შაბათს, ლიტვასთან ამხანაგური მატჩის მე-6 წუთზე ჯანო ანანიძე ბურთის მეტოქის საჯარიმოში ჩაკიდებას ცდილობდა, როცა უხერხულად დაეცა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ჯანოს მუხლის ჯვარედინი იოგები დაუზიანდა და მინიმუმ ექვსი თვე ვერ ითამაშებს. დიდი ალბათობით, მას რომის „ვილა სტიუარტის“ ჰოსპიტალში გაუკეთებენ ოპერაციას, რომელთანაც მოსკოვის „სპარტაკს“ ხელშეკრულება აკავშირებს. წესით, ჯანოს მკურნალობის ხარჯები საქართველოს...
Author: სოლომონ გულისაშვილი
უხარაიშვილოდ…
… როცა გიორგი ხარაიშვილი შვედურ „გიოტებორგში“ მიდიოდა, ბევრს ეგონა, რომ წლეულს „საბურთალოს“ ძალიან გაუჭირდებოდა. ამის მიზეზიც არსებობდა. გავიხსენოთ შარშანდელი სეზონი, როცა მათმა კაპიტანმა ტრავმა მიიღო, გუნდი ერთი მეორის მიყოლებით აგებდა მატჩებს. მაშინ საბურთალოელებს ერთდროულად კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუშავდათ და უსუსურ თამაშს ესეც განაპირობებდა, მაგრამ ხარაიშვილი „საბურთალოსთვის“ მაინც სხვა იყო. მარნეულელი ბიჭი, რომელის გაზრდაშიც საბურთალომ...
გიორგიმ დაიწყო, გიმ დაამთავრა…
ეროვნული ლიგის მეორე ტურს გოლიანობით არ გავუნებივრებივართ. გუნდებმა ერთმანეთს 14-ჯერ გაუტანეს. პირველ ტურში ეს მაჩვენებელი 22-ს უდრიდა. თუმცა, საწუწუნო მაინც არ გვაქვს – უარესიც გვინახავს. სტუმართმოყვარე ტური გამოდგა – ხუთი შეხვედრიდან ოთხში სტუმრებმა გაიმარჯვეს და ერთიც ფრედ დამთავრდა. „საბურთალომ“ მეორე თამაშიც მოიგო და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. არადა, თავიდან ორივე მატჩს აგებდა. სეზონის წინ საბურთალოელთა...
ერისთავი მესია?
სამ სათამაშო დღეზე გაწელილი საიუბილეო 30-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური გასრულდა. ცხადია, ჯერ-ჯერობით რაიმე დასკვნებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ორიოდ სიტყვა მაინც ვთქვათ. შედარებისთვის შარშანდელი სეზონი გამოვიყენოთ, რადგან 2017-ის გაზაფხულზე დასახელება შეეცვალა ყველა ლიგას, მოვისმინეთ ჩემპიონატის ახალი ჰიმნი, გაგვაცნეს ახალი ლოგო. ეროვნულ ჩემპიონატს ეროვნული ლიგა დაერქვა, გუნდების რაოდენობა ათამდე შემცირდა. სეზონი კი გაზაფხული-შემოდგომის ფორმატით ჩატარდა. მაშ...
სხვა ოლიმპიადა…
ზამთრის ოლიმპიადა დამთავრდა. ნორვეგიის ნაკრებმა საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა და ერთ ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით რეკორდი დაამყარა. სკანდინავიელებმა ჯამში 39 მედალი (14 ოქროს, 14 ვერცხლის და 11 ბრინჯაოს) მოიპოვეს. თუ გვათვალისწინებთ, რომ პიონჩანგში სულ მედლების 102 კომპლექტი გათამაშდა, გამოდის, რომ ნორვეგიელებმა მედლების თითქმის 13 პროცენტი მოიგეს. მანამდე რეკორდი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ეკუთვნოდა –...
არსენალში არსენს შეუტიეს
არსენ ვენგერის 22 წლიანი არსენალური საგა ახლა, ეტყობა, საბოლოოდ მიუახლოვდა დასასრულს. ყოველ შემთხვევაში, ბრიტანულ მედიას თუ დავესესხებით,მომავალ სეზონს „მეთოფეები“ სავარაუდოდ ახალი მწვრთნელით დაიწყებენ. კანდიდატებსაც ასახელებენ. გერმანიის ნაკრების თავკაც იოაჰიმ ლიოვს, „სელტიკის“ მენეჯერ ბრენდან როჯერსს და „სიტიში“ გვარდიოლას თანაშემწე მიკელ არტეტას. აქა-იქ „მონაკოს“ დამრიგებელ ლეონარდო ჟარდიმსაც ახსენებენ. გასულ კვირას ინგლისის ლიგის თასის ფინალში „სიტისთან“ შერცხვენის შემდეგ,...
აღმზრდელი!
საფეხბურთო აკადემიები სულ უფრო პოპულარული ხდება ევროპაში. 21-ე საუკუნეში ისინი საკლუბო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახდა. ადრე ვიცოდით „აიაქსის“ ლეგენდარული აკადემიის შესახებ, რომელიც ვარსკვლავების სამჭედლოდ ითვლებოდა. მერე მათ სხვებმაც მიბაძეს და ბოლო 10-15 წლის განმავლობაში სოკოებივით მომრავლდნენ. ახლა ყველა მეტ-ნაკლებად თავმოყვარე კლუბს თავისი აკადემია აქვს. აგერ, ინგლისის 17 წლამდელთა ნაკრებში, რომელმაც შარშან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო....
ჩვენ ერთად ვართ მთავარია…
ზამთრის ოლიმპიადა რამდენიმე დღის დაწყებულია, მაგრამ უკვე ნათელია, რომ რაც უნდა მოხდეს, როგორი სასწაულებიც უნდა აკეთონ სპორტსმენებმა, პიონგჩანგის თამაშები უპირველესად ორი კორეის სპორტული გაერთიანებით დაამახსოვრდება მსოფლიოს. 1945 წლამდე კორეა იაპონიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი „განთავისუფლებული,“ ორად გაიყო. ზუსტად 70 წლის წინათ, 1948 წელს ჩრდილოეთი საბჭოთა კავშირის „მფარველობის“ ქვეშ მოექცა, სამხრეთი –...
იხვის ჭუკი ლივორნოდან
ჯორჯო კიელინი იტალიური საფეხბურთო ტრადიციის ნაღდი წარმომადგენელია. უკომპრომისო მცველი ქუჩის ბიჭის მენტალიტეტით. მას ოთხჯერ ჰქონდა გატეხილი ცხვირი. გატანილ გოლს კინგ კონგის მსგავსად მკერდზე მუშტების ბრაგუნით აღნიშნავს, ხოლო როცა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაელმა ლუის სუარესმა მხარზე უკბინა, გაიძახოდა: არანაირი პრობლემა, არანაირი პრობლემაო. თავად ცხვირის ოთხჯერ გატეხვის ამბავზე ხალისობს და ამბობს: როცა გატანის ან თავდამსხმელის შეჩერების შანსი...
ბასბის ბავშვებიდან სარბიელის რედაქციამდე…
დღეს 60 წელიწადი შესრულდა საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიიდან – „მანჩესტერის“ ავიაკატასტროფიდან. იმ საბედისწერო დღეს, 1958 წლის 6 თებერვალს, თვითმფრინავის ჩამოვარდნამ 23 ადამიანის სიცოცხლე შეწყვიტა, მათ შორის მეტ ბასბის დიდებული გუნდის რვა წევრის. ამ საშინელებამ ფეხბურთის მოყვარულებს საშუალება მოუსპო „ბასბის ბავშვების“ ჩინებული გუნდის შესაძლო ევროტრიუმფისა. მაშინ ბასბიმ მართლაც მაგარი ახალგაზრდული გუნდი შექმნა, რომელსაც უწოდეს...









