Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
პედრი – 2026
ჩანაწერი

პედრი – 2026

„ბარსელონამ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ჭაბუკ საოცრებასთან, პედრისთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ დაწერა. პედრი „კამპ ნოუზე“ 2026 წლამდე დარჩება. მის პოტენციურ მყიდველს კი 1 მილიარდი ევროს გაღება მოუწევს. გასულ სეზონში პედრიმ ჯამში 73 მატჩი ჩაატარა და ახალი რეკორდი დაამყრა. აქამდე ამდენი ერთ სეზონში არასდროს არავის უთამაშია. 18 წლის პედრიმ ჯერ ევრო 2020-ზე გამოიჩინა თავი, ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა...

ფერდინანდის ფავორიტი  სიტი
ჩანაწერი

ფერდინანდის ფავორიტი  სიტი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა რიო ფერდინანდმა ჟურნალისტებს უთხრა, თუ ვინ მიაჩნია მიმდინარე პრემიერლიგის ფავორიტ გუნდად. „პირველი 4-5 თამაშის შემდეგ, ფავორიტად „ჩელსის“ ვთვლიდი, მაგრამ კიდევ 3 ტურის თავზე ასეთად „მანჩესტერ სიტი“ მიმაჩნია. ძლიერ მეტოქეებთან შესანიშნავად გამოიყურებიან. ისინი დომინირებდნენ „ჩელსისთან“ შეხვედრაში და „ლივერპულთან“ პირველ ტაიმში. ეჭვი არ მეპარება, რომ დომინანტები იქნებიან მატჩების 99 პროცენტში. მთავარია, ეს უპირატესობა...

ბათუმი წვიმაში: + 7
ჩანაწერი

ბათუმი წვიმაში: + 7

„ბათუმი“ აუტსაიდერ „ტორპედოს“ მასპინძლობდა და ზედიზედ მე-12 წაუგებელი მატჩი ჩაატარა. თუმცა, გამარჯვება იოლი არ ყოფილა და ამის მიზეზი სტუმართა შემართების გარდა  ძლიერი წვიმაც გახლდათ. ერთი ხანი ისე კოკისპირულად დაუშვა, ფეხბურთელები ერთმანეთს ძლივს ხედავდნენ, მოედანიც გვარიანად დამძიმებული იყო. მე-13 გოლი გაიტანა გიორგი ფანცულაიამ და ბომბარდირთა დავაში დინამოელ ზორან მარუშიჩს ისევ გაუთანაბრდა. „დინამომ“ „სამგურალს“ ისევ ვერ მოუგო....

თავში ისევ გაგრა
ჩანაწერი

თავში ისევ გაგრა

ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე წრე დამთავრდა. ამ ცხრა სათამაშო დღეს სატურნირო ცხრილში დიდი ცვლილებები არ შეუტანია. ლიდერი კვლავ „გაგრაა.“ ელიტაში პირდაპირ დასაწინაურებელ ბრძოლაში კი მისი მთავარი კონკურენტი „სიონი“ გახლავთ. კონკურენცია იმდენად დაძაბულია, რომ 26-ე ტურში, თბილისის ზღვის ბაზაზე, მათი უშუალო შეხვედრის მეორე ტაიმში, მოთამაშეებს შორის შელაპარაკება ჩხუბით დასრულდა. არბიტრმა ორივე გუნდიდან გააძევა ფეხბურთელები. გადასასვლელი ფლეი...

ფრეების ტური
ჩანაწერი

ფრეების ტური

მესამე წრეც დასრულდა და ელიგაში გადამწყვეტი შეხვედრების დრო დგება. გავიხსენოთ: პირველი წრე „დინამომ“ მოიგო, 4 ქულით აჯობა „ბათუმს.“ მეორე წრეში ორხელისუფლებიანობა ვიხილეთ. მაშინ „ბათუმმა“ და „დინამომ“ თანაბარი ქულები მოაგროვეს. აი, მესამე ცხრატურა კი აშკარად ზღვისპირელების გამოდგა. ახლა ლიდერი „ბათუმი“ ხუთი ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „დინამოს.“ წრის ბოლო ტურში ჩემპიონობის ორივე მაძიებელმა დაკარგა ქულები. თან ერთნაირი...

დინამომ გაიღვიძა
ჩანაწერი

დინამომ გაიღვიძა

ვითომ „დაბრუნდა“ „დინამო“? ყოველ შემთხვევაში, ეროვნული ლიგის ბოლო ორი შეხვედრა ოთხბურთიანი უპირატესობით მოიგო და ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ამჯერად კახა ცხადაძის შეგირდებმა აუტსაიდერი „სამტრედია“ დაამარცხეს 5:1. მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენი იყო ასეთი ანგარიში. ცხადია, მატჩის მსვლელობაზე შესვენების შემდეგვე სტუმარი გიორგი მჭედლიშვილის გაძევებამაც  იმოქმედა, მაგრამ „დინამო“ ისედაც სჯობდა მეტოქეს და დამსახურებას ნუ დავუკარგავთ....

ისევ 5 ქულა
ჩანაწერი

ისევ 5 ქულა

25-ე სათამაშო დღეს ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. ჩემპიონობის ორივე მთავარმა კანდიდატმა გაიმარჯვა და „ბათუმი“ ისევ ხუთი ქულით უსწრებს „დინამოს.“ „ბათუმი“ თელავს ეწვია და საკმაოდ რთული მატჩიც გამოუვიდა. „თელავი“ ელიტაში საფლეიოფო დავიდარაბის გარეშე დარჩენას ცდილობს და ცხადია, არაფერს დათმობდა. ზღვისპირელებმა ჯაბა ჯიღაურის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. ეს მათი ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლდათ....

ბათუმი: გოლები, გოლები, გოლები…
ჩანაწერი

ბათუმი: გოლები, გოლები, გოლები…

წვიმიან ბათუმში ჩემპიონატის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გაიმართა. მასპინძელმა ბათუმელებმა „ლოკომოტივს“ 7:3 მოუგეს… მათი 8:1-იც გავიხსენოთ აპრილში „შუქურასთან“ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ბათუმი“ ქართულ „ბაიერნად“ ყალიბდება. ბავარიელებმა იციან ხოლმე ასეთი ანგარიშებით მეტოქეების განადგურება. „ბაიერნთან“ შედარება, ცხადია, ცოტა ხუმრობანარევია, მაგრამ მაინც. არადა, „რკინიგზელები“ ზღვისპირელთათვის ბოლო დროს უხერხული მეტოქეები არიან და პირველი ტაიმის შემდეგაც, ყველაზე თამამი მეპროგნოზეც ვერ...

უხანგრძლივესი ტური
ჩანაწერი

უხანგრძლივესი ტური

ფეხბურთის ფედერაციამ 10 სექტემბრიდან ეროვნული ჩემპიონატის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, უმაყურებლოდ. ამასთან, მონაწილეები დაიშვებიან სრულად ვაქცინირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ, ასევე მატჩამდე 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. 23 – ე ტური ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში. 13 აგვისტოს დაიწყო „სამტრედია“ – „ლოკომოტივის“ მატჩით...

ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი აღარ ვართ
ჩანაწერი

ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი აღარ ვართ

საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი პოლ პოგბა იმედგაცრუებულია სამფეროვანთა ბოლოდროინდელი თამაშით და პარტნიორებს მეტი მონდომებისკენ მოუწოდებს. „უკვე დიდი დრო გავიდა, რაც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად გავიმარჯვე. მომენატრა მოგების გემო. სამწუხაროდ, ჩვენ მსოფლიოს საუკეთსო გუნდი აღარ ვართ. უნდა შევცვალოთ ბევრი რამ, უფრო აგრესიულები და მოტივირებულები გავხდეთ. მეტი ჟინი და ყველაფერი კარგად იქნება“, – თქვა ფრანგმა ნახევარმცველმა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეროვნულ...