Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
კეინმა შირერს ასით შეუტია
ჩანაწერი

კეინმა შირერს ასით შეუტია

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს, არსებობდა ეგრეთ წოდებული, გრიგორი ფედოტოვის ასიანთა კლუბი, რომელშიც 100  და მეტი გოლის გამტანი ფეხბურთელები ხვდებოდნენ.  ქართველთაგან კლუბში შვიდი მოთამაშე მოხვდა: რამაზ შენგელია 161 გოლი, ბასა ღოღობერიძე – 143.  ზაურ კალოევი – 139, ბორის პაიჭაძე – 136, დავით ყიფიანი – 115, სლავა მეტრეველი და გივი ნოდია 113 – 113. ყველაზე მეტი კი...

ესეც ერთა ლიგა
ჩანაწერი

ესეც ერთა ლიგა

დღეს ლოზანაში გამართულმა ერთა ლიგის წილისყრამ ევროპული ფეხბურთის კიდევ ერთი ისტორიული ფურცელი გადაშალა. ახალი ტურნირის მონაწილეები ჯგუფებში გადანაწილდნენ და ახლა სექტემბერს დაელოდებიან, როცა უშუალოდ მატჩების დრო დადგება.  წილისყრის შედეგები ასეთია: A ლიგა 1 ჯგუფი: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია 2 ჯგუფი: ბელგია, შვეიცარია, ისლანდია 3 ჯგუფი: პორტუგალია, იტალია, პოლონეთი 4 ჯგუფი: ესპანეთი, ინგლისი, ხორვატია B ლიგა 1...

ჩვენი წილი ევროპა ლოზანაში გაირკვევა…
ჩანაწერი

ჩვენი წილი ევროპა ლოზანაში გაირკვევა…

დღეს ევროპულ ფეხბურთში ახალი ეპოქა დაიწყება. თბილისის დროით 15.00 საათზე შვეიცარიულ ლოზანაში ერთა ლიგის პირველი გათამაშების წილისყრა გაიმართება. ეს არის ახალი შეჯიბრება, რომელიც ძირითადად ამხანაგურ მატჩებს ჩაანაცვლებს, ხოლო საქართველოს მსგავს დაბალრეიტინგიან ნაკრებებს დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი მიეცემათ. უეფას წევრი 55 ქვეყანა ოთხ ლიგადაა დაყოფილი. ჩვენები ბოლო, მე-4 ლი­გაში ითამაშებენ. ჩვენი „კბილა“ გუნდები...

ჯორი
ჩანაწერი

ჯორი

თუ ვინმეს დღეს თანამედროვე ფეხბურთელი შეიძლება ვუწოდოთ, ალბათ, ეს ბელგიელი კევინ დე ბრუინია. „მანჩესტერ სიტისა“ და ბელგიის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი სწორედ ისაა, ვისაც ყველამ უნდა მიბაძოს, მათ შორის ქართველმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, მწვრთნელები კი მათ ყოველდღე უნდა აყურებინებდნენ მის შედევრებს და ბელგიელის მაგალითზე უხსნიდნენ – რა არის დღევანდელი ფეხბურთი… ნომინალურად შემტევი ნახევარმცველია, თუმცა სინამდვილეში მას...

ქართველი მეკარის უცნაური თავგადასავალი
ჩანაწერი

ქართველი მეკარის უცნაური თავგადასავალი

ანზორ კავაზაშვილს ახალი თაობა არ იცნობს. ძველებსაც კი მიავიწყდათ. ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხანია საზღვარგარეთ (რუსეთში) ცხოვრობს. არადა, იყო დრო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახლდათ. ბათუმში დაბადებულ-გაზრდილი კაცია. ბათუმის „დინამოს“ სპორტულ სკოლაში დადიოდა. მერე იყო დედაქალაქური ФШМ (ფე-შე-ემ) და 17 წლისა უკვე თბილისის „დინამოში“ მიიწვიეს. ძირითადშიც კი ათამაშეს, მაგრამ ეტყობა ახალგაზრდა ორგანიზმმა ვერ გაუძლო დატვირთვებს...

პეპის გრძელი წინდა
ჩანაწერი

პეპის გრძელი წინდა

… მას არც წითელი თმები აქვს და არც მარტო ცხოვრობს დიდ სახლში. არც მამამისია მეზღვაურების უფროსი და არც სხვადასხვა ფერის წინდები აცვია. თუმცა, ბოლო დროს ისეთ რამეებს სჩადის, ონავარ პეპილოტა გრძელწინდასაც კი გაუკვირდებოდა. ზღაპარია, აბა რა, –  პეპ გვარდიოლა ზედიზედ მესამედ დაასახელეს პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად. „ქალაქელებმა“ ნოემბერში ოთხივე მატჩი მოიგეს. „არსენალთან“, „ლესტერთან“, „ჰადერსფილდთან“ და...

აბსოლუტური პროდუქტი
ჩანაწერი

აბსოლუტური პროდუქტი

„დორტმუნდმა“ ჰოლანდიელი მწვრთნელი პეტერ ბოში თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ბოლო დროს ჩრდილო რაინ-ვესფალიელები საშინლად გამოიყურებიან.  მე-15 ტურში „ვერდერთან“ საშინაო 1:2 საბოლოო წვეთი აღმოჩნდა კლუბის ხელმძღვანელობისთვის. ხუმრობა ხომ არ არის, დორტმუნდელებს ბუნდესლიგაში 30 სექტემბრის შემდეგ აღარ მოუგიათ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ორჯერ ფრედ ითამაშეს კვიპროსულ “აპოელთან”. „ტოტენჰემთან“ და მადრიდის „რეალთან“ კი საერთოდ უქულოდ დარჩნენ. სასწაული...

საქართველო ბოლოს პირველის ბოლოა
ჩანაწერი

საქართველო ბოლოს პირველის ბოლოა

უეფამ ერთა ლიგის კალათები საბოლოოდ დაადგინა. საქართველოს ნაკრები, როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლო – მეოთხე ლიგის პირველ კალათაში მოხვდა. ამათ 2018 წლის 24 იანვარს, შვეიცარიულ ლოზანაში ოთხ ოთხგუნდა ჯგუფად გადაანაწილებენ. პირველადგილოსნები 2020-ის მარტში პლეი ოფს გაითამაშებენ და გამარჯვებული 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ  უეფას ერთა ლიგა ახალი ტურნირია. მისი პირველი გათამაშება...

რონალდუ 5:5 მესი
ჩანაწერი

რონალდუ 5:5 მესი

წუხელ ეიფელის კოშკზე 2017 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გამარჯვებული, ცხადია, მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. ცხადიაო, ვთქვით, რადგანაც უკვე დიდი ხანია ყველამ იცოდა ტრიუმფატორი ვინ იქნებოდა. რონულდუმ უკვე საგანგებო ბუცების დამზადებაც კი მოასწრო. პორტუგალიელმა წლეულს „რეალთან“ ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, უეფასა და ესპანეთის სუპერთასები. ასევე პორტუგალიის ნაკრებთან...

ფრანს ფუტბოლმა ბურთი გაამზადა, რონალდუმ – ბუცი
ჩანაწერი

ფრანს ფუტბოლმა ბურთი გაამზადა, რონალდუმ – ბუცი

დღეს პარიზში ოქროს ბურთის 62-ე მფლობელის ვინაობა გაირკვევა. საზეიმო ცერემონიალს საფრანგეთის ნაკრების, „ტოტენჰემისა“ და „ნიუკასლის“ ყოფილი ვარსკვლავი დავიდ ჟინოლა წარუძღვება. მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთი“ 1956 წლიდან თამაშდებოდა ფრანგული „ფრანს ფუტბოლის“ ინიციატივით. 2010-15  წლებში „ფრანს ფუტბოლი“ საუკეთესოს ფიფასთან ერთად  ასახელებდა, შემდეგ კი ისევ გაიყო და ფრანგულ ჟურნალს დაუბრუნდა. წლეულს ოქტომბერში ფიფამ უკვე ჩაატარა გამოკითხვა რომლის მიხედვითაც საუკეთესოდ...