Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
ჩანაწერი

ისევ ორხელისუფლებიანობა

ორნი და სხვები ეროვნულ ლიგაში ორხელისუფლებიანობა ისევ გრძელდება. ახლა „ბათუმი“ დადგა პირველ ადგილზე, რადგან ბურთების სხვაობა ერთით უკეთესი აქვს „საბურთალოზე“. „ბათუმი“ და „საბურთალო“ უკვე 7 ქულით დაშორდნენ კონკურენტებს, რაც მათ სოლიდურ უპირატესობას აძლევს. ბათუმში ისევ საფეხბურთო ზეიმი გაიმართა. ზღვისპირელებმა ბოლნისელებს ხუთი ბურთი გაუტანეს ერთის სანაცვლოდ. ლამაზი გოლები და ემოციური გულშემატკივარი – აი, ეს არის დღეს...

ჩანაწერი

თბილისში უჰრინი იყო, ბოლნისში – მუშტი

ბოლნისური დავიდარაბა მე-15 ტურის მთავარი ამბავი ბოლნისის „თამაზ სტეფანიაზე“ მოხდა. ქვემოქართლურ დერბიში ისეთი ამბები დატრიალდა, აქამდე რომ არ გვახსოვს – 4 გაძევება, 6 გოლი და 2 ავტოგოლი… ბოლო 26 წუთი გუნდებმა 9-9 ფეხბურთელით ითამაშეს. ყველაფერი რუსთაველთა მესამე გოლს მოჰყვა 64-ე წუთზე. მინდორზე გუნდი-გუნდზე ჩხუბი გაჩაღდა. შედეგად, მსაჯმა ყრუაშვილმა ორივე გუნდიდან 2-2 მოთამაშე გააძევა. ამის შემდეგ...

ჩანაწერი

რატომ?

ქვესათაურად ცნობილი ქართული ფილმის სახელწოდება იმიტომ გამოვიტანეთ, რომ ვფიქრობთ, ზუსტად ასახავს ბოლო დროს ქვეყანაში და კერძოდ, ფეხბურთში მიმდინარე საოცარ ამბებს. ყველაზე ცუდი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ ორი, „ჭიათურის“ ერთი და ასევე სამი ყოფილი მოთამაშე. საქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგსა...

ჩანაწერი

აფსუს, ტორპედოც…

„საბურთალომ“ „ტორპედოს“ სტუმრად 3:2 მოუგო და რადგან ბათუმის „დინამო“ გორში დამარცხდა, პირველ ადგილზე დაბრუნდა, თუმცა „ტორპედოს“ შესაძლო დაშლის ამბავმა ყველაფერი გადაფარა. ბოლო დროს მოარული ხმები გამართლდა. ქუთაისური კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ „ტორპედოს“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განცხადებაც გამოაქვეყნა. „პირველ რიგში, ვადასტურებ, რომ ასეთ პირობებში კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. მიუხედავად იმ კრიზისისა, რაც კლუბიდან უცხოელი ინვესტორის წასვლამ განაპირობა,...

ჩანაწერი

რა მოხდა ბათუმში?

გაცოცხლებული რუსთავი ყველაფერი პარასკევს დაიწყო. ცხრილის სათავეში მდგომმა „საბურთალომ“ ბოლოში მყოფ „რუსთავთან“ 1:3 წააგო. ეს თბილისელთა მეორე მარცხი გახლდათ ბოლო ოთხ შეხვედრაში. გაცოცხლებულმა რუსთაველებმა კი ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს, ქულებით „ლოკომოტივს“ გაუსწორდნენ და უიმედო აუტსაიდერობიდან, ბრძოლაში დაბრუნდნენ. მათი წარმატების საიდუმლოც ცნობილია – ვარლამ კილასონია და… როსტოველი ახალწვეული ფარხად გისტაროვი. მან მიჯრით მეორე მატჩში გაიტანა და...

ჩანაწერი

კასილიასის ყველაზე დიდი გამარჯვება

ლეგენდარული მეკარე იკერ კასილიასი საავადმყოფოდან გამოწერეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში მას რამდენიმე ტესტი ჩაუტარეს, რომლებმაც დადებითი შედეგი აჩვენა. ჰოსპიტლის წინ მას უამრავი ჟურნალისტი და თაყვანისმცემელი ელოდა. „არ ვიცი რა მელის მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ გამოვჯანმრთელდი და თავს კარგად ვგრძნობ. ახლა რამდენიმე კვირას, შეიძლება თვესაც დავისვენებ და მერე გადავწყვეტ რა გზას ვეწიო, – მიმართა შეკრებილთ პორტუს...

ჩანაწერი

რეკორდი

ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ბოლო ორი მატჩიც გაიმართა. „საბურთალომ“ „მიხეილ მესხზე“ თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა, ლაშა შინდაგორიძის გოლით 1:0 დაამარცხა და რადგან შაბათს ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ „ტორპედოსთან“ წააგო (2:3), ისევ პირველ ადგილზე დაბრუნდა. გორში „დილამ“ „ჩიხურას“ 2:0 მოუგო და აუტსაიდერებს დაშორდა. აღსანიშნავია, რომ ეს შიდაქართლელთა ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო. ზემოიმერლებს კი ამდენივე ტურია მოგების გემო აღარ...

ჩანაწერი

ნიკოლაი

საქართველოში წვიმს. ფეხბურთელებმაც ეროვნულ ლიგაში ამინდს მხარი აუბეს და გოლების წვიმა მოიყვანეს. მე-11 ტურის სამ შეხვედრაში 16 გოლი გავიდა, რაც სეზონის რეკორდს უმიზნებს. (ჯერჯერობით ყველზე მეტი გოლი მე-5 ტურშია გასული – 18). 60 დღე ტურის პირველი მატჩი წყალტუბოში გაიმართა. მოგეხსენებათ, „ტორპედოს“ სტადიონზე რემონტია და ქუთაისელები საშინაო შეხვედრებს მახლობელ ქალაქებში მართავენ. მანამდე სამი მატჩი სამტრედიის „ეროსი...

ჩანაწერი

ერთუჯრედიანი 

ევროპა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „არსენალმა“ „ვალენსიას“ 3:1 მოუგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. დუბლით გამოირჩა ალეკსანდრ ლაკაზეტი, ერთიც პიერ ემერიკ ობამეიანგმა შეაგდო. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ „მეთოფეების“ ქომაგები შვეიცარიელი შუახაზელის გრანიტ ჯაკას თამაშმა აღაშფოთა. აფეთქდა სოციალური ქსელი. რას აღარ უწოდებენ. პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდ ფეხბურთელადაც კი მოიხსენიეს. მიზეზი პირველი გოლის ეპიზოდისას მისი ინერტულობა გახლდათ,...

ჩანაწერი

გადარჩა!

„ტოტენჰემი“ – „აიაქსის“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის 32-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ამსტერდამელთა საჯარიმოში, საჰაერო ბრძოლისას, ტოტენჰემელთა მცველი იან ვერტონგენი, ნახტომში თანაგუნდელ ტობი ალდერვეირელდს თავით შეეჯახა, სტუმართა მეკარე ონანასგან კი მსუბუქი მუშტი მიიღო. ექიმები ხუთი წუთის განმავლობაში დასტრიალებდნენ თავს გასისხლიანებულ 32 წლის ბელგიელს. მას ცხვირიც გატეხილი ჰქონდა. რამდენიმე ნაკერი დაადეს და მინდვრიდან გაიყვანეს, სადაც მან...