Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
პასები, პასები, პასები…
ჩანაწერი

პასები, პასები, პასები…

ორშაბათს ევრო 2020-ში ესპანეთისა და შვედეთის ეროვნული გუნდებიც ჩაებნენ. მოგეხსენებათ, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესენი საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან. ამჯერად მატჩი უგოლოდ დასრულდა. მაგრამ ესპანელებმა სამი რეკორდი მაინც დაამყარეს. ერთი – შეხვედრის დამთავრებისას, „ფურია როხას“ ბურთის ფლობის 85 – პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. ეს ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც სტატისტიკურმა ორგანიზაცია Opta-მ თვლა...

ხუთვარსკვლავიანი ლოკომოტივი
ჩანაწერი

ხუთვარსკვლავიანი ლოკომოტივი

წინა ტურში „დინამომ“ წაიფორხილა, ამით „ბათუმმა“ ისარგებლა, „თელავი“ დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა. ამჯერად კი პირიქით მოხდა, „დინამომ“ კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით პირველად მოიგო, „ბათუმმა“ კი სტუმრად „სამგურალთან“ ფრე ითამაშა და ახლა ჩემპიონობის მთავარ მაძიებლებს ისევ თანაბარი 35-35 ქულა მოუგროვდათ. „სამტრედია“ „დინამოსთვის“ პრინციპული მეტოქეა და ეს განწყობა ამჯერადაც გამოჩნდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როცა გია ცეცაძის შეგირდებმა უპირატესობაც...

ძმები
ჩანაწერი

ძმები

დანიელი კრისტიან ერიკსენი სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩა და მის გადარჩენაში დიდი როლი ითამაშეს დანიელმა მედიკოსებმა, უეფას ექიმებმა, ჰოსპიტლის პერსონალმა დ მისმა თანაგუნდელმა სიმონ კიაერმა. დანიელ მედიკოსებს შორის, ახლა უკვე გმირი ძმები, მორტენ და ანდერს ბოესენებიც იყვნენ. საინტერესოა, რომ ისინი თავის დროზე ბადმინტონის პროფესიონალი მოთამაშეები ყოფილან და ერთი მათგანი მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეც ბრძანებულა. მაგრამ შემდეგ თამაშისთვის...

ბათუმი თავშია
ჩანაწერი

ბათუმი თავშია

საინტერესო სანაკრებო პაუზა დამთავრდა და ეროვნული ლიგის გათამაშება კვლავ განახლდა. ვერ გამოუვიდა კახა ცხადაძეს „დინამოში“ რიხიანი დებიუტი, თუმცა გუნდში მხოლოდ ორი კვირის მისულია და მაინცდამაინც მკაცრად ნუ განვსჯით. რიხიანიო –  იმიტომ ვთქვით, რომ მის მშობლიურ კლუბში მისვლას ძალიან დიდი, იმედით სავსე მოლოდინი ახლავს: ეგებ წლეულს მაინც მოვხვდეთ ჩემპიონთა ლიგაში… „შუქურასთან“ მატჩი სქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებლისთვის...

კოპა ამერიკა ჩაშლის პირასაა
ჩანაწერი

კოპა ამერიკა ჩაშლის პირასაა

„კოპა ამერიკის“ მორიგი გათამაშება, რომელიც არგენტინაში უნდა ჩატარებულიყო, სხვა ქვეყანაში გაიმართება. წერია კონმებოლის (სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია) „ტვიტერის“ ოფიციალურ ვგვერდზე. მოკლე შეტყობინება გვამცნობს, რომ  „არგენტინას მასპინძლობის უფლება არსებული მიზეზების გამო ჩამოერთვა“. მიზეზები არ სახელდება, თუმცა მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ეს ამბავი კორონაპანდემიასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ახლახან არგენტინაში ინფექციის ახალმა ტალღამ იფეთქა. შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა 2020...

ყოჩაღი „ტორპედო“ და „სამგურალი“
ჩანაწერი

ყოჩაღი „ტორპედო“ და „სამგურალი“

საოცარი გუნდია „ტორპედო.“ ჯერ იყო და, მე-13 ტურამდე ერთადერთი გაუმარჯვებელი გახლდათ ლიგაში, ბოლო ადგილზე იდგა. ახლა კი ვეღარ აჩერებენ: მიჯრით სამი შეხვედრა მოიგო, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვია. შოთა ბაბუნაშვილს შრომა უფასდება. ამჯერად მათი „მსხვერპლი“ „შუქურა“ გახდა – 0:2. ქობულეთელები კი ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ. ისევ გაიტანა „ჩვენმა“, ქუთაისელმა ზიდანმა. ეს პალესტინელის მესამე გოლი გახლდათ...

ყველაფერი პირიქით
ჩანაწერი

ყველაფერი პირიქით

უცნაურად დაიწყო მე-15 ტური. ჩემპიონობის ორივე მთავარი მაძიებელი დამარცხდა: „ბათუმმა“ „ლოკომოტივთან“ წააგო, მოგვიანებით „დინამომ“  – „დილასთან“… „ლოკომოტივი“ ბოლო დრომდე საშინაო მატჩებს „დინამო არენაზე“ ატარებდა, ახლა კი ზედიზედ მეორე მატჩია სტუმრებს საგურამოს ბაზაზე მასპინძლობს და წარმატებითაც. წინა ტურში „სამტრედია“ 3:1 დაამარცხა, ახლა „ბათუმი“ – 2:1. რკინიგზელებმა მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგეს. მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი დისკვალიფიცირებულია და...

ენცო
ჩანაწერი

ენცო

კოვიდპანდემია დაერია არგენტინულ „რივერ პლეიტს“. ერთბაშად 20 მოთამაშე დაინფიცირდა, მათ შორის, ოთხივე მეკარეც. არადა, წუხელ კოლუმბიურ „სანტა-ფესთან“ ლიბერტადორესის თასის მატჩი უწევდათ. ქვეყნის ჩემპიონატის ბოლო ტურში დებიუტანტი, 21 წლის მეკარე ლეონარდო დიასი უთამაშებიათ. მაგრამ ლეონარდო საკოპალიბერტადორესო განაცხადში შეყვანილი არ ჰყოლიათ და ერთი შეხედვით, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილან. მაგრამ გამოსავალი მაინც იპოვნეს. კარში არგენტინის ნაკრებისა და „ვალენსიის“  ყოფილი...

შინდაგორიძეა თუ ჰერსტი?
ჩანაწერი

შინდაგორიძეა თუ ჰერსტი?

ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ამბობენ, გაისიდან საქართველოს ჩემპიონატში VAR (ვიდეოარბიტრი) დამკვიდრდებაო. საკმაოდ ძვირი სერვისია, მაგრამ აუცილებელი. კვირას, „ბათუმი“ – „საბურთალოს“ ტურის ცენტრალური მატჩის მე-6 წუთზე, მასპინძელმა ლაშა შინდაგორიძემ, დაახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზის წინ, სანტიმეტრებში დაეცა. თანამსაჯებთან მცირე კონსულტაციის შემდეგ, არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა, გოლი ჩათვალა. არადა, ვიდეოგამეორებაზე კარგად გამოჩნდა,...

სტუმართა ტური
ჩანაწერი

სტუმართა ტური

მე-13 ტურის ხუთივე შეხვედრაში სტუმრებმა იმარჯვეს. ლიდერთაგან „ბათუმმა“ „სამტრედიას“ მოუგო (0:2), „დინამომ“ კი „საბურთალო“ გაანადგურა (0:4). აი „დილა“ კი შინ დებიუტანტ „სამგურალთან“ 1:2 დამარცხდა, რაც მოულოდნელობად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ფაქტი ერთია, სოსო ფრუიძის მისვლის შემდეგ „სამგურალმა“ 5 მატჩიდან 3 მოიგო, ერთი წააგო და ერთიც ფრედ დაასრულა. ამიტომ,  „დინამოსთან“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ეს გორული წარმატება მთლად...