უცნაური ტური გამოდგა 21-ე. ოთხი მატჩიდან სამი 0:0 დამთავრდა და მხოლოდ ორი გოლი გავიდა „სიონი“ – „კოლხეთის“ შეხვედრაში. ეს იყო და ეს. ძნელი სათქმელია, როგორი იქნებოდა სტატისტიკა „ტორპედო“ – „ლოკომოტივის“ მატჩი რომ არ გადადებულიყო, მაგრამ ფაქტი ერთია – წლევანდელ სეზონში ყველაზე უსახური ტური ვიხილეთ. არადა, რა დაემართათ, ახლადდამთავრებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ამათ არ უთამაშიათ რომ გადაღლილიყვნენ....
Author: სოლომონ გულისაშვილი
ტოტენჰემის ახალი სტადიონის გახსნა გადაიდო
ტოტენჰემს ახალი სტადიონი 15 სექტემბერს უნდა გაეხსნა ლივერპულთან მატჩით. მთელი რიგი ღონისძიებებიც მომზადებული ჰქონდათ, მაგრამ უეცრად ახალი თავისტკივილი გაუჩნდათ: ბოლო შემოწმებებმა უჩვენა, რომ ახალი შენობა მთლად უსაფრთხო არ ყოფილა და ახალი არენის გახსნაც გადაიდო. ტოტენჰემმა ოფიციალური ბოდიში მოუხადა ქომაგებს. საქმე ის არის, რომ სამშაბათს გულშემატკივართა წარმომადგენლები კლუბის უფროსობას შეხვდნენ და 850 მილიონგირვანქიანი პროექტის შესახებ ისაუბრეს....
დვალიშვილი და გოგუა ისევ გამოჩდნენ
თითქმის ათი წელიწადია, „საბურთალო“ ერთ-ერთი გამორჩეულია ბავშვთა და ჭაბუკთა ლიგებში. კლუბი ნელ-ნელა ვითარდებოდა და დადგა დრო, როცა უკვე ძირითად გუნდსაც უმაღლესი მიზნები აქვს. რყევები დასრულდაო – თქვა ამას წინებზე საბურთალოელთა დამრიგებელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა და მართალიც იყო. შაბათს მათ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგეს დამაჯერებლად და ცხრილს კვლავაც ერთპიროვნულად, ხუთქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობენ. „კოლხეთთან“ შეხვედრაში დუბლი მიითვალა თბილისელთა...
ჩრდილოლონდონი მაისურზე
მოგეხსენებათ, საფეხბურთო ბიზნესში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მაისურების გაყიდვაა. ბოლო დროს ეს სფერო მოდასაც დაუახლოვდა და ყოველი სეზონის წინ კლუბები ახალი დიზაინის ფორმას წარმოგვიდგენენ. ერთს საშინაოს, მეორეს საგარეოს და ახლა ამ ყველაფერს მესამე კომპლექტებიც დაემატა. სარფიანი საქმეა. აი, „იუვენტუსმა“ ამ ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუში 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა და იტალიური მედიის ინფორმაციით, კონტრაქტის გაფორმებიდან უკვე 24...
ყრმობაში დაბოლილი
ჯერმეინ პენანტი ახლა 35 წლისაა და მიუხედავდ იმისა, რომ თავის დროზე არსენალსა და ლივერპულში უთამაშია, კარგა ხნის მივიწყებული ეყოლებოდა ყველას, რომ არა ახლხანგამოსული მისი ავტობიოგრაფიული წიგნი, სადაც ის ჰყვება, რომ პირველად მარიხუანა 12 წლისას მამამ გაასინჯინა. „არასოდეს მქონია ცდუნება ნარკოტიკები გამესინჯა, რადგან ვიცოდი რაოდენი უბედურება მოაქვთ მათ ადამიანებისთვის, – წერს პენანტი, – თუმცა ერთხელ დავაგემოვნე...
მამია და ლანდი
ერთთვიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. მესამე წრე დაიწყო. მე-19 ტური კი არასრული გამოდგა. „ტორპედოს“ 9 აგვისტოს ევროპალიგის საკვალიფიკაციო მატჩი ელის ალბანურ „კუკესთან“ და „დილასთან“ შეხვედრაც ამად გადაიდო. ამ ერთი თვის განმავლობაში რაღაც-რაღაცეები ჩვენს გუნდებშიც მოხდა. მაგალითად, ლოკომოტიველმა ლევან ყენიამ ხანგრძლივი მკურნალობისა და გამოჯანმრთელების შემდეგ რკინიგზელთა რიგებში სამი შეხვედრა ითამაშა და ევროპის ლიგის მონაწილე...
მონსტრი – მსხვერპლი
კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლამ შემადგენლობაში მოსალოდნელი და იძულებითი ცვლილებები გამოიწვია. შედეგად, ერთ-ერთი მთავარი კაცი, არგენტინელი ცენტრფორვარდი გონსალო იგუაინი „მილანში“ ერთწლიანი იჯარით გადაბარგდა და ამიერიდან „როსონერისთვის“ გაიტანს. სამაგიეროდ, „იუვეს“ მილანიდან ოდინდელი დაცვის ბურჯი – ლეონარდო ბონუჩი დაუბრუნდა. ბონუჩი მილანამდე ტურინულ კლუბში შვიდი წლის განმავლობაში ირჯებოდა, ექვსჯერ მოიგო სკუდეტო და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. ისე გამოვიდა,...
კლოპის აზრი და აგრესია
ეს არის ყველაზე აგრესიული სატრანსფერო ფანჯარა „ლივერპულის“ თანამედროვე ისტორიაში. სამი დღის წინათ მათ სარეკორდო 73 მილიონი ევრო გადაიხადეს ბრაზილიელ მეკარე ალისონში და ამის შემდეგ მათმა დანახარჯმა ჯამში 190 მილიონი ევრო შეადგინა. ბრაზილიელი მეკარის გარდა ამ ზაფხულს მერსისაიდელებმა ასევე ნაბი კეიტა, ფაბინიო და ჯერდან შაჩირი იყიდეს. თუ ამას დავამატებთ ზამთარში ცენტრალურ მცველ ვირგილ ვან დეიკში გადახდილ...
11 – ვარანმა გუნდი შეავსო
მადრიდის „რეალის“ ფრანგი ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი მეთერთმეტე ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც ერთი სეზონის განმავლობაში ორი მთავარი ფინალი მოიგო – ჩემპიონთა ლიგის (თასის) და მსოფლიო ჩემპიონატის. ასეთივე შედეგი შეიძლებოდა ჰქონოდა ასევე რეალელ ლუკა მოდრიჩს, მაგრამ მისი ხორვატია მონდიალის ფინალში ფრანგებთან 2:4 დამარცხდა. საინტერესოა, რომ სიაში მხოლოდ ორი კლუბის მოთმაშეები მოხვდნენ, 11-დან შვიდი მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელია,...
საბურთალო ზაფხულის ჩემპიონია
ეროვნული ლიგის გათამაშების მეორე წრეც დამთავრდა. „საბურთალომ“ ოთხშაბათს ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო (სტუმრად „სამტრედიასთან“ 1:3) და „ზაფხულის ჩემპიონი“ გახდა. საბურთალოელთა ლიდერობა ერთობ დამაჯერებელია, უშუალო კონკურენტ „დინამოს“ ხუთი ქულით უსწრებენ და რაც მთავარია, მოწიფულ ფეხბურთს თამაშობენ. საინტერესოა, რომ შარშანდელ ჩემპიონატში, ორი წრის შემდეგ, ლიდერი „დინამო“ გახლდათ და ზუსტად იგივე მაჩვენებლები ჰქონდა – 14 მოგება, 1 ფრე...








