„ადიდასმა“ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი წარადგინა. ახალი ბურთი, გარდა იმისა, რომ უახლესი ტექნოლოგიებითაა დამზადებული, ამავდროულად კლასიკის გადააზრებაც გახლავთ. პირველი სამსოფლიოჩემპიონატო ბურთი Telstar, „ადიდასმა“ 1970 წელს წარმოადგინა. დღეს ეს სახელი კიდევ ერთხელ გვახსენებს შესანიშნავ ფეხბურთელებს, ვისაც მაშინ მექსიკის სტადიონებზე გაუგორებია ბურთი: პელე, გერდ მიულერი, ბობი მური, ჯაჩინტო ფაკეტი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენს. ასეთივე...
Author: სოლომონ გულისაშვილი
მესი – არგენტინის ნაკრებზე, დიბალაზე, აგუეროზე…
ლეო მესის დარი ფეხბურთელების ხშირი ინტერვიუებით განებივრებულები ნამდვილად არ ვართ, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის დრამატული შესარჩევი კამპანიის შემდეგ პრესასთან უფრო გახსნილები გახდნენ. ლეომ კი TyC Sports-ს მისცა ინტერვიუ, რომლის თარგმანსაც აქვე გთვაზობთ… არგენტინის ნაკრების შესარჩევი ციკლის შესახებ ჩვენ მეტი ვიწვალეთ, ვიდრე საჭირო იყო. ადრე დავიჯერეთ, თითქოს მუნდიალზე უკვე გასულები ვიყავით. ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ შინ პერუს...
რატომ გაიაფდა მესი?
„სარბიელი“ ადრეც წერდა, რომ წლევანდელი ზაფხულის სატრანსფერო კამპანიამ ახალ, ერთობ სახიფათო ტენდენციას დაუდო სათავე, რომელიც შესაძლოა, კლუბების მეპატრონეების მხრიდან უკონტროლო ფინანსების ხარჯვამდე მივიდეს და ამას ვერც უეფას ფეარ პლეის პრინციპი და ვერც სხვა სამართლებრივი ინსტიტუტები უშველის. აგერ ბატონო, ვნახოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ფასები და დავწმუნდებით რა მდგომარეობაშია ბაზარი. საფეხბურთო ობსერვტორიამ (CIES) ახალი დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც,...
მთავარი ლომი ბავშვებს დაერია
ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეითმა თავისი ქვეყნის 17- წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები გაკიცხა. მოგეხსენებათ, „ჭაბუკი ლომები“ ახლახან ამ ასაკში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. ფინალში ესპანელებს 5:2 მოუგეს და წარმატების აღნიშვნისას მაისურები შემოიბრუნეს. „მესმის, რომ ძალიან ახალგაზრდები არიან და ამ მომენტში განსაკუთრებულ ექსტაზში იყვნენ, მაგრამ ცოტა ლოგიკურადაც ხომ უნდა იფიქრონ?! ვიმედოვნებ, მომავალში გაითავისებენ, რომ „სამი ლომის“...
ინგლისური რევანში და იმედი
საინტერესო ამბები ხდება ბოლო დროს. ინგლისელებმა, რომელებიც 1966 წლის მერე სანაკრებო დონეზე ვერაფერი შვილები იყვნენ, უცებ ლამის ყველაფერი მოიგეს… წლეულს მაისში 20 წლამდელმა „ახალგაზრდა ლომებმა“ კორეული ტურნირის ფინალში ვენესუელას სძლიეს და ამ ასაკში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. მერე, ივლისში, 19-წლამდელებმა საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იპირველეს. გორულ ფინალში პორტუგალიელ თანატოლებს სძლიეს. ახლა კი ინდოეთში დასრულებულ ტურნირზე გადამწყვეტ...
იბრა მანჩესტერში დაბრუნდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სავარჯიშო ბაზაზე დაბრუნდა და მალე გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს. მაგრამ იბრა რისი იბრა იქნებოდა, ხმაურიანად არ დაბრუნებულიყო. ბოსნიელმა შვედმა ჯერ გვარიანდ იოხუნჯა გასახდელში, შემდეგ კი საკუთარ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თანაგუნდელებთან: ერიკ ბაილისთან და დავიდ დე ხეასთან ერთადაა აღბეჭდილი. მაგრამ ჰოი საოცრებავ, გამოქვეყნებისთანავე იბრა ვისღა ახსოვდა, ყველა ბაილის ნეკა თითზე გადაირია.მანჩესტერის ქომაგებმა...
საქართველოს ერთა ლიგაში კვიპროსი და ბელარუსი შეაცილებს
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დამთავრდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებისთვის ორი ამხანაგური მატჩის შესახებ გამოაცხადა. დღეს ითქვა, რომ ჩენი ეროვნული გუნდი 10 ნოემბერს გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ კვიპროსს დაუხვდება, ხოლო 13-ში, ქუთაისში, ბელორუსს უმასპინძლებს. სათქმელია, რომ აქამდე საქართველოს ნაკრებს თბილის გარეთ მეტოქეები გურჯაანში ( 1992, აზრებაიჯანთან 6:3), ბათუმში (1994 და 1997, ბრაზილიურ „პალმეირასთან“ 0:1 და მოლდოვასთან...
ქართველების წასაკითხი კაცების საგა
საგების მწერალი რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად დავწერდი დღევანდელი ისლანდიის ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელების, მათი მამა-პაპის და კიდევ იმათ წინაპართა ისტორიებს. ეს გულადი ხალხი მართლაც იმსახურებს ამას. საგა უძველესი სკანდინავიური თხზულებებია, რომლებშიც, სანამ მოქმედ პერსონაჟზე მოგვითხრობდნენ, ლამის ყველა მის წინაპარს ჩამოთვლიდნენ ხოლმე. ეს პატივსცემის ნიშანი გახლდათ საგვარეულოს მიმართ. განა არ არიან მაგრები?! აბა, რომელს ვიცნობთ პიროვნულად ფეხბურთში?! ალბათ, ევერტონელ...
საბარგულიდან დაწყებული 5:0
პარასკევს რვა საათზე, უელსის ნაკრები „დინამო არენაზე“ მეორედ ითამაშებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. ჯგუფში სატურნირო ვითარება ისეთია, აუცილებლად მოგება სჭირდებათ. „დრაკონები“ ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებულები ჩანან. კარგად ახსოვთ 23 წლის წინანდელი კოშმარი – 0:5 ქართველებისგან. მათი მწვრთელი კრის კოულმენი (სხვათა შორის, მათთვის იმ ავადსახსენებელი მატჩის მონაწილე) თავის ფეხბურთელებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს: ქართველებთან „თხელ ყინულზე“ მოგვიწევს...
ვითომ სიახლე? საქართველოს ნაკრები მეოთხე ლიგაში ითამაშებს!
სექტემბერში უეფამ საბოლოოდ დაამტკიცა ერთა ლიგის ფორმატი და რეგლამენტი. ახალი პროექტის პირველი მატჩი 2018 წლის 6 სექტემბერს გაიმართება. ერთა ლიგა უეფას ახალი ტურნირია, რომელმაც ბევრის აზრით, მოსაწყენი და უმოტივაციო ამხანაგური მატჩები უნდა ჩაანაცვლოს. საიდუმლო არ არის, უკვე კარგა ხანია მოთამაშეები, მწვრთნელები და გულშემატკივრები სულ უფრო ნაკლები სერიოზულობით ეკიდებიან მსგავს მატჩებს. ახალ შეჯიბრს კი სატურნირო მოტივაციაც...









