Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
პელე გაზაფხულიდან
ჩანაწერი

პელე გაზაფხულიდან

ბავშვობაში, 70-იანების ბოლოს, ეზოს ბიჭები ხშირად მივდიოდით ხოლმე კინოთეატრ „გაზაფხულში.“ იქ ისეთ ფილმებს აჩვენებდნენ, რომელიც სხვაგან არ იყო. ერთი ასეთი – „ეს პელეა“ გახლდათ. დასაწყისში ფეხბურთის მეფე პლიაჟზე მირბოდა „პინკ ფლოიდის“ მისტიკური მუსიკის ფონზე. მერე  მისი ფანტასტიკური თამაშის ფრაგმენტები ცვლიდა ერთმანეთს. იქიდან ისეთი დამუხტულები გამოვდიოდით, დღესაც მბურძგლავს ტანში. აღარც  მახსოვს რამდენჯერ ვნახეთ. მერე კი იწყებოდა...

რამ გაახსენათ საქართველო რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრისას?
ჩანაწერი

რამ გაახსენათ საქართველო რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრისას?

კრემლში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის შესახებ „სარბიელი“ უკვე წერდა. რუსულ მუნდიალამდე ჯერ კიდევ ნახევარი წელიწადია და ამ ხნის განმავლობაში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. ბევრიც ახალი მოხდება. ამჯერად კი პირველ შთაბეჭდილებებზე ვთქვათ და ტურნირის კალენდარსაც გადავხედოთ. ყველაზე რთული ალბათ D ჯგუფია, სადაც არგენტინა, ისლანდია, ხორვატია და ნიგერია მოხვდნენ. არგენტინელები ცხადია, ჯგუფის ფავორიტები იქნებიან, თუმცა ყველას აინტერესებს...

არ გაიხადო!
ჩანაწერი

არ გაიხადო!

1 დეკემბერს მოსკოვში მომავალი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება. ღონისძიება კრემლის იმ დარბაზში შედგება, სადაც უწინ კომპარტიის ყრილობები, საბალეტო წარმოდგენები და საახალწლო ნაძვის ხეები იმართებოდა, ხოლმე. ახლა, ცხადია, ყველაფერი სხვაგვარადაა, მაგრამ ის კომუნისტური „არომატი“ მაინც პოულობს ნაპრალებს. წილისყრას ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი ტელეწამყვანი გარი ლინეკერი და რუსი ჟურნალიტი მარია კომანდნაია წარუძღვებიან. პატარა სახალისო...

რუსებმა იაშინი მეტროში ჩაიტანეს
ჩანაწერი

რუსებმა იაშინი მეტროში ჩაიტანეს

რუსეთმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერი წარადგინა. პოსტერის მთავარი ფიგურა მოსკოვის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარული მეკარე ლევ იაშინია. პრეზენტაციის წამყვანები მომავალი მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ვიტალი მუტკო, ფიფას გენერალური მდივანი ფატიმა სამურა და რუსეთის ნაკრების მეკარე იგორ აკინფეევი იყვნენ. საგანგებო სტუმრად კი იაშინს ქვრივი- ვალენტინა მიეწვიათ. პოსტერის დიზაინერი 50 წლის იგორ გუროვიცია....

სად, ვის, რას…
ჩანაწერი

სად, ვის, რას…

გასულ კვირას „ოქროს მატჩზე“ მისული ხალხი გაკვირვებული დარჩა – საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ახალი ჯილდო ძალიან წააგავდა გერმანული ბუნდესლიგის „ვერცხლის სასალათეს“. მალევე  გავიგეთ, რომ ეს ახალი ნაკეთობა ჩემპიონის ფარი ყოფილა, რომელიც ძველი ხევსურული ფარის დეტალებს იმეორებს. ეროვნული ლიგის ვებ-გვერდის ცნობით, ხევსურული ფარი გარდა დაცვისა, შეტევაშიც იმავე წარმატებით გამოიყენებოდა. ამ ფუნქციით ის ძალიან წააგავს ფეხბურთს და ზოგადად...

ცხვირი გავს? გავს…
ჩანაწერი

ცხვირი გავს? გავს…

კაზუსები და უცნაურობები მარტო ჩვენში არ ხდება. აი, წლეულს მარტში პორტუგალიის კუნძულ მადეირას აეროპორტს იქაურობის ყველაზე გამოჩენილი მკვიდრის, კრიშტიანუ რონალდუს სახელი უწოდეს და შენობაში მისი ბიუსტიც დადგეს. თუმცა, ნაკეთობა ისეთი უგვანი და უგემოვნო გამოვიდა, რომ სოციალურ ქსელებში მთელი მსოფლიოს დასაცინი გახდა. მერე აღმოჩნდა, რომ ბიუსტი აეროპორტის ყოფილ დამლაგებელ, 40 წლის მანუელ სანტუშს 15 დღეში გაუკეთებია...

ჩელსი მილიარდიან სტადიონს იშენებს
ჩანაწერი

ჩელსი მილიარდიან სტადიონს იშენებს

რამდენიმე წელიწადში ლონდონის „ჩელსის“ ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული სტადიონი ექნება. ვარაუდობენ, რომ მშენებლობა დაახლოებით 1 მილიარდი გირვანქა დაჯდება. თავიდან კლუბის მფლობელი, რომან აბრამოვიჩი პროექტში 500 მილიონის დახრჯვას აპირებდა, თუმცა ჩინელ პარტნიორებთან მოლაპარაკების შემდეგ, სტადიონის კიდევ უფრო გაზრდა და თანხის გაორმაგება გადაწყდა. სავარაუდოდ, ჩინელები 500 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებენ. ახლა „სტემფორდ ბრიჯი“ 41 631  მაყურებელს იტევს, ახალი –...

კალათები შეივსო, ველით წილისყრას
ჩანაწერი

კალათები შეივსო, ველით წილისყრას

წუხელ პერუმ ახალი ზელანდია 2:0 დაამარცხა და ამისდაკვალად, მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის ყველა, 32-ვე მონაწილის ვინაობა გაირკვა.  ფიფას ანონსის მიხედვით, ეროვნული ნაკრებები ოთხ რვაგუნდიან კალათებში გადანაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის წილისყრა მოსკოვში 1 დეკემბერს გაიმართება. 1 კალათა: რუსეთი, გერმანია, ბრაზილია, პორტუგალია, არგენტინა, ბელგია, პოლონეთი, საფრანგეთი 2 კალათა: ესპანეთი, პერუ, შვეიცარია, ინგლისი, კოლუმბია, მექსიკა, ურუგვაი, ხორვატია 3 კალათა:...

მე ვარ სანე!
ჩანაწერი

მე ვარ სანე!

დღეს, 21 წლის ლეროი სანე გერმანიის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. შარშან, აგვისტოში ის „სიტიმ“ 55 მილიონ ევროდ შეიძინა „შალკედან“. წლეულს კი, სანე ლამის საუკეთესო გახდა გუნდში. ფრანგულმა „ფრანს ფუტბოლმა“ მას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. ჩვენი მკითხველისთვის უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო,  ცოტა შევამოკლეთ უნიჭიერესი ყმაწვილის ნაუბარი და ესეც ვიფიქრეთ: რაოდენი პოზიტივი და პროფესიონალიზმი გამოსჭვივის მის საქმისადმი და საერთოდ,...

ბუნტისთავი
ჩანაწერი

ბუნტისთავი

საინტერესო ჯეელია ბრაზილიელი ნეიმარი. სულ სამი თვეა ბარსელონადან პარიზში გადაბარგდა და მის გარშემო მითქმა-მოთქმა წუთითაც არ წყდება. ხან კარგი ამბებია, ხან ცუდი, მაგრამ ყოველდღე რაღაც არის. ალბათ „ასეთი უნდა იყოს“ თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავი. ჩანს,  „პარი სენ ჟერმენში“ ის საკუთარ კანონებს აწესებს. ჯერ იყო და მისვლისთანავე 10 ნომრიანი მაისურა დაისაკუთრა. მერე გადაწყვიტა რომ ჯარიმები და პენალტები...