XIII ტური უხვგოლიანი გამოდგა, ჯამში 15 გოლი გავიდა და მე-8 ტურის შედეგი გაიმეორა. რეკორდი კი ჯერჯერობით პირველ ტურს ეკუთვნის – 22 გოლი. ბევრი საინტერესო ამბავიც მოხდა. მაშ ასე: ისევ ვერ მოიგო „სამტრედიამ“. თუმცა მრისხანე მეტოქე კი ჰყავდა. „დინამომ“ წინა ტურში „ლოკომოტივთან“ წააგო, ლიდერს ხუთი ქულით ჩამორჩა და ამჯერად ძნელი დასაჯერებელი იყო ქულები კიდევ დაეკარგა. „სამტრედიელთაგან“...
Author: სოლომონ გულისაშვილი
დინამომ საბურთალო გაუშვა, ლოკომოტივმა – აიშვა
„დინამოს“ თანაქალაქელებთან უჭირს. კახა კაჭარავას შეგირდებმა წლეულს სამი თამაში წააგეს და აქედან ორი დედაქალაქურ გუნდებთან. პირველად ლიდერ „საბურთალოსთან“ დამარცხდნენ ერთი თვის წინათ (0:1), ახლა კი ამავე ანგარიშით მებოლოვე „ლოკომოტივთან“ დაეცნენ, თანაც როგორ დღეს, თასების თასის მოგების 37-ე წლისთავზე. სათქმელია ისიც, რომ ამ საიბილეო დღეს დისკვალიფიკაციის გამო დინამომ უმაყურებლოდ ითამაშა. „ტორპედომ“ თუ ითხოვა, ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს...
დუბლი, რევანში, ავტოგოლი… ყველაფერი თბილისში
მეორე წრის პირველი ტური მშვიდობიანი გამოდგა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც… ამჯერად მოგლეჯილი სკამები ერთმანეთისთვის აღარავის უსვრია, ხოლო ხუთი მატჩიდან სამი ფრედ დამთავრდა. მორიგი გამარჯვება მიითვალეს ლიდერებმა – „საბურთალომ“ და „დინამომ“. საბურთალოელმა გიორგი კოხრეიძემ „სიონთან“ დუბლი შეასრულა, თანაც ამისათვის სულ ექვწუთიანი მონაკვეთი დასჭირდა. ეს მეათე დუბლი გახლდათ სეზონში. „დინამომ“ კი „რუსთავთან“ პირველ წრეში დამარცხებისთვის რევანში აიღო....
აურზაური გორში, გვალვა ტურში
მე-9 ტურით ეროვნული ლიგის პირველი წრე დამთავრდა. გამარჯვებული „საბურთალო“ გახდა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა „სამტრედია“ გიორგი დიასამიძის გოლით დაამარცხეს და წინა ტურში დაკარგული ლიდერობა დაიბრუნეს. დაკარგული ცოტა გადაჭარბებული სიტყვაა, საბურთალოელებს თანაქალქელ „დინამოსთან“ ერთად თანაბარი ქულები მოეგროვებინათ და მხოლოდ ნაკლები გატანილი ბურთების უარესი ბალანსის გამო ჩამორჩებოდნენ. პირველი წრის შემდეგ ჩემპიონატს მართლაც ღირსეული ლიდერი ჰყავს. ისინი ხომ ცხრიდან...
დინამო საბურთალოს გვერდში ამოუდგა
თბილისის „დინამომ“ შინ ფოთის „კოლხეთი“ დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და პირველად გალიდერდა ახალ სეზონში. მანამდე, ექვსი ტურის განმავლობაში, სატურნირო ცხრილს „საბურთალო“ ედგა სათავეში. თუმცა, უფრო ზუსტი იქნება ვთქვათ, რომ მერვე ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ორხელისუფლებიანობაა. „დინამოს“ და „საბურთალოს“ ყველა მონაცემი თანაბარი აქვთ, ეგ არის, დინამოელებს ჯამში ორი ბურთით მეტი გაუტანიათ. დინამოელთაგან დუბლით კაპიტანი კიტეიშვილი გამოირჩა....
მოხუცი
პარასკევ დილით, ლონდონის „არსენალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ერთი შეხედვით, მოულოდნელი განცხადება გამოჩნდა – „მეთოფეების“ ოდინდელი მწვრთნელი არსენ ვენგერი წლევანდელი სეზონის შემდეგ გუნდს დატოვებს. ცნობისათვის, 68 წლის ფრანგმა სპეციალისტმა, ქომაგთა დიდი პროტესტის მიუხედავად, კლუბთან შარშან ახალ, ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამისდაკვალად, სამუშაოდ კიდევ წელიწადზე მეტი რჩებოდა. მით უმეტეს, უცნაურია ასეთი განცხადება მადრიდის „ატლეტიკოსთან“ კარს მომდგარი ევროპალიგის...
კვირა ბრწყინვალე, ტური – უარესი
აღდგომისშემდგომი ბრწყინვალე შვიდეულის კვირა ერთობ გოლმწირი აღმოჩნდა ეროვნულ ლიგაში. ხუთ მატჩში სულ 7 გოლი გავიდა, რაც უარესი მაჩვენებელია წლევანდელ სეზონში. ამ მხრივ „ლიდერად“ ისევ პირველი ტური რჩება, როცა მეტოქეებმა ერთმანეთს 22-ჯერ გაუტანეს. მე-6 ტური პარასკევს დაიწყო და კვირას დამთავრდა. უპირატესობა სტუმრებისა იყო – მათ ხუთიდან 3 შეხვედრა მოიგეს და ერთი მატჩი ფრედ დაამთვრეს. მასპინძელთგან მხოლოდ...
რა შუაშია რუსეთი და რეალი – იუვენტუსი?
33 წლის მაიკლ ოლივერის სახელი წუხანდელი მადრიდული დავიდარაბის შემდეგ უკვე ფეხბურთის ყველა ქომაგმა იცის. ბრიტანელმა არბიტრმა „რეალი“ – „იუვენტუსის“ საპასუხო მეოთხედფინალის დამატებულ წუთებზე ტურინელთა კარში პენალტი დანიშნა და ამით, მინიმუმ ნახევარი ევროპა გადაიკიდა. ერთი კვირის წინათ, პირველ რაუნდში საშინაო 0:3-ის შემდეგ მასიმილიანო ალეგრის ბიჭებმა შეუძლებელი შეძლეს, სამბურთიანი დეფიციტი გაანულეს და ის იყო, დამატებითი დრო უნდა...
კვირაცხოვლობამდე
ეროვნული ლიგის მე-5 ტური უხვგოლიანი ვერ გამოდგა. ჯამში მეტოქეებმა ერთმანეთს 12 ბურთი გაუტანეს. ნაკლები მხოლოდ მე-3 ტურში გავიდა (11). „ლიდერად“ კი 22 გოლიანი საწყისი ტური რჩება. პირველად წააგო ლიდერმა, „საბურთალომ“. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებს აქამდე ოთხივე მატჩი მოეგოთ და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობდნენ. მათი დამმარცხებელი „ლოკომოტივი“ კი ბოლო ადგილზე იდგა ერთადერთი ფრით და კინკილა ქულით. რკინიგზელმა...
საბურთალო – შარშანაც ამ დროს
სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო „საბურთალომ“ და კვლავ ერთპიროვნული ლიდერია. სხვათა შორის, ამდენივე ტურის შემდეგ ის შარშანაც პირველ ადგილზე იდგა, ოღონდ მაშინ სამი მოგება და ერთი წაგება ჰქონდა. საბურთალოელებმა ამჯერად დიმიტრი ტატანაშვილისა და გაფრანგებული ბრაზილიელის, ვაგნერის გოლებით იმარჯვეს. მათმა მეტოქე „რუსთავმა“ კი ისევ ვერაფრით გამოიჩინა თავი, ყრუ დაცვა ითამაშა,...









