ამ არეულ დროში რაღაც რომ გაგიხარდება, უკვე დიდი შეღავათია. მით უმეტეს, თუ ეს სიხარული საფუძვლიანია. ბათუმის ახალი სტადიონი უკვე სრულფასოვნად გაიხსნა. 2020 წლის 27 ოქტომბერს ახალ ულამაზეს არენაზე ლენტი საზეიმოდ კი გაიჭრა . თუმცა იქ მხოლოდ ორი მატჩი ჩატარდა, ისიც უმაყურებლოდ და მინდვრის საფარის პრობლემების გამო, კიდევ ნახევარი წლით დაიხურა. და აი, 8 მაისს, უკვე...
Author: სოლომონ გულისაშვილი
მანდარინობა ზესტაფონში
დიდი ამბავი იყო ხუთშაბათს ზესტაფონის „დავით აბაშიძეზე“: ბათუმის „დინამომ“ მეზობელ „შუქურას“ 8:1 მოუგო… ვერ ვიტყვით, რომ ამ გუნდებს შორის რეალურად ასეთი სხვაობაა. აქ უფრო ის მოდელი ამუშავდა, როცა ერთს ყველაფერი გამოსდის, მეორეს – არაფერი. ხდება ხოლმე. თუმცა, ამით სულაც არ ვაკნინებთ ბათუმელთა წარმატებას. კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩემპიონობის რეალური კანდიდატები არიან და ამას თამაშის ხარისხიდან...
ბოლნისური არომატით
პირველი წრე ეროვნულ ლიგა 2-შიც დასრულდა. თუმცა, შესვენება ხანგრძლივი არ იქნება. უკვე 28-29 აპრილს მე-10 ტურის მატჩები გაიმართება. ლიდერი ბოლნისის „სიონია.“ ქვემოქართლელებმა შესანიშნავი გაზაფხული ჩაატარეს. პირველი შვიდი მატჩიდან შვიდივე მოიგეს და მხოლოდ მე-8 ტურში დამარცხდნენ უშუალო მდევარ „გაგრასთან.“ ჯამში მათ 9-დან 8 შეხვედრაში გაიმარჯვეს და ლიგის რეკორდიც დაამყარეს. არც არის გასაკვირი, ვარლამ კილასონიას, რომელიც პირველი...
სამგურალი ფრუიძეობს
მეორე წრის პირველი ტურის ყველაზე საინტერესო ამბავი წყალტუბოში გამართული ბურთაობა გამოდგა. „სამგურალმა“ ლიდერ „დინამოს“ 2:0 მოუგო, თან მართლა მოუგო, დამაჯერებლად. გახსოვთ ალბათ, წლევანდელი სეზონიც ამ გუნდების შეხვედრით გაიხსნა. დებიუტანტმა წყალტუბოელებმა მაშინაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და მართალია ის მატჩი 1:1 დამთავრდა, მაგრამ მეტად იღბლიანები რომ ყოფილიყვნენ, იმერლები იმ თამაშსაც მოიგებდნენ. ამჯერადაც გამოიჩინა თავი სერგო კუხიანიძემ, რომელიც...
დინამო თავშია
მიმდინარე ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა. ლიდერი მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამოა.“ მდევარმა, „ბათუმმა“ კი მე-9 ტურში პირველად წააგო და ლიდერს 4 ქულით ჩამორჩა. ტურის გახსნის მატჩში სეზონის პირველი ჰეთ-თრიქი დაფიქსირდა. „საბურთალოს“ 23 წლის მოლდოველმა ნახევარმცველმა, დმიტრი მანდრიჩენკომ სტუმრად „სამტრედიას“ სამჯერ გაუტანა. შედგა ორი მწვრთნელის დებიუტი და ორივე წარმატებული აღმოჩნდა. „საბურთალო“ მინდორზე ლაშა ნოზაძემ გაიყვანა, რომელიც...
ზლატანს ტოტალიზატორი ამოუქექეს
39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩს ფეხბურთიდან სამი წლით მოკვეთა ემუქრება, რაც, ფაქტობრივად, მისთვის კარიერის დასრულებას ნიშნავს. საქმე ის არის, რომ დიდ შვედს (თუმც წარმოშობით ბოსნიელი ბოშაა) მალტის ერთერთ ტოტალიზატორში ინვესტიციის ჩადებას ედავებიან. შვედური გაზეთი Aftonbladet წერს, რომ ზლატანი ბეტ-კომპანია Bethard-ის 10 პროცენტს ფლობს. ამ ფირმას ოფისები ჰქონია მალტაზე. მოგეხსენებათ, ფიფა და უეფა ფეხბურთელებს ყოველგვარ კონტაქტს უკრძალავენ...
ვივა აკადემია!
მე-8 ტურის საწყის მატჩში თბილისის დინამოელებს მოულოდნელი პრობლემები შეექმნათ: რამდენიმე საათი რჩებოდა თამაშის დაწყებამდე, როცა ოთხი ფეხბურთელი გამოაკლდათ. მათ შორის, მეკარეებიც. მიზეზი – კოვიდპანდემია. სასწრაფოდ ორი მეკარე „დინამოს“ აკადემიიდან დაიმატეს: 19 წლის ლუკა კუტალაძე და 17 წლის პაპუნა ბერუაშვილი. კარში დებიუტანტი კუტალაძე ჩადგა. „დღეს დილით, რომ მითხრეს, ძირითადში უნდა მეთამაშა, ცოტა დავიბენი, მაგრამ მერე, მინდორზე...
რობენი დაბრუნდა
ნიდერლანდური ერედივიზიის 29-ე ტურის მატჩში, „გრონინგენი“ შინ „ჰერენვენთან“ 0:2 დამარცხდა. 78-ე წუთზე მასპინძელთა რიგებში 37 წლის არიენ რობენი გამოჩდა, თუმცა თავი მაყურებელს ვერაფრით დაამახსოვრა. აქამდე რობენს ნახევარ წელიწადს აღარ ეთამაშა. ბოლოს ის მინდორზე 2000 წლის 18 ოქტომბერს იხილეს, „უტრეხტის“ წინააღმდეგ შეხვედრაში (0:0). „მგონი ყველაზე რთული რეაბილიტაცია იყო ჩემს კარიერაში. ეს მატჩი ერთგვარი საჩუქარივით გახლდათ. ხანდახან...
ლოკომოტივის გოლები, ნემსაძის წითლები
წლევანდელ ეროვნულ ლიგაში თბილისის „ლოკომოტივი“ მთავარ მადისაღმძვრელად მოგვევლინა. თითქმის ყველა თამაში სანახაობრივი გამოუვიდა. აგერ, ბატონო – „თელავთან“ 3:2, „სამტრედიასთან“ 3:4 და ახლა „სამგურალთან“ 2:3… ასეთი თამაშები ლიგას სხვა ელფერს აძლევს. ეგ არის, ბევრი გააქვთ, მაგრამ ბევრსაც უშვებენ. დღეისათვის გია ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ლიგაში ყველაზე მეტი ბურთი გაუშვეს – 12. ისევ გაიტანა გურამ კაშიამ და ბომბარდირებშიც გაერია....
11 წლის შემდეგ
სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩატარებული ტური მწირგოლიანი აღმოჩნდა. სულ 4 ბურთი გავიდა, რაც მაყურებლებს, ცხადია დიდად ვერ გაახარებდა. არადა, გულშემატკივრები მიმდინარე სეზონში პირველად დაუშვეს სტადიონებზე. კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა. თუმცა, იყო ტური (მესამე), რომელშიც მეტოქეებმა ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ გაუტანეს და ანტირეკორდიც დაამყარეს, ანუ, შეგვიძლია ვთქვათ – უარესიც გვინახავსო. თბილისის „დინამო“ წლეულს პირველად გალიდერდა. დინამოელებმა უშუალო...









