ლონდონის „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ჯონ ტერიმ, „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტი დატოვა, – წერს ბირმინგემული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. ტერი თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში „ჩელსიში“ ირჯებოდა (1998-2017), თუმცა, მოთამაშეობა „ასტონ ვილაში“ დაასრულა, სადაც 2017-18 წლების სეზონი გაატარა. ბოლო დროს კი ბირმინგემელთა მთავარი მწვრთნელის, დინ სმიტის თანაშემწედ მუშაობდა. ერთი შეხედვით, მისი გადაწყვეტილება ყველას...
Author: სოლომონ გულისაშვილი
აურზაური ბელუ ორიზონტეში
ლიბერტადორესის თასის საპასუხო მერვედფინალური მატჩი ბრაზილიურ „ატლეტიკო მინეიროსა“ და არგენტინულ „ბოკა ხუნიორსს“ შორის, ბელუ ორიზონტეში, დიდი დავიდარაბით დამთავრდა. შედეგად, „ბოკას“ ექვს ფეხბურთელსა და ოფიციალურ პირს ბრაზილიის პოლიციაში ყურყუტიც მოუწია. საქმე ის არის, რომ ორივე მერვედფინალური მატჩი უგოლოდ დამთავრდა. პენალტების სერიაში კი ბრაზილიელებმა იმარჯვეს (3:1). სტუმრები უკმაყოფილონი დარჩნენ ვარ-ის მიერ გაუქმებული გოლის გამო და მატჩის დამთავრების...
უცნაური ბრაზილია – გერმანია
ტოკიოს ოლიმპიადა ოფიციალურად 23 ივლისს გაიხსნება. თუმცა, ზოგიერთი შეჯიბრება უკვე გახურდა. მათ შორის ფეხბურთელთა ტურნირიც. დღეს, 22 ივლისს, პირველი ტურის რვა მატჩი გაიმართა. რამდენიმეს გამოვარჩევთ. ესპანეთი ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. ხუმრობა ხომ არ არის, მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდში ხუთი ისეთი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც რამდენიმე კვირის წინათ ევრო 2020-ზე თამაშობდნენ: პედრი, ოიარსაბალი, ოლმო, პაუ ტორესი...
ბათუმმა გაასამა
„ბათუმმა“ მიმდიმარე სეზონში მესამედ დაამარცხა უშუალო კონკურენტი – „დინამო.“ ერთხელ ბათუმში და აი, ხუთშაბათს მეორედ თბილისში. თუ შარშანდელ ჩემპიონატს გავიხსენებთ, მაშინაც კარგა ხანს ლიდერობდნენ ზღვისპირელები მაგრამ სტაბილურობა აკლდათ, დაუგეგმავ ქულებს კარგავდნენ და ბოლოს მაინც თბილისელებმა აჯობეს. წლეულსაც დაახლოებით იგივე სცენარით ვითრდება მოვლენები, ქულა-ქულაში მიჰყვებიან ერთმანეთს. თუმცა, ერთი განსხვავებით: „ბათუმი“ უფრო გაძლიერდა და გამოცდილებაც მოემატათ. „დინამო“...
ეროვნულში ლიდერი ისევ შეიცვალა
პირველი კვლავ „დინამოა.“ დინამოელებმა საკმაოდ რთულ მატჩში დაამარცხეს სტუმრად „ტორპედო.“ ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გიორგი კუციამ გაიტანა. ეს საიუბილეო, მე-80 ქართული დერბი გახლდათ. აქედან, მტკვრისპირელებმა 42-ედ გამარჯვეს. 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა. 17-ჯერ კი რიონისპირელებმა მოიგეს. აი, უშუალო კონკურენტ „ბათუმს“ კი მოულოდნელად მეზობელ „შუქურასთან“ გაუჭირდა. გახსოვთ ალბათ, წინა წრეში გეგუჩაძის შეგირდებმა ქობულეთელებს 8:1 მოუგეს. შესაძლოა, რევანშის...
გაგრამ სიონი შეავიწროვა
მეორე წრე ლიგა 2-შიც მიილია. ამჯერად, ჩემპიონობის ორ მთავარ კანდიდატზე ვისაუბრებთ. ლიდერი „გაგრაა“, რომელსაც მალე ევროთასებზე, კერძოდ, კონფერენციის ლიგაში გამოსვლა მოუწევს, როგორც ქვეყნის თასის მფლობელს. მეტოქე ჩერნოგორიული „სუტიესკა“ არის. გაგრელებს ადრეც უთამაშიათ ევროპაში. 2011-12 წლების სეზონში ისინი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ „ანორთოსისს“ შეხვდნენ და ორი მატჩის ჯამში (2:0, 0:3) დამარცხდნენ. გაგა კირკიტაძის შეგირდებმა,...
ბათუმი ისევ თავშია
კახა ცხადაძე „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად დამარცხდა. ეს ცხადაძის მეოთხე მატჩი გახლდათ ამ პოსტზე, საიდანაც დინამოელებმა ორი მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავერეს და ერთი წააგეს. გამარჯვების შემთხვევაში „დინამო“ ერთპიროვნული ლიდერი გახდებოდა, რადგან წინა დღეს „ბათუმმა“ ქუთაისში, „ტორპედოსთან“ წაიფორხილა. მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. შეიძლება შედეგზე სტუმართა სწრაფმა გოლებმაც იმოქმედა, „სამგურალი“ მე-17 წუთზე უკვე 2:0 იგებდა… საერთოდ,...
ქალი კონკრეტული დავალებით
ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, ფინეთსა და ბელგიას შორის (0:2), რომელიც სანკტ-პეტერბურგში ტარდებოდა, მინდორზე ნახევრადშიშველი გოგონა გადმოხტა და გაინავარდა. ცხადია, ის დაცვის თანამშრომლებმა „შეიპყრეს.“ თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ნახევრადშიშველი კი არა, მთლად შიშვლებიც რამდენჯერ გვინახავს გაკუნტრუშებული მწვანე მინდორზე, ამჯერად კი გოგონა კონკრეტული დავალებით გაგოგმანდა მწვანიანზე – მას მაისურზე WTF Coin ეწერა, რაც მონეტარულ...
ბედნიერი მაჰრეზი
სანამ მთელი ძველი კონტინენტი ევრო 2020-ის ციებ-ცხელებითაა შეპყრობილი, „მანჩესტერ სიტის“ 30 წლის ალჟირელი ვარსკვლავი რიად მაჰრეზი საბერძნეთში წასულა და კუნძულ მიკონისზე ერთობა თავის ახალ შეყვარებულ 23 წლის ტეილორ უორდთან ერთად, რომელიც ცნობილი ტელევარსკვლავისა და რეალითი შოუს წამყვანის, დოუნ უორდის ქალიშვილი ყოფილა. ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, მაჰრეზი და ტეილორი ერთმანეთს წლეულს თებერვლიდან ხვდებიანო. შეგახსენებთ, რომ ალჟირელი, მეუღლეს,...
ჯანი გავარდეს…
ეროვნული ლიგის გათამაშების მეორე წრე დასრულდა. ცხრილის სათავეში ისევ ორხელისუფლებიანობაა – „ბათუმს“ და „დინამოს“ 38-38 ქულა მოუგროვდათ. თუმცა, შეიძლება ვთქვათ, რომ მეორე წრე ზღვისპირელებმა უკეთ ჩაატარეს, რადგან პირველი წრის შემდეგ, მაშიდელი ლიდერი „დინამო“ 4 ქულით უსწრებდა უშუალო კონკურენტს. ტურის მთავარი მატჩი, ცხადია, „დინამო“ – „ლოკომოტივი“ იყო. ხუმრობა ხომ არ არის, აქამდე „რკინიგზელებს“ ზედიზედ ხუთი შეხვედრა...









