მადრიდის „რეალის“ მცველმა მარსელომ კარიერა, შესაძლოა, საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. 32 წლის ბრაზილიელით „მონაკო“ დაინტერესებულა. სამთავროელები, თურმე, მზად არიან „სამეფო კლუბის“ მარცხენაფლანგელს სამწლიანი კონტრაქტი და სეზონში ჯამაგირად 6 მილიონი ევრო შესთავაზონ. ამჟამად მარსელოს „რეალში“ წელიწადში 9 მილიონს უხდიან. გამოცემა ასევე წერს, რომ მარსელოსთვის თვალი „იუვენტუსსაც“ დაუდგამს. ბრაზილიელი მადრიდულ კლუბში 2007 წელს გადავიდა „ფლუმინენსედან“ 6,5 მილიონ ევროდ....
Author: სოლომონ გულისაშვილი
რუნის ოფიციალური დერბი
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, უეინ რუნიმ, მოთამაშის კარიერა დაასრულა და „დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. „შრეკი“ ჯერ „ვერძების“ მოთამაშე-მწვრთნელი იყო, შარშან, ნოემბრიდან კი, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნიდერლანდელი ფილიპ კოკუ შეცვალა. ოღონდ მინიშნებით – დროებითი. დღეს მან კლუბთან 2,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
დიეგო კოსტა ატლეტიკოს დაემშვიდობა
ატლეტიკომ და დიეგო კოშტამ შეთანხმებას მიაღწიეს და კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტეს. ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს გასდიოდა, მაგრამ ფეხბურთელმა პირადი პრობლემები მოიმიზეზა და გაცლა არჩია. ბრაზილიელ-ესპანელი ფორვარდი ატლეტიკოში პირველად 2010-14 წლებში თამაშობდა. შემდეგ სამი სეზონი ჩელსიში გაატარა. 2018-ში ისევ დაბრუნდა. ჯამში მადრიდულ კლუბში 215 ოფიციალური მატჩი გამართა, 83 ბურთი გაიტანა და 36 საგოლე პასით გამოირჩა....
მერანი ვიტ ჯორჯიასთან დარჩა
გაიმართა ეროვნულ ლიგა 2-ში დასარჩენი ფლეი ოფის საპასუხო მატჩები. ფოთის ტექნიკურ ცენტრში „კოლხეთი 1913“-მა თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:0 დასრულდა (ორი მატჩის ჯამში 1:1), ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში თბილისელებმა 4:3 გაიმარჯვეს. ამრიგად, გოჩა ერაძის შეგირდებმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს. კოლხთათვის თერთმეტმეტრიანები ამ წყვილში დამღუპველი გამოდგა. პირველ მატჩში მათ ორი პენალტი გააცუდეს. ამჯერადაც...
წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო…
ეროვნული ლიგის ფლეი ოფის პირველი მატჩების შემდეგ, ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეული იყო. სასწაული თუ შეცვლიდა რამეს. სასწაული არ მოხდა და გაისად უმაღლეს ლიგაში „ტორპედო“ და „სამგურალი“ ითამაშებენ. ქუთაისელები თავის „რამაზ შენგელიას“ სტადიონზე გიორგი ფანცულაიას ლამაზი გოლით უგებდნენ „გაგრას“, მაგრამ დამთავრებამდე 15 წუთით ადრე თამაზ მაქაცარიამ გაათანაბრა. საბოლოოდ – 1:1. „ტორპედომ“ ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. „გაგრა“ კი გაისად...
ტორპედო და სამგურალი თითქმის ელიტაში
ქართული ფლეი ოფის პირველი მატჩები სტუმართა გამარჯვებებით დასრულდა. მოგეხსენებათ, საქმე ელიტაში დარჩენას ეხება. ეროვნული ლიგის მერვეადგილოსანმა „ტორპედომ“ ლიგა 2-ის მესამეადგილოსან „გაგრას“ მოუგო ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ (0:2). ლიგა 2-ის ვიცე ჩემპიონმა „სამგურალმა“ კი, რომელიც მხოლოდ ქულით ჩამორჩა გამარჯვებულ „შუქურას,“ იმავე ანგარიშით ელიგის ბოლოსწინა გუნდ „ჩიხურას“ სძლია „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე. საინტერესო დამთხვევა – ორივე გამარჯვებულმა მეორე...
სად წაიყვანს მინო ჰოლადს?
„დორტმუნდის“ ჭაბუკმა შემტევმა, ერლინ ჰოლანდმა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძლება კლუბი დატოვოს. გერმანული კლუბი ჰოლანდს 75 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ საწყისი თანხა, შესაძლოა, გაიზარდოს. მიზეზი ისაა, რომ მისი აგენტი ცნობილი მინო რაიოლა გახლავთ. ამიტომ მისმა საკომისიომ და ფეხბუთელის მამის ჰონორარმა შეიძლება თანხა გააორმაგოს (თუმცა, არ დაგვავიწყდეს კორონავირუსის კრიზისი). შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდში“ გადასვლისას, რაიოლამ დაახლოებით 15 მილიონი...
დინამო – 18
მაშ ასე. მოკლე, მრავალტანჯული სეზონი დამთავრდა. კორონაპანდემიამ ყველაფერი შეცვალა. 29 თებერვალს დაწყებული შეჯიბრი 6 მარტს შეწყდა და 109 დღის შემდეგ, 25 ივნისს განახლდა. ამიტომ ჩატარდა ორ წრედ, ოთხის ნაცვლად. განახლების დღე ძალიან ცუდ ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ ჭაბუკი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ეს ტრაგედიაც სამუდამოდ გაჰყვება ამ სეზონის ისტორიას. ბოლო ტურის წინ, ლიდერი...
დინამო ტიტულამდე: 1 ტური, 2 ქულა
შაბათს ეროვნულ ლიგაში ორი მნიშვნელოვანი გამოტოვებული მატჩი გაიმართა. ორივეში ჩემპიონობის მაძიებლები ფლეი აუტის კანდიდატებს ხვდებოდნენ. „დინამომ,“ ერთობ მოსაწყენ შეხვედრაში, ნოდარ ქავთარაძის პენალტით მოუგო „სამტრედიას,“ უშუალო მდევართან ორქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და დიდი ალბათობით, ჩემპიონობას ხელიდან აღარ გაუშვებს, რადგან ბოლო ტურში უკვე გავარდნილ და უმოტივაციო „მერანს“ უმასპინძლებს. დინამოელებს პირველობისთვის „მერანთან“ ფრეც დააკმაყოფილებთ, რადგან ბათუმელებთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვთ....
მთავარია ინტრიგა
სეზონის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე, ეროვნულ ლიგაში მოულოდნელად სატურნირო ვითარება დაიძაბა. „ბათუმმა“ „სამტრედიას“ 93-ე წუთზე გაუტანა გამარჯვების გოლი. თავი საქართველოს ნაკრების ყოფილმა შემტევმა, ლადო დვალიშვილმა გამოიჩინა. ეს ლადოს პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე ჩემპიონატში. „დინამომ“ კი უცაბედად „ჩიხურასთან“ წააგო (0:2) და ზღვისპირელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი დაუტოვა. აქამდე საჩხერელებს მხოლოდ ორჯერ მოეგოთ და ორივეჯერ აუტსაიდერ „მერანთან.“ ახლა...



