Author: სლავა გასპაროვი

Home სლავა გასპაროვი
მეორე ნაბიჯი ავსტრალიამდე
ჩანაწერი

მეორე ნაბიჯი ავსტრალიამდე

შაბათს ბორჯღალოსნები „ავჭალაზე“ „რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს გამართავენ, რომლის მოგების შემთხვევაში დაიბევებენ ნახევარფინალისტობასა და ამავდროულად მსოფლიო თასის საგზურს, რომელიც 2027 წელს ავსტრალიაში გაიმართება. მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ რიჩარდ ქოქრილის რაზმმა უმაღლესი ევროდონის ახალბედა შვეიცარიას დებიუტი გაუფუჭეს – 16 უპასუხო ლელო გაუტანეს და ისტორიული ანგარიში დააფიქსირეს –  110:0. ერთი კვირის წინ თავგამოჩენილ...

სუპერ რეკორდი ავჭალაში
ჩანაწერი

სუპერ რეკორდი ავჭალაში

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სტადიონზე დიდი სეირი მოაწყო – „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის სტარტზე ამ დონის დებიუტანტი შვეიცარია საოცარი ანგარიშით დაამარცხა. 110:0 – ამიერიდან ასე გამოიყურება ბორჯღალოსანთა ყველა დროის სარეკორდო გამარჯვება. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მასპინძელთა უპირატესობა უპირობო და ყოველმხრივი იყო. 16 ლელო ერთ მატჩში ჩვენს გუნდს აქამდე არ გაუტანია, არც 110 ქულა დაუგროვებია. თან ეს 16 ლელო...

ედელვაისთან 4 ახალი ბორჯღალოსნით
ჩანაწერი

ედელვაისთან 4 ახალი ბორჯღალოსნით

1994 წლის 4 ივნისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შვეიცარიაში აღმოჩნდა. ქალაქ შო-დე-ფონში გაიმართა მატჩი შვეიცარიის ნაკრებთან, რომელიც რიგით მე-13 იყო დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში და ყველაფერი კინაღამ დაითარსა, თუმცა ჩვენმა გუნდმა არასარაგბო ქვეყნის ნაკრებს მაინც აჯობა – 22:21. დღევანდელი გადასახედიდან, შვეიცარიის სარაგბო ნაკრები წესით არანაირ საშიშროებას არ უნდა წარმოადგენდეს ბორჯღალოსნებისთვის, მაგრამ 31 წლის წინ ეს მოულოდნელობა...

აიწყვიტა!
ჩანაწერი

აიწყვიტა!

დავით ნინიაშვილს ვეღარ აჩერებენ. ქართული რაგბის იმედმა ბოლო დროს ისეთი ფორმა აკრიფა, ლელო ლელოზე გააქვს, თან ლელოცაა და ლელოც! ჯერ იყო და, ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში სამხრეთაფრიკული „ჩიტასი“ ისე დაალელოვა, რომ სტუმრები შოკიდან ვეღარ გამოვიდნენ. „ლიონმა“ ის თამაში საოცარი ანგარიშით – 68:21 მოიგო, ხოლო ფულბექად მოთამაშე ნინიაშვილმა  მე-9 წუთზე თავისი 22-დან ბურთი წაიღო,...

რვაში უნდა ვიზეიმოთ!
ჩანაწერი

რვაში უნდა ვიზეიმოთ!

1 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ახალ სეზონს დაიწყებს: 16 საათზე თბილისის „ავჭალაზე“ ბორჯღალოსნები… შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ახალი ფორმატი მუდმივად სიურპრიზებს გვთავაზობს – „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატში თავის დროზე ასევე დებიუტანტ პოლონეთის ნაცვლად 2025-2026 წლებში შვეიცარიელები ითამაშებენ. მათ აშკარად არ გაუმართლათ – დებიუტი ხომ ტურნირის გამორჩეულ ფავორიტთან ჯახს ემთხვევა, თუმცა ეს შვეიცარიის სადარდებელია… შვეიცარიის შემდეგ რიჩარდ კოკერილის...

ქართველთა 9 კლუბი პლეი-ოფშია
ჩანაწერი

ქართველთა 9 კლუბი პლეი-ოფშია

ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) ოფისში ორივე ევროტურნირის პლეი-ოფის პირველი წრის კენჭისყრა შედგა. შეხსენებისთვის, ჩემპიონთა თასის მერვედფინალში ქართველ ლეგიონერთა 4 კლუბი („კლერმონი“, „კასტრი“, „ლა როშელი“ და „ტულონი“) იასპარეზებს, ჩელენჯ თასზე – 5 („ლიონი“, „პო“, „მონპელიე“, „პერპინიანი“, „რასინგ-92“ და „ბაიონი“, რომლის შემადგენლობაში ქართველები კი არიან, მაგრამ მიმდინარე გათამაშებაში ჯერჯერობით არცერთს უთამაშია). შეხვედრები 4-6 აპრილის უქმეებზე გაიმართება....

ლელოთა ლელო ნინიაშვილისგან
ჩანაწერი

ლელოთა ლელო ნინიაშვილისგან

გასული სარაგბო უქმეების მიმოხილვა ტურისა და ალბათ დაწყებული წლის ყველაზე მაგარი ლელოს აღწერით უნდა დავიწყოთ. ფრანგული „ლიონი“ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სამხრეთაფრიკულ „ჩიტასს“ მასპინძლობდა და ამ მატჩის მე-9 წუთზე, როცა სტუმართა უკანახაზელმა ლიონური შეტევის უკუსაგდებად თითქოს მშვენიერი დარტყმით ბურთი საკუთარი 22-დან მეტოქისაში გაუშვა. აფრიკელებმა ამასობაში წინ წაწევა დაიწყეს, ბურთი დავით ნინიაშვილმა დაიჭირა, ცარიელ...

მარიფილდის ჩრდილში
ჩანაწერი

მარიფილდის ჩრდილში

„შავმა ლომმა“ თავისი მეორე ევროეპოპეა მარცხით, თუმცა ღირსეული თამაშით დაასრულა. სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა „ედინბურგმა“ პირველ ტაიმში ყველა თავისი შანსი გამოიყენა, 3 ლელო-გარდასახვა გაიტანა, რასაც ერთი ზუსტი ჯარიმაც დაურთო, სტუმარ ქართველებს კი კინკილა ჯარიმა გაატანინა – 24:3. წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, მეორე ტაიმისგან სიკეთეს აღარ ველოდით, მაგრამ როცა შოტლანდიელებმა ორი ლელო და ერთი გარდასახვა კიდევ მიითვალეს და ანგარიშს...

ედინბურგში უმოტივაციოდ
ჩანაწერი

ედინბურგში უმოტივაციოდ

„შავი ლომი“ კვირას თავის მეორე ჩელენჯ თასს დაასრულებს. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ პირველმა ქართულმა პროფესიულმა სარაგბო ფრენჩაიზმა მერვედფინალში მოხვედრის შანსი გასულ უქმეებზე, ფრანგულ „ბაიონთან“ თბილისური მარცხის (16:41) შემდეგ დაკარგა, ამდენად კვირას, ლეგენდარული ედინბურგული „მარიფილდის“ კომპლექსში შემავალ „ჰაივ სთედიუმზე“, იგივე „ედინბურგ რაგბი სთედიუმზე“ რიჩარდ კოკერილის რაზმი კარის გაჯახუნებას ეცდება, მით უფრო, რომ ჯგუფის ლიდერმა „ედინბურგმა“ ჩვენთვის ნატვრად...

ევროსექსტეტი
ჩანაწერი

ევროსექსტეტი

გასული სარაგბო კვირა ევროთასებისა იყო, თუმცა, პარალელურად საფრანგეთში პრო დ2-ის მეორე წრე დაიწყო. თუ „შავი ლომის“ დამარცხებულ 23-ეულს არ ჩავთვლით, ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე ჯამშ ექვსმა ქართველმა იასპარეზა, მე-7 განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა, პრო დ2-ში კი ჩვენებურთა რაოდენობა ტრადიციულად სოლიდური გახლდათ – 16. ჩემპიონთა თასი პულ 1-ში ყველაზე ნათელი სურათია: ორი ფრანგული გიგანტი...