ხუთშაბათს ეროვნულ ლიგაში მე-14 ტურის ორი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. ორივე ერთობ მნიშვნელოვანი გახლდათ სატურნირო თვალსაზრისით. „დინამო“ ჩემპიონობისთვის იბრძვის, „ტორპედო“ კი ფლეი აუტის ზონიდან თავის დაღწევას ცდილობს. ამჯერად „კლასიკო“ თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. დუბლი მიითვალა ნოდარ ქავთარძემ. ორივე გოლი მან თერთმეტმეტრიანით გაიტანა. კულმინაცია 84-ე წუთზე დადგა, როცა დინამოელთა შეტევისას, საჯარიმოში დავით სხირტლაძეს სტუმარი გიორგი ჯანელიძე შეეჯახა. შედეგად...
Author: სოლომონ გულისაშვილი
ბათუმური ისტორია
14 წლიანი შესვენების შემდეგ „ბათუმმა“ პირველად ითამაშა საკუთარ, თანამედროვე, კოხტა 20 ათასიან ახალ სტადიონზე. სტადიონი 27 ოქტომბერს გაიხსნა ოფიციალურად, თუმცა ორგანიზატორები შეგვპირდნენ, რომ როცა ჟამიანობა გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგება, ლამაზ გახსნასაც შემოგვთავაზებენ, ისეთს, ბათუმს რომ ეკადრება. საკუთრივ მატჩიც საინტერესო გახლდათ სატურნირო თვალსაზრისით, რადგან ერთმანეთს მეორე-მესამეადგილოსნები ხვდებოდნენ. მასპინძლებმა 1:0 მოიგეს და ახლა ლიდერ „დინამოს“...
შეფ-მზარეული
უცნაური კაცია ეს რონალდინიო. ხან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მარაქაშია გარეული და ყველაზე პრესტიჟულ პრიზ-ტურნირებს იგებს (მსოფლიო ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგა, ფიფას წლის ფეხბურთელი (ორჯერ), ოქროს ბურთი), ხან სხვისი სახელით შედის უცხო ქვეყანაში და მერე ციხეში ცხვარზე და ოციანზე ყომარობს. ახლა შეფ-მზარეულად გარდასახვა მოუწადინებია და თავისი ინსტაგრამის გვერდზე ფოტოც გამოაქვეყნა. 40 წლის ბრაზილიელმა იტალიურ სამზარეულოს შეუტია და...
ცხვარი, გორი, თევზი…
ეროვნული ლიგის მე-15 ტურიც ნაკლული გამოდგა. ოთხი მატჩი გაიმართა, მეხუთე, „ტორპედო“ – „ბათუმი“ კი 8 ნოემბერს ჩატარდება. თუმცა, „ტორპედოში“ რა მდგომარეობაა, კიდევ საკითხავია… 8 ნოემბერსვეა დაგეგმილი მე-13 ტურის ძალიან საინტერესო შეხვდრა: „ლოკომოტივი“ – „დინამო.“ შემდეგ სანაკრებო პაუზა გამოცხადდება, რომლის დროსაც საქართველოს ეროვნული გუნდი, თავის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ითამაშებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან. გამარჯვების შემთხვევაში ევრო 2000-ის...
აურზაური
კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ არია. გამონაკლისი არც ფეხბურთი და ჩვენი ეროვნული ლიგაა. აი, ახლაც, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, განრიგი ისევ შეიცვალა. მეცამეტე ტურის მატჩს, „ლოკომოტივი“ – „დინამო“ თბილისი, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანი 8 ნოემბერს უმასპინძლებს. 26 ოქტომბერს დაგეგმილი მე-13 ტურის დაპირისპირება „დინამო“ ბათუმსა და თბილისის...
კორონა რონალდუს არ ეშვება
„იუვენტუსის“ სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. საქმე ისაა, რომ მას განმეორებითი ტესტირებისას კორონავირუსზე ისევ დადებითი პასუხი დაუდასტურდა. უეფას რეგულაციების თანახმად კი ფეხბურთელმა მატჩამდე ერთი კვირით ადრე უნდა წარადგინოს ცნობა, უარყოფითი ტესტის შესახებ (მატჩი 28 ოქტომბერს გაიმართება ტურინში). ახლა კი შინ ყოფნა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელს კორონავირუსი 13...
ერთი გადაიდო, მეორე – გადმოიდო…
რახან „ლოკომოტივი“ – „დინამო“ გადაიდო, ტურის მთავარი მატჩი „საბურთალო“ – „ბათუმი“ გამოდგა. ე-ლიგის ვებ-გვერდზე წერია: „18 ოქტომბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე, თბილისის „ლოკომოტივი“ და თბილისის „დინამო“ დაპირისპირება უნდა გამართულიყო. კოვიდ ინფიცირებულთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების კონტაქტის გამო, შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშული...
37 წლის შემდეგ
წუხელ, ერთა A ლიგის მეორე ჯგუფის მატჩში, დანიის ნაკრებმა სტუმრად დაამარცხა ინგლისის კაცნაკლული ეროვნული გუნდი. მსაჯმა 32-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ჰარი მაგუაირს. ინგლისის ნაკრებისთვის ეს მორიგი სამარცხვინო დღე იყო. საზიზღრად ითამაშა ყველამო. ერადერთი გოლი კრისტიან ერიკსენმა 35-ე წუთზე პენალტით გაიტანა. ეს შედეგი ერთგვარად ისტორიულიც გამოდგა. დანიელებს „უემბლიზე“ 37 წელიწადი აღარ მოეგოთ. 1983 წლის...
შაქირის კორონავირუსი შეეყარა
„ლივერპულის“ ნახევარმცველ შერდან შაქირის კორონავირუსი აღმოაჩნდა, – გვამცნობს შვეიცარიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი. ეროვნული გუნდის შეკრებაზე ჩასულ შაქირის გამოკვლევა ჩაუტარეს და კორონავირუსი დაუდგინეს. ის „ლივერპულის“ მესამე ფეხბურთელია, რომელსაც ეს ინფექცია დაუდასტურდა. მანამდე კორონა ახალწვეულ ტიაგუ ალკანტარას და გუნდის ლიდერ სადიო მანეს დაუდგინდათ. COVID-19-ის გამო, შაქირი ხორვატიასთან ამხანაგურ მატჩს (7 ოქტომბერს), ასევე ესპანეთთან (10 ოქტომბერს) და...
უელბეკი უოტფორდს დაშორდა
თავის დროზე ინგლისელთა იმედი დენი უელბეკი, რომელიც ბოლო დროს ჩემპიონშიფის „უოტფორდში“ ირჯებოდა, უკლუბოდ დარჩა. „უოტფორდმა“ თავის ოფიციალურ საიტზე მასთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ დაწერა. 29 წლის ფეხბურთელის კლუბთან ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს ეწურებოდა, მაგრამ მხარეებმა ის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ახლა ის თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ გუნდში შეუძლია უფასოდ გადასვლა. არადა, კლუბის ყველაზე მაღალანზღაურებადი მოთამაშე იყო...









