ნეიმარმა და ვერატიმ პსჟ-ის ვარჯიში გამოტოვეს და შესაძლოა, კლუბი ორივემ დატოვოს. პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა და ნახევარმცველმა, ნეიმარმა და მარკო ვერატიმ გუნდის 8 აგვისტოს ვარჯიში გამოტოვეს. წინა ვარჯიშზე ნეიმარმა მტკივნეული დარტყმა მიიღო კუნთის მიდამოში. ვერატის არყოფნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ კლუბის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ნახევარმცველს ვირუსული ინფექცია ჰქონდა. ორივე მოთამაშემ, შესაძლოა, პარიზული კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას...
Author: სოლომონ გულისაშვილი
ტრამპი ქალების წინააღმდეგ
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მსოფლიო ჩემპიონატიდან ქალთა ეროვნული ნაკრების ნაადრევი გავარდნის შესახებ გამოთქვა აზრი. „შემაძრწუნებელი და სრულიად მოულოდნელი მარცხი აშშ-ს ქალთა ფეხბურთის გუნდისა შვედეთთან არის სიმბოლო იმისა, რაც ხდება ჩვენს ოდესღაც დიდებულ ქვეყანაში, თაღლითი ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით,“ – დაწერა ტრამპმა ტვიტერზე. 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალის მატჩის ძირითადი დრო აშშ-სა და შვედეთის...
ინგლისი წინ მიდის
დღეს, ბრისბენის (ავსტრალია) სტადიონ „ლანგ პარკზე,“ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ერთმანეთს ინგლისისა და ნიგერიის ნაკრებები შეხვდნენ. ძირითად და დამატებით დროში გუნდებს გოლი არ გაუტანიათ. ინგლისელებმა მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში გაიმარჯვეს – 4:2. 87-ე წუთზე ინგლისის ნაკრები უმცირესობაში დარჩა: ფეხბურთელმა ლორენ ჯეიმსმა წითელი ბარათი მიიღო. ის ჩელსის მცველის, რის ჯეიმსის და გახლავთ. მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრები, რომელიც ევროპის...
დილა!
ქართულ ფეხბურთს სინდისი ამ ჯერზეც გორის „დილამ“ მოწმინდა… გორის სავსე სტადიონზე, კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში, „დილამ“ პოლტავის „ვორსკლას“ 3:1 მოუგო (პირველი შეხვედრა – 1:2) და ქართული გუნდებიდან შემდგომ ეტაპზე ერთადერთი გავიდა. მატჩის გმირი ბარბადოსელი ტიერი გეილი გახდა, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. პირველი ტაიმი დილას დიდი ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. თავად განსაჯეთ...
სენსაციები, სენსაციები…
ქალთა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში, ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და იტალიის ნაკრებები შეხვდნენ. მატჩი აფრიკელთა დრამარტული გამარჯვებით 3:2 დასრულდა. შეხვედრის ბედი მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე გადაწყდა, გამარჯვების გოლი ტემბი კგატლანამ გაიტანა. ამრიგად, სწორედ სამხრეთ აფრიკის ნაკრები გავიდა ტურნირის მერვედფინალში, სადაც 6 აგვისტოს ერთ-ერთ ფავორიტს, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. სამხრეთაფრიკელებმა სამ მატჩში ოთხი...
ალ-აჰლიში 20 მილიონად
მარკოს ლორენტე კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ფეხბურთელმა „ალ-აჰლიში“ გადასვლის თაობაზე სრულ შეთანხმებას მიაღწია. მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი უახლოეს მომავალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მადრიდული კლუბი ლორენტეს სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს მიიღებს. 2022/23 სეზონში მარკოსმა ესპანურ პრიმერა დივიზიში ატლეტიკოს მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.
ბანდა – 1000
ზამბიის ნაკრების თავდამსხმელმა, ბარბრა ბანდამ, 2023 წლის ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში მიმდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში კოსტა-რიკასთან გოლი გაიტანა (1:3). ეს გოლი მე-1000 გახდა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ თავად ბანდასთვის ეს გოლი პირველი იყო ტურნირზე, ხოლო ზამბიელებს ამ მონდიალზე კოსტა-რიკასთან მატჩის წინ საერთოდ არ გაეტანათ – იაპონიასთან და ესპანეთთან...
გიუნდოგანის ორი კაცი
„ბარსელონას“ ახალწვეულმა ილკაი გიუნდოგანმა, ჟურნალისტებთან ივარაუდა, თუ ვინ შეიძლება მოიგოს „ოქროს ბურთი“ 2023 წელს. „პრიზი ლიონელ მესის ან ერლინგ ჰოლანდს უნდა ერგოს. მათ ახლოს ვერავის ვხედავ. თუმცა მიხარია, რომ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი,“ – ციტირებს გიუნდოგანს სიტყვებს Mundo Deportivo. 32 წლის გიუნდოგანმა ამ ზაფხულს კატალონიურ კლუბთან 2025 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების...
პოჩეტინოს ჩელსი ებევრა
„ჩელსის“ მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, განაცხადა, რომ გუნდში ძალიან ბევრი მოთამაშე მოგროვდა. „უნდა გავაანალიზოთ და შევაფასოთ, რა ბედი ეწევა მათ ახალ სეზონში. ბევრი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. მოთამაშეებისთვისაც და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია რეალური შეფასება. ახლა ისინი გუნდში საკმარისზე მეტნი არიან,“ – განუცხადა პოჩეტინომ ჟურნალისტებს ამხანაგურ მატჩში „რექსჰემის“ დამარცხების შემდეგ (5:0). არგენტინელი სპეციალისტი ჩელსის 2023 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. გასულ...
ყველაფერი ხვიჩას ნაპოლიში ტრანსფერის შესახებ
გაგრძელება. დასაწყისი იხ. 14 ივლისს მაგრამ დავუბრუნდეთ თითქმის 10 მილიონს. არ გვასვენებს კითხვა: რა არის იმის ალბათობა, რომ ფული არა მარტო ხვიჩას ანგარიშზე, არამედ სხვა მოთამაშეების მეშვეობითაც გაიტანეს? „ასეთი თანხა შეიძლება იყოს მხოლოდ გადაყიდვის პროცენტი. თუ ვინმე 300 000-ად გაყიდეს, მას მილიონს ვერ გადაუხდიან“, – ამბობს წყარო. რა დაემართა ფულს: ხვიჩას შეეძლო აგენტისთვის გადაერიცხა – ასე...









