ლონდონის „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ჯონ ტერიმ, „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტი დატოვა, – წერს ბირმინგემული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ტერი თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში „ჩელსიში“ ირჯებოდა (1998-2017), თუმცა, მოთამაშეობა „ასტონ ვილაში“ დაასრულა, სადაც 2017-18 წლების სეზონი გაატარა.
ბოლო დროს კი ბირმინგემელთა მთავარი მწვრთნელის, დინ სმიტის თანაშემწედ მუშაობდა. ერთი შეხედვით, მისი გადაწყვეტილება ყველას გაუკვირდა, მაგრამ ტერიმ თავად განმარტა ვითარების არსი: „ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ „ასტონ ვილაში“ ყოფნის სამწლიანი გამოცდილება, მაგრამ ვხვდები, რომ დადგა დრო, რთული გადაწყვეტილება მივიღო, რათა პროფესიული ზრდა გავაგრძელო. ახლა მოკლე ხანს ოჯახთან ერთად გავატარებ და შემდეგ რომელიმე ევროპულ კლუბს ჩავიბარებ,“ – ციტირებს ტერის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
