„დინამო“ წლეულს „ლოკომოტივს“ შინ ვერ უგებს. მეორე წრეში სულაც 0:1 დამარცხდა. ახლა კი 0:0. არადა, სტუმრად ორივე შეხვედრა მოიგო, თან ორივეში რკინიგზელებს 4-4 გოლი გაუტანა. კვირას სტუმრები უფრო ორგანიზებულნი ჩანდნენ და ცოტა იღბალიც რომ ჰქონოდათ, ვიცე-ჩემპიონს სამ ქულასაც აართმევდნენ. დინამოელებს თითქოს ტერიტორიული უპირატესობა ეპყრათ (განსაკუთრებით ბოლო 15 წუთში), მაგრამ თამაშს ვერ ამწვავებდნენ. ყველაზე სახიფათო მომენტი...
Author: სოლომონ გულისაშვილი
მარტის თვეა ჩვენი…
ქართული ფეხბურთის ისტორიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი დაემატა – 16 ოქტომბერი. ამ დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთა D ლიგის პირველ ჯგუფში სტუმრად ლატვიის ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე, მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. თანაც, ერთი ლიგით მაღლა აინაცვლა და მომავალ გათამაშებაში უკვე C ლიგაში იასპარეზებს, სადაც უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები ეყოლება. მაგალითად: სერბეთი,...
ქართლოსი და თერთმეტი ჯუჯა
კარგი ტურნირია უეფას ერთა ლიგა. იურგენ კლოპმა კი თქვა, სისულელეაო, მაგრამ ვისთვის როგორ. ისინი თავისი ფეხბურთელების ეროვნულ გუნდებში წასვლაზე დარდობენ, ემანდ რამე არ დაიშავონო, მაგრამ ახლა აქეთაც იკითხონ… ამ ტურნირმა საქართველოს ნაკრების ისტორიაში ახალი, სასიამოვნო ფურცელი გადაშალა. ბევრი რამ პირველად მოხდა და ხდება. მაგალითად, „ჯვაროსნებმა“ ოფიციალურ ტურნირში პირველად მოიგეს სამი მატჩი ზედიზედ, თან ისე, რომ...
ბოლო აღმართი
მაშ ასე, 28-ე ტურით ელიგაში მეოთხე წრე დაიწყო. რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონი ბოლოსკენ დაიძრა და ახლა ყოველ მატჩს თუ ქულას განსაკუთრებული ფასი დაედება.. ვითარება ასეთია: ჩემპიონობისთვის „საბურთალო“ და „დინამო“ იბრძვიან. მესამე საპრიზო და ამავდროულად საევროთასო ადგილს კი ერთმანეთს „დილა“, „ჩიხურა“ და „ტორპედო“ ეცილებიან. ცხრილის ქვედა ნაწილში „სიონს“, „სამტრედიასა“ და „კოლხეთს“ შორისაა ელიტაში დასარჩენად პაექრობა...
19 წამი
„დინამოს“ 10 ტური აღარ წაეგო. ბოლოს კახი კაჭარავას გუნდს ლიდერმა „საბურთალომ“ მოუგო 17 ივნისს. და, აი კერკეტმა „დილამ“ უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა ლიდერის უშუალო მდევარს. ერთადერთი ბურთი მიკოლა კოვტალიუკმა გაიტანა 74-ე წუთზე. უკრაინელს ჯამში 15 გოლი მოუგროვდა და მხოლოდ ერთით ჩამორჩება მთავარმეგოლე გიორგი გაბედავას. „დინამოს“ წაფორხილებით ვერც „საბურთალომ“ ისარგებლა და შინ ერთ-ერთ მებოლოვე „სამტრედიას“ დაუზავდა. ამისდაკვალად,...
დუბლები და დუბლები
ეროვნული ლიგის გასულ ტურს ლიდერთა ჯგუფში ცვლილებები არ მოუხდენია. ჩემპიონობის მაძიებელმა ორივე გუნდმა („დინამო“ და „საბურთალო“) მოიგო, ხოლო მესამე ადგილისთვის მებრძოლები („დილა“ და „ჩიხურა“) ორივე დამარცხდა. ამასობაში, „ტორპედომ“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით და დაკარგული ქულებით მესამე ადგილზე აღმოჩნდა. თუმცა, გამოტოვებულ მატჩებს ჯერ მოგება უნდა. ასეთები კი ქუთაისელებს სამი აქვთ: 3 ოქტომბერს „დილას“ უმასპინძლებენ,...
ვითომ კრიზისშია საბურთალო?
სეზონი ბოლოსკენ მიდის და ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტისთვის ზედიზედ ორი წაგება, ერთობ საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს. ეგ კი არა, „დინამოს“ რომ „სიონისთვის“ მოეგო, დაკარგული ქულების გათვალისწინებით პირველ ადგილზე აღმოჩნდებოდა. არადა, საბურთალოელები ჩემპიონატის დაწყებიდან ლიდერობენ. მხოლოდ მერვე ტურში გაუსწრო „დინამომ“ და ისიც ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით. საბურთალოელებს თამაშიც დალაგებული ჰქონდათ და 11 მატჩიანი წაუგებელი სერიაც გამოაცხვეს. ბოლო...
ინტრიგა დაბრუნდა
„დინამომ“ ნავსი გატეხა, თანაც როგორ შეხვედრაში, მატჩში, რომელიც, შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს წლევანდელ სეზონში. „საბურთალოს“ ორჯერ მოეგო წლეულს „დინამოსთვის“, აპრილში სტუმრად და ივნისში შინ, ორივეჯერ მინიმალური ანგარიშით. ამჯერადაც იგებდნენ გაგი მარგველაშვილის გოლით, მაგრამ მეორე ტაიმში ჯერ გიორგი რეხვიაშვილმა ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში (ეს მე-13 ავტოგილი გახლდათ სეზონში), მესამე დამატებულ წუთზე კი ლევან შენგელიამ ულამაზესი გამარჯვების გოლი...
პენალტი და ჩვენი ადგილი…
… ამოიგმინა სტადიონმა, როცა ბერძენმა არბიტრმა ანასტასიოს პაპაპეტრუმ საფინალოდ ჩასტვინა. მაგრად მოგვაწვნენ ლატვიელები ბოლო წუთებში, რაღაც შტურმივითაც მოგვიწყვეს და ვითარება ძალიან დაიძაბა, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. 1:0 მოვიგეთ. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა შესანიშნავი შედეგით დაიწყო: 2 თამაში, 2 მოგება, 3 გატანილი გოლი, არცერთი მიღებული და მაქსიმალური 6 ქულა. ჯგუფის ფავორიტებიც გავხდით. მოკლედ, მადლობა უეფას...
მგლები თბილისში
9 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის ერთა ლიგაში. „დინამო არენაზე“ ლატვიელებს ვმასპინძლობთ, გუნდს, რომელთანაც არაერთგვაროვანი ისტორია გვაკავშირებს. ლატვიელებს სულ 8-ჯერ შევხვედრივართ. შედეგი – 3 მოგება, ამდენივე წაგება და 2 ფრე. (ბურთები 14:10). საინტერესოა, რომ დღემდე მათთვის ოფიციალური მატჩი არ მოგვიგია. ბალტიისპირელები ორჯერ მოხვდნენ ჩვენთან შესარჩევ ჯგუფებში და ორივეჯერ გვაჯობეს. პირველად ევრო 2000-ის...









