ყველაფერი თითქოს კარგად დაიწყო – „შავი ლომის“ მორაგბეებმა სტუმრად ჩამოსული „ბაიონის“ ნახევარზე ფრანგებს წესები დაარღვევინეს და ლუკა მატკავამ ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა – 3:0. სულ მალე, დაახლოებით იგივე ადგილას, უკვე ჩვენმა შერკინებამ იმძლავრა, ჯარიმა კვლავ მატკავამ დაარტყა – 6:0. აი, ამის მერე კი ჯერ დაცვაში დავუშვით შეცდომა, რომლის შედეგადაც უგუვე მატკავას ლელოს ზონიდან თავისუფალი...
Author: სლავა გასპაროვი
ეპოქალური რკენა „მესხზე“
შაბათს „მიხეილ მესხზე“ ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა – „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს გამართავს, რომლის მოგების შემთხვევაშიც დაფიქსირდება საეტაპო მიღწევა: ქართული ფრენჩაიზი ევროთასის პლეი-ოფში გასვლას ფაქტობრივად გაინაღდებს. მეტოქე მრისხანეა. მართალია, საფრანგეთის ბასკეთის წარმომადგენელი კლუბი ბოლო ათწლეულებში არ ბრწყინავს და მისი სამგზის ჩემპიონობა მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943-ში შეიკრა, მაგრამ ეს ხომ...
შვანგირაძის პირველი…
ფრანგულ რაგბში შიდა კალენდარი იმდენად შემჭიდროვდა, რომ ტოპ 14-ში ტრადიციული საშობაო თუ საახალწლო შესვენება არ გამოცხადებულა და 2025 წლის პირველივე უქმეებზე რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო. ჩვენთვის ყველაზე ღირსშესანიშნავი ამბავი ლიონში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა „პერპინიანს“ უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში 17:12 დაამარცხა და გასავარდნი პლეი-ოფის ტოლფას ბოლოსწინა, მე-13 ადგილს თავი დააღწია… „ლიონი“ 0:3 მარცხდებოდა, ვიდრე 23-ე...
გორგაძის ლელომ 2024 დახურა
გასულ უქმეებზე საფრანგეთში 2024 წლის დასკვნითი სარაგბო ბატალიები შედგა და ამით ტოპ 14-ის პირველი წრე დასრულდა. მე-13 ტური რაგბის ქართველ მოყვარულთათვის სასიამოვნო მოვლენით დაიწყო: ბექა გორგაძემ ტრავმა მოიშუშა და ტურის გახსნით მატჩში თავისი „პოს“ სასტარტო შემადგენლობაშიც გამოჩნდა. მეტიც, აუტსაიდერ „ვანთან“ შეხვედრის 64-ე წუთზე ბორჯღალოსანთა 8 ნომერმა თავისი კლუბის ხანგრძლივი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. ამ იერიშის დაბოლოებას...
თედოს 100
გასულ უქმეებზე საფრანგეთის წამყვან სარაგბო ლიგებში მორიგი ტური გაიმართა და უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ ლეგიონერებს ინდივიდუალური თვალსაზრისით თავი დიდად არ გამოუჩენიათ, თუ არ ჩავთვლით თედო აბჟანდაძის ორ ზუსტ დარტყმას. ტოპ 14 ევროპის უძლიერეს ლიგაში ორხელისუფლებიანობა დამყარდა. „ბორდომ“ ლევან ჩილაჩავას „კასტრს“ მძიმე ბრძოლაში სტუმრად 13:3 აჯობა და 41 ქულას მოუყარა თავი. ჩილაჩავას დიდი ჯაფა დაადგა –...
გზა მსოფლიო თასისკენ ავჭალაზე გადის
რაგბის ქართველ გულშემატკივრებს შემოდგომის ტესტებიდან გადმოყოლილი ემოციები ჯერაც არ დაცხრომიათ და სულ რაღაც 6 კვირაში ჩვენს საამაყო ბორჯღალოსნებს ახალი თავგადასავალი ეწყებათ. 1 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „ავჭალაზე“ შვეიცარიის ნაკრებს უმასპინძლებს და ამით დასაბამი მიეცემა ქართველების სვლას მორიგი, მე-17 ტიტულისკენ. ეს ხომ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატია, რომელიც ჩვენს ნაკრებს ყველაზე მეტჯერ, 16-ჯერ, აქვს მოგებული რუმინელთა ხუთისა...
ლელოები და დებიუტი ევროთასებზე
პირველთან შედარებით, სარაგბო ევროტურნირების მეორე ტური უფრო ნაყოფიერი გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის, თანაც უმაღლეს დონეზე დებიუტი ლუკა პეტრიაშვილის კვალად, სრულიად ახალგაზრდა ანდრო დვალმაც იზეიმა. არც პრო დ2-ელებმა შეირცხვინეს თავი. დაწვრილებით – ქვემოთ… ჩემპიონთა თასი ტური ლონდონში, ადგილობრივი „სეილ შარქსისა“ და „რასინგ-92“-ის დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც ინგლისურმა კლუბმა ბონუსით მოიგო – 29:7. პარიზელთა ერთადერთი ლელო კი გურამ გოგიჩაშვილმა...
უიღბლობა ჰლანეჰლიში
სხვა აბა რა უნდა დაერქვას „შავი ლომის“ ვაიოაჟს ამ უცნაური სახელწოდების უელსურ ქალაქში?! კი ბატონო, ქართულ სარაგბო ფრენჩაიზს საუკეთესო თამაში არ გამოსვლია და „სკარლეტსმა“ ჩელენჯ თასის მეორე ტურში 36:18 მოუგო ბორჯღალოსნების საბაზო გუნდს, მაგრამ ძალზე რთულია, საწადელს მიაღწიო იმ პირობებში, როცა უკვე პირველ ტაიმში რიჩარდ კოკერილს სასტარტო შემადგენლობის სამი წევრი დაემტვრა… ჯერ იყო და, დებიუტშივე...
შარშანდელივით: მეორეა სკარლეტსი
კვირას „შავ ლომს“ მიმდინარე ჩელენჯ თასზე პირველი გასვლითი მატჩი ელის – 17 საათზე უელსის ქალაქ ჰლანეჰლის „პარკ ი სკარლეტსზე“ დაიწყება ადგილობრივი „სკარლეტსისა“ და ქართული ფრემჩაიზის შეხვედრა. ეს იქნება ახალი გათამაშების მეორე ტურის მატჩი. საინტერესო დამთხვევაა: შარშან, „შავი ლომისთვის“ სადებიუტო ჩელენჯ თასზე, ქართულ ფრენჩაიზს პირველი გასვლითი მატჩი სწორედ „სკარლეტსთან“ ჰქონდა და თუ დამთხვევაა, ბარემ სრულად დაემთხვეს....
ევროთასები და ქართველები
გასული უქმეები დახუნძლული იყო საერთაშორისო რაგბით, თუმცა, პარალელურად საფრანგეთში პრო დ2-ის მორიგი ტური შედგა და ქართველმა ლეგიონერებმა სწორედ ამ უკანასკნელში შეძლეს თავის გამოჩენა, თუმცა, სჯობს ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. ჩემპიონთა თასი მთავარი სარაგბო ევროთასის 2024-2025 წლების სეზონის სტარტი ინგლისის ქალაქ „ბათში“ შედგა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა ფრანგულ „ლა როშელთან“ 20:24 წააგო და ამ მატჩს ორი ქართველი ლაროშელელის...









