“ დაუხვდა და 1:2 წააგო. თავისი მე-14 ბურთი გაიტანა საჩხერელთა მთვარმეგოლე გიორგი გაბედავამ. დინამოელთაგან კი მისი უშუალო მდევარი ბუდუ ზივზივაძე...

ანტუან გრიზმანი: ბრაზილიამ გამაკვირვა, ბარსელონამ – გვაიძულა
ჩანაწერი

ანტუან გრიზმანი: ბრაზილიამ გამაკვირვა, ბარსელონამ – გვაიძულა

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის ატლეტიკოს ვარსკვლავი, ანტუან გრიზმანი იმის გარდა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია, სხვა მხრივაც გამორჩეული ადამიანია. ის გოლებს ვიდეოთამაშის მიბაძვით აღნიშნავს. ამ ზაფხულს არ გადავიდა ბარსელონაში, თუმცა კატალონიელები დღევანდელზე უკეთეს პირობებს სთავაზობდნენ. კალათბურთი ლამის ფეხბურთზე მეტად უყვარს და ნბა-ს ვარსკვლავებთან ხშირად იღებს სელფებს. ახლახან მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს და ფიფას ოფიციალურმა საიტმა ინტერვიუც ჩაწერა....

კოშმარი კოშმანმა დაამთავრა
ჩანაწერი

კოშმარი კოშმანმა დაამთავრა

იგორ კოშმანი ეგებ „სამტრედიის“ ვრცელ ისტორიაში ვერც მოხვდეს, მაგრამ წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გმირი რომ იქნება, უეჭველია. „სამტრედიას“ თითქმის ნახევარი წელიწადი არ მოეგო, უფრო სწორად ზუსტად – 174 დღე… პირველ ტურში, 5 მარტს, იმერლებმა თბილისში „ლოკომოტივს“ 2:1 მოუგეს და მას მერე გამარჯვების სიხარული აღარ განეცადათ. მერე მწვრთნელის პოსტზე უჩა სოსიაშვილი ბადრი კვარაცხელიამ შეცვალა, ზაფხულში კი გუნდს...

აზარმა სარი დააწყნარა
ჩანაწერი

აზარმა სარი დააწყნარა

არისტოკრატთა ახალი დამრიგებელი, მაურიციო სარი მიიჩნევს, რომ ედენ აზარს შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ბოლო წლებია აზარი „ჩელსის“ შეუცვლელი ლიდერია. გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი ლომის წილი დაიდო ბელგიის ნაკრების მიერ ბრინჯაოს მედლების მოპოვების საქმეში. სწორედ ამ დროს დაიწყო მისი მადრიდის „რეალში“ გადასვლის შესახებ საუბარი. სარი არ მალავს, რომ ერთობ წუხდა ამ ამბის გამო. „ცხადია, ვნერვიულობდი....